/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

უროლოგია

რა უნდა ვიცოდეთ პროსტატის ადენომის ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ?

გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?

რა ოპერაციები კეთდება პროსტატის ადენომის განსაკურნებლად?

მკითხველი

წინამდებარე ჯირკვლის მკურნალობის ოპერაციული მეთოდები სადღეისოდ ყველაზე ეფექტურია. დაავადების საწყის ეტაპზე (შარდის ბუშტი მთლიანად იცლება, თირკმელები არ არის დაზიანებული) შეიძლება ჩატარდეს პროსტატის ტრანსურეთრული რეზექცია (ტურ, ე. წ. უსისხლო ოპერაცია) - წინამდებარე ჯირკვლის ადენომის შარდსადენი არხიდან ამოკვეთა. ეს შედარებით ნაკლებტრავმული ოპერაციაა.

დაავადების შორსწასული ფორმის დროს, როდესაც ადენომა დიდია, შარდის ბუშტი შარდით არის გადავსებული და თირკმლის უკმარისობის ნიშნებიც ჩანს, იყენებენ ადენომის ამოკვეთის ღია მეთოდს, მაგალითად, პროსტატის ადენომის ამოკვეთას შარდის ბუშტის მხრიდან მიდგომით. ამ ტიპის ოპერაციები უფრო ტრავმულია, ვიდრე ტური, მაგრამ ისინიც სრულ განკურნებას უზრუნველყოფს. როდესაც ავადმყოფი ოპერაციაზე უარს ამბობს ან განსაზღვრული მიზეზები ქირურგს ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას არ აძლევს, მაშინ შარდის ბუშტში იდგმება სპეციალური კათეტერი, რომელიც უზრუნველყოფს შარდის ბუშტის დაცლას. ამგვარად ორგანიზმს შორდება შარდში შემავალი მომწამლავი ნივთიერებები. თუ ავადმყოფი ახალგაზრდაა და დაინტერესებულია სქესობრივი აქტიურობის შენარჩუნებით, მაშინ მას უკეთებენ ტურს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამ წესით ჩატარებული ოპერაცია შესაძლებლობას იძლევა, ადამიანმა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იცხოვროს ნორმალური სქესობრივი ცხოვრებით, მაგრამ ამ ხნის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ოპერაცია და ჯირკვლის რეზექცია. ისევე როგორც ყველა ტიპის ოპერაციას, ადენომექტომიასაც ახასიათებს გართულებები. ამთავითვე ვიტყვით: შარდვის პრობლემა ოპერაციის შემდეგ სრულიად იხსნება, თუმცა... მოდი, ყველაფერს რიგის მიხედვით მივყვეთ. ტურით ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებებია:

  • ადრეული პოსტოპერაციული სისხლდენა. ის ვითარდება ტურის შემდგომ პირველსავე დღეებში და ხშირად ოპერაციის დროს სისხლდენის უხარისხოდ გაჩერების შედეგია. სისხლდენის შესაჩერებლად, წესისამებრ, მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება, ხოლო მისი უეფექტობის შემთხვევაში ისევ ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ.
  • ტურ-სინდრომი ანუ ორგანიზმის წყლით ინტოქსიკაციის (მოწამვლის) სინდრომი. წარმოიშობა სისხლში დიდი ოდენობით საირიგაციო სითხის მოხვედრის გამო. ჩვეულებრივ, ტურის დროს დაზიანებული ვენებიდან ცოტაოდენი სითხე ყოველთვის ხვდება სისხლში, მაგრამ ეს ტურ-სინდრომს არ იწვევს.
  • ჭრილობისმხრივი ინფექციური გართულება. ეს გართულება უმეტესად ღია წესით ადენომექტომიის შემდეგ გვხვდება.
  • რეტროგრადული ეაკულაცია. ეს გართულება ტურის შემდეგ შედარებით ხშირია. გაითვალისწინეთ, რომ წინამდებარე ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაცია ასოს ერექციულ ფუნქციაზე გავლენას არ ახდენს - ერექცია ისეთივე რჩება, როგორიც ოპერაციამდე იყო, მაგრამ ამ დროს ვითარდება რეტროგრადული ეაკულაციის ფენომენი: ოპერაციის დროს იკვეთება ის კუნთოვანი კონები, რომლებიც ეაკულაციის (თესლდანთხევის) დროს შარდის ბუშტის ყელის დახურვას უზრუნველყოფენ. ამიტომ არის, რომ ოპერაციის შემდეგ ზოგიერთ პაციენტს შარდის ბუშტი ღია რჩება და სპერმა მასში ხვდება (`შეიტყორცნება~), იქიდან კი შარდთან ერთად გარეთ გამოდის. ეს მოვლენა ორგაზმზე არავითარ გავლენას არ ახდენს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც მომავალში შვილების ყოლას აპირებენ. თუ ამ საკითხს თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ოპერაციამდე აუცილებლად განიხილეთ ექიმთან ერთად.
  • ურეთრის სტრიქტურა (შევიწროება) და შარდის ბუშტის ყელის ნეკროზი. ურეთრის შევიწროების შემთხვევაში ოპერაციის შემდეგ შარდვა ისევ გაძნელებულია, თუმცა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს. ეს გართულება პაციენტთა 2-10%-ში გვხვდება.
  • შარდის შეუკავებლობა. ეს გართულება პაციენტთა ძალიან მცირე ნაწილს უვითარდება და, ჩვეულებრივ, ოპერაციის მსვლელობისას შარდის ბუშტის გარეთა სფინქტერის დაზიანების შედეგია. შარდის შეუკავებლობა სხვადასხვანაირია: ტოტალური, სტრესული, ეპიზოდური, - ამიტომ მისი მკურნალობა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.

