მეცნიერებმა გაარკვიეს, სკოლამდელი ასაკის ბავშვებიდან რომლები გახდებიან დამოკიდებული ონლაინ ტექნოლოგიებზე
გაანალიზეს თითქმის ათი ათას ხუთასი ამერიკელი სკოლის მოსწავლის მონაცემები, რომლებსაც სკოლამდელი ასაკიდან დაწყებული აკვირდებოდნენ ექვსი წლის განმავლობაში.
გაირკვა, რომ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, რომლებიც ხშირად აგრესიულად იქცევიან სხვების მიმართ, უფრო მეტი შანსი აქვთ სკოლის მეხუთე კლასში გახდნენ ონლაინ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული: დღეში მრავალჯერ შესვლა სოციალურ ქსელებში, ონლაინ თამაშებში ჩართვა, მყისიერ მესინჯერებში კომუნიკაცია.
ამავდროულად, ბიჭები უფრო მეტად ეწევიან ონლაინ თამაშებს, გოგოები კი სოციალურ ქსელებსა და მყისიერ მესინჯერებს.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, თავისთავად ცუდი არაფერია სოციალურ ქსელებში, მყისიერ მესინჯერებსა და ონლაინ თამაშებში, ცუდი ის არის, რომ ის აშორებს ბავშვების ცხოვრებიდან მათი განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობებს – ფიზიკურ აქტივობას, ძილს, მშობლებსა და თანატოლებთან კომუნიკაციას, წიგნების კითხვას.
ბავშვები, რომლებიც დღეში ბევრჯერ იყენებენ სმარტფონს, პლანშეტს ან ნოუთბუქს, ნაკლებად მოძრაობენ, ძალიან ცოტა სძინავთ, უფრო მეტად არიან ჭარბწონიანები და მსუქნები, ცუდად იქცევიან და სწავლობენ სკოლაში და საზოგადოდ, აქვთ ცხოვრების უარესი ხარისხი და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მეცნიერები წერენ, რომ პანდემიის დროს განსაკუთრებით მწვავე გახდა ციფრულ ტექნოლოგიებში ბავშვების გადაჭარბებული ჩართულობის პრობლემა. ისინი ურჩევენ მშობლებს ადრეული ასაკიდანვე უზრუნველყონ, რომ ბავშვებს შეზღუდული წვდომა ჰქონდეთ ელექტრონულ მოწყობილობებზე – სმარტფონებზე, პლანშეტებზე, სეტ-ტოპ ბოქსებზე და ტელევიზორზე. სამაგიეროდ, აუცილებელია ბავშვებს რაც შეიძლება ადრე ჩაუნერგოთ კითხვის, სამაგიდო თამაშებისა და სპორტის სიყვარული.
-
თანამედროვე ბავშვები კომპიუტერს თითქმის პამპერსის ასაკიდან ეცნობიან. როგორია ამის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
დღეს კომპიუტერის გარეშე ცხოვრება ადამიანთა უმრავლესობას ვეღარც კი წარმოუდგენია. ამერიკაში ეს ტექნიკა უკვე ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა და ბავშვებიც მცირე ასაკიდანვე ეცნობიან მას, სკოლის ასაკისთვის კი საკმაოდ კარგი მომხმარებლები არიან. კომპიუტერი მართლაც აუცილებელია, მაგრამ როცა საქმე პატარა ბავშვს ეხება, მრავალი შეკითხვა იჩენს თავს. ვინაიდან ჩვენ ამჟამად კომპიუტერული ბუმის ეპოქაში ვცხოვრობთ, საინტერესოა იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც "კომპიუტერულმა ქარიშხალმა" უკვე გადაუარა. ამერიკაში კომპიუტერი აქტიურად გამოიყენება სასკოლო განათლებისთვის. საინტერესოა, რომ იქ საგანი "ინფორმატიკა" არ არსებობს, ვინაიდან ბავშვები კომპიუტერის მოხმარებას სწავლობენ და არა პროგრამირებას. კომპიუტერული სასწავლო პროგრამები თითქმის ყველა საგანშია შექმნილი, თუმცა ამერიკელი პედაგოგები დიდად კმაყოფილნი არ არიან, ვინაიდან თამაშს მიჩვეული ბავშვებისთვის კომპიუტერით სწავლა ცოტათი მოსაწყენია.
-
საშიშია თუ არა კომპიუტერი?
სპეციალისტები, ექიმები და პედაგოგები ამერიკაშიც კი დღემდე კამათობენ იმის შესახებ, რა ადგილი შეიძლება ეკავოს კომპიუტერს განათლების სისტემაში. კალიფორნიაში ჩატარდა გამოკვლევა, რომელმაც ცხადყო, რომ ზოგადი განათლების გასაუმჯობესებლად კომპიუტერის გამოყენებამ მხოლოდ იმ ბავშვებს შორის გამოიღო შედეგი, რომლებიც ხელმოკლე ოჯახებში გაიზარდნენ და კომპიუტერთან მუშაობის საშუალება სკოლაში მიეცათ. მოწინავე ქვეყნებში სპეციალისტები კვლავაც შეისწავლიან ბავშვთა ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე კომპიუტერის გავლენას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ბავშვის მონიტორთან ყოფნის ხანგრძლივობა. სირთულეს ქმნის ისიც, რომ ბავშვი, მოზრდილისგან განსხვავებით, იშვიათად ლაპარაკობს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებზე.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/pediatria/rchevebi-mshoblebs/1168-2009-03-20-21-28-47.html