არის თუ არა საკმარისი თანატოლებთან ურთიერთობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა საკმარისი თანატოლებთან ურთიერთობა

ის აცხადებს, რომ ადრეული განვითარების პროგრამები პატარა ბავშვებს არავითარ უპირატესობას არ აძლევს. მაშინ რატომ ცდილობენ მშობლები, რომ პატარას ადრეულ განვითარებას შეუწყონ ხელი?

“მე მინდა, რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს ადამიანებთან ურთიერთობა”, - იტყვის ერთი მშობელი. მეორე დასძენს: “ჩემს შვილს ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსი აქვს, კარგია, დროზე მიეჩვევა თანატოლებთან კონტაქტს!” მესამე კი იტყვის, რომ მისი შვილი ბაღში წასვლის შემდეგ შეიცვალა, უფრო კონტაქტური გახდა და მეგობრებთან ყოფნას არაფერი ურჩევნია.

ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ამბობენ მშობლები მაშინ, როცა საქმე ეხება სკოლამდელი დაწესებულებების უპირატესობას პიროვნების სოციალურ ადაპტაციასთან დაკავშირებით.

მშობლებს სამართლიანად აღელვებთ ის, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობა. არის კი მართალი, რომ თანატოლებთან ადრეული ურთიერთობა პოზიტიურად მოქმედებს პატარა ბავშვების სოციალიზაციაზე?

გორდონ ნიუფელდი ამბობს, რომ ასე არ არის. განსაკუთრებით არ ეთანხმება იმ შეხედულებას, რომ პატარა ბავშვების მოთავსება “სოციალიზაციისათვის შესაფერის” გარემოში მართლაც სასარგებლოა.

  • რა არის სოციალიზაცია?

სიტყვა “სოციალიზაცია” სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებული დატვირთვის მქონეა. ნიუფელდი გვიხსნის, რა არ შეიძლება ჩაითვალოს სოციალიზაციად პატარა ბავშვებისთვის. მისი აზრით, ყველაზე მცდარი მითი ისაა, რომ სოციალიზაცია მიიღწევა თანატოლებთან ურთიერთობით.

სოციალიზაციის მიხედვით, ბავშვები იზრდებიან ისე, რომ ადაპტირებულები არიან საზოგადოებაში ცხოვრებისთვის, შეიძლება გაიზარდონ და ჩამოყალიბდნენ ისეთ პიროვნებებად, რომელთაც შეუძლიათ სარგებლობის მოტანა, თავაზიანი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან როგორც შინ, ასევე სამსახურში.

წარმატებული სოციალიზაციის თემა განსაკუთრებით აქტუალურია იქ, სადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რეგულარულად იტყობინებიან სკოლაში მოსწავლეთა რთული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

ნიუფელდისა და მისი კოლეგებისთვის სოციალიზაცია იმაზე მეტია, ვიდრე თანატოლებთან კარგი ურთიერთობის უნარი. სოციალიზაცია გულისხმობს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარებას ისე, რომ ადამიანი ამავე დროს პიროვნებად დარჩეს.

  • როგორ მივიღოთ ერთისაგან მეორე

ნათელი მაგალითისათვის ნიუფელდს მოჰყავს შემდეგი შემთხვევა. ის გვიყვება მასწავლებლის შესახებ, რომელსაც არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, რადგან კონფლიქტის ეშინია. პერსონალის შეკრებისას ასეთი პიროვნება გაჩუმებას არჩევს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მასწავლებელი “ძალიან კარგი პიროვნებაა”, კარგად ამყარებს ურთიერთობას ადამიანებთან. შესაძლოა ის ასეთივე პოზიციას ურჩევს საკუთარ მოსწავლეებსაც. რეალურად კი ამ ქალბატონს არ შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი “მე” კონფლიქტის წინაშე.

მუდმივი თანხმობა და მისწრაფება “იყოს კარგი”, რეალურად შეიძლება უმწიფარი პიროვნების ფარული სიმპტომები აღმოჩნდეს.

“თანასწორებთან ურთიერთობისას ინდივიდუალურობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია, ადამიანი საკმაო ხარისხით დამოუკიდებელი პიროვნება იყოს”, - ფიქრობს ნიუფელდი. ის დასძენს, რომ ადამიანი, რომელიც ყველასთან კარგ ურთიერთობას ამყარებს, შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების დროს თავის თავს კარგავდეს. თუ თვითგამოხატვის ეს ფორმა რთულია მოზრდილი ადამიანისთვის, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ის ბავშვისათვის...

ნიუფელდის აზრით, ნაადრევი სოციალიზაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება ბავშვების აღზრდის პროცესში. როცა ბავშვს დროზე ადრე ათავსებენ იქ, სადაც ძნელია საკუთარ პიროვნებად დარჩე, ისინი ხდებიან ისეთები, როგორებიც სხვები არიან, პიროვნება კი არ იძერწება, არამედ იმსხვრევა.

  • მიჯაჭვულობა უპირველეს ყოვლისა

ჯგუფში ბავშვების დიდი ნაწილის შეკრების ერთ-ერთი პრობლემა არის თანატოლებზე ორიენტაციის პრობლემა. ეს ნიშნავს, რომ პატარა ბავშვები მიეჯაჭვებიან თანატოლებს და არა მოზრდილ ადამიანებს.

მიჯაჭვულობის ცნება ფსიქოლოგ ჯონ ბოულბის მიერაა შემუშავებული. ის აღნიშნავს ინსტინქტს, რომელიც უფროსებს აიძულებს, ბავშვებზე იზრუნონ და ბავშვებს - მიიღონ უფროსების მზრუნველობა. ბოულბის სიტყვებით, მიჯაჭვულობა არის ადამიანურ არსებათა ტენდენცია, შექმნან ძლიერი ემოციური კავშირები მათთვის მნიშვნელოვან პიროვნებებთან.

ზოგადად ადამიანები ძალიან კონტაქტური არსებები არიან. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი ურთიერთობა ჩვენთვის უფრო პრიორიტეტულია და ჩვენ საკმაოდ არჩევითი დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. სწორედ ასეთი ურთიერთობებით ვავითარებთ საკუთარ თვითშეგნებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები (ისინი, ვინც ნამდვილად გვიყვარს და ვისაც ყველაზე ხშირად ვხედავთ) მუდმივად ჩვენ გვერდით იყვნენ. ისინი ჩვენი ცხოვრებიდან არ უნდა გაქრნენ.

ძლიერი მიჯაჭვულობა სულაც არ არის ის, რაც ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაქრეს. სწორედ მიჯაჭვულობის ფაქტორი არის ის, რის გამოც ბაღის მასწავლებელი ვერ ცვლის დედას - მისთვის საბავშვო ბაღი მხოლოდ სამსახურია. პრობლება ის არის, რომ რაც უფრო მეტი ბავშვი მიეჯაჭვება თანატოლს, მით ნაკლები იქნება მიჯაჭვული უფროსთან. შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან გართულდეს ასეთი ბავშვების აღზრდა და მათთვის რაიმეს სწავლება. როცა პატარა ბავშვები ბევრ დროს ატარებენ ერთმანეთთან, ისინი ერთმანეთს ბაძავენ და არა უფროსებს. ნიუფელდი აღნიშნავს, რომ თანდათან ქრება მიჯაჭვულობის ვერტიკალური გადაცემა. მას მიაჩნია, რომ ევროპაში არის კრიზისი, რომლის არსიც ის გახლავთ, რომ ახალგაზრდები არ ინტეგრირდებიან საზოგადოების ძირითად ნაკადში. არის მოსაზრება, რომ იგივე ხდება ჩრდილოეთ ამერიკაშიც. შესაძლოა პრობლემა ისიცაა, რომ ახალგაზრდები ინტეგრირდებიან უმრავლესობის ახალ კულტურაში, რომელიც ბოლომდე მომწიფებული არ არის.

ნიუფელდის აზრით, დღეს ბავშვები საზოგადოების ნაწილი გახდნენ, თუმცა ისინი არ ამყარებენ ურთიერთობას მთლიან საზოგადოებასთან.


  • მრავალფეროვნების მხარდაჭერა

მრავალფეროვანი გარემო, პატივისცემა ბავშვისადმი, ყველა პირობის შექმნა მისი განვითარებისათვის - ეს ის პოპულარული სიტყვებია, რომელთაც ხშირად მოისმენთ სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების რეკლამისას. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პიროვნული თვისებების მქონე პატარების ადრეული მოთავსება ჯგუფური მოვლის პირობებში, მრავალი საათის განმავლობაში, მაშინ, როცა მათ ჯერ არ შეუძლიათ საკუთარი უნიკალური, განსაკუთრებული პიროვნული თვისებების შენარჩუნება, ქმნის მსგავსებას და სპობს ინდივიდუალურობას. სწორედ ამ მიზეზების გამო შესაძლოა არ ღირდეს ბავშვის ადრე შეყვანა ბაღში თუ სკოლაში.

შეიძლება უცნაური იყოს, მაგრამ შინ მიღებული განათლების მომხრეთა ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ აღზრდის ამ ტიპის დროს უკეთესი სოციალიზაციაა. არიან ავტორები, რომელთა აზრითაც, ჯანსაღი სოციალიზაცია სწორედ შინ აღზრდილ ბავშვებს აქვთ, ისინი უკეთ მონაწილეობენ საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისინი სულაც არ არიან იზოლირებულნი საზოგადოებისგან, უფრო ახლოს გრძნობენ თავს სრულიად სხვადასხვა ტიპის პიროვნებასთან.

მკვლევარმა ლარი ედვარდ შაიერსმა შინ აღზრდილი და სკოლამდელ დაწესებულებაში მყოფი ბავშვები შეადარა. მან ვერ იპოვა რაიმე განსხვავება თვითშეფასების თვალსაზრისით.

  • ბავშვობის სულის რღვევა

ოდესღაც, 1988 წელს, ბავშვთა ფსიქოლოგმა დევიდ ელკინდმა დაწერა წიგნი “ბავშვი, რომელსაც აჩქარებენ”. წიგნში საუბარია, რომ ჩვენ ისტორიის ისეთივე ეტაპზე ვართ, როგორზეც სამრეწველო რევოლუციის პირველ ათწლეულებში ვიყავით. მაშინ ბავშვები სოციალური გადატრიალებებისა და ცვლილებების უნებლიე მსხვერპლად იქცნენ. დღესაც ბავშვი სტრესის უნებლიე მსხვერპლი გახდა.

ელკინდი წუხდა, რომ ბავშვებს სულ უფრო და უფრო მეტად აღიქვამენ მინიმოზრდილებად. მოზრდილი ცხოვრების კოპირებისას ბავშვს ბაღებსა და სკოლებში აკადემიურ ზეწოლას უქვემდებარებენ. ელკინდს ოცი წლის წინათ ძალზე აწუხებდა ის გარემოება, რომ საბავშვო სპორტული გუნდები იყენებდნენ პროფესიონალთა უნიფორმას, წარუმატებელ მოთამაშეებს გუნდს ატოვებინებდნენ. ზოგადად პატარების ტანსაცმელი ჰგავდა მოზრდილებისას. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი. რასაკვირველია, “ადრეული განვითარების” ლობისტები სულ უფრო მცირე ასაკიდან გვირჩევენ ბავშვის განვითარების სხვადასხვა პროგრამას. ბევრი მომხრე ჰყავს მთელი დღის განმავლობაში ბავშვების სკოლის გარემოში ყოფნასაც.

არის საწინააღმდეგო შეხედულებაც - ბავშვი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სკოლაშია, უკვე მოზრდილის რეჟიმით “მუშაობს”. იგივე შეიძლება ითქვას ბაღის შესახებაც. ბავშვის ცხოვრების ყოველი წუთი “გაწერილია” და მას უბრალოდ დრო არ რჩება საიმისოდ, რომ ბავშვი იყოს.

  • მუშაობა თუ ბავშვის განვითარება

რასაკვირველია, ორივე მშობლის მუშაობის აუცილებლობისას გარდაუვალია ბავშვის ბაღში მიყვანა ან სკოლაში დიდი ხნით დატოვება. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ ყოველივეს ცოტა რამ აქვს საერთო ბავშვის განვითარებასთან. როდესაც ნიუფელდს ჰკითხეს, რას გვაძლევს ბავშვის ნაადრევად მიყვანა სკოლამდელ სასწავლო დაწესებულებაშიო, მან უპასუხა, რომ ერთადერთი სარგებელი არის მშობლების გათავისუფლება ბავშვის მოვლისგან.

  • როგორ მოვიქცეთ?

ნიუფელდი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბავშვისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ არის მშობელი მისთვის, ვიდრე რას აკეთებს ის სამსახურში. ამავე დროს მისი კვლევის მიზანი სულაც არ არის იმ მშობლების დაშინება, რომელთა ბავშვებიც მთელი დღის განმავლობაში საბავშვო ბაღში ან სკოლაში არიან. თუმცა არ იქნებოდა ურიგო, დავფიქრებულიყავით, რატომ არიან