ადენომექტომია ღია წესით - ამ ტიპის ოპერაციების შემდეგ გართულებათა სიხშირე რვიდან თვრამეტ პროცენტამდე მერყეობს. განასხვავებენ შემდეგ გართულებებს:

  • ინფექციურს. ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დარღვევის შემთხვევაში ოპერაციის ან შეხვევის დროს ჭრილობაში შესაძლოა ინფექციური პროცესი განვითარდეს. ის ანთებით გამოიხატება: შეინიშნება შეშუპება, ტკივილი, სიწითლე, მაღლა იწევს სხეულის ტემპერატურა.
  • ურეთრის სტრიქტურას. ეს ადენომექტომიის ყველაზე არასასიამოვნო გართულებაა, რადგან ხშირად ხელახალ ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს. სტრიქტურა ურეთრის შევიწროებაა, ზოგჯერ მისი (ურეთრის) კედლების განსაზღვრულ სიგრძეზე შეხორცება, რაც ურეთრაში ანთებითი პროცესების განვითარებასა და სხვა პროცესებს უკავშირდება.
  • შარდის შეუკავებლობას. ღია წესით ადენომექტომიის დროს ეს გართულებაც ხშირია და უკავშირდება შარდის ბუშტის სფინქტერის (მომჭერის) ტრავმას (სპინქტერი, როგორც იცით, ბუშტის დაცლაზე აგებს პასუხს).

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 2 დღეა მაქვს ასოს თავზე სიწითლე და ჩუჩის თავზეც სიწითლე რაღაცნაირად მეწვის ხოლმე თან ქავილის გრძნობაცაა ასევე არის რაღაცა მოთეთრო მოყვითალოსავით გამონადენი ცოტათი ხოლმე როცა ჩუჩას გადავწევ ცოტათი და უსიამოვნო სუნიაქ დაბანის შემდეგ რაღაც პპერიოდი ქავილიც მიქრება და წვაც. სახლის პირობებში რას მირჩევდით გარდა ჰიგიენისა ეგ რათქმაუნდა მაგრამ სხვა რჩევას თუ მომცემდით ექიმთან მისვლა ძალიან არმინდა აამ მიზეზის გამო. მადლობა.</p>

როგორ მოვიქცეთ შინ? - ოპერაციიდან 6-8 კვირის განმავლობაში ერიდეთ მძიმე ფიზიკურ ვარჯიშს. ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე (3 კილოგრამზე მეტი) ტვირთი, არ გაცივდეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლი. ფიზიკური აქტიურობა აუცილებელია. რამდენიც გენებოთ, იარეთ ფეხით, მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გაწერიდან ერთი კვირის შემდეგ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ სამსახურს (თუ ის მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან არ არის დაკავშირებული). სქესობრივი ცხოვრება ნებადართულია 4-6 კვირის შემდეგ. რეკომენდებულია საკვები, რომელიც მდიდარია ცილითა და უჯრედისით. პირველ დღეებში უნდა ერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც აირების დაგროვებასა და მუცლის შებერვას იწვევს. მეტად მნიშვნელოვანია წყლის მიღების განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა. სასურველია, ჩვეულებრივზე მეტი სითხის მიღება. ეს აუცილებელია როგორც ურეთრაში კათეტერის არსებობისას, ისე მისი ამოღების შემდეგაც. ამას მოითხოვს ადენომექტომიის ისეთი გართულების პროფილაქტიკა, როგორიც არის ურეთრის სტრიქტურა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რამდენად ხშირად უნდა გაიკეთონ მამაკაცებმა PSA ტესტი?

რაში მდგომარეობს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის სირთულე?
სრულად
გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი, რომლის გამოც ჩვენს კლინიკაში  საჭირო გახდეს ღია  წესით ოპერაციის ჩატარება“

ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის უროლოგიური სამსახურის უფროსი, გიორგი ხვადაგიანი: „არ არსებობს საშარდე გზების კენჭი,
სრულად
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლის ტკივილის 8 მიზეზი
სათესლე ჯირკვლები ძალიან მგრძნობიარეა და მცირე ტრავმაც კი იწვევს ტკივილს ან დისკომფორტს თავად სათესლე ჯირკვალში ან მის დანამატებში.
სრულად
რა იწვევს შარდის შეუკავებლობას და როგორ მკურნალობენ

შარდის შეუკავებლობა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს უნებლიეთ გამოეყოფა შარდი.
სრულად
შარდის შეკავების მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის საშუალებები
შარდის შეკავების მიზეზებზე, შესაძლო გართულებებზე, პროფილ­აქტიკის, დიანგოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება
სრულად
როგორ შეიძლება მენოპაუზის ასაკში განმეორებითი ცისტიტის პრევენცია?

ბოლო დროს მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა მატულობს და ეს ხდება იმის გამო,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ პროსტატის ადენომის ოპერაციის შემდგომი პერიოდის შესახებ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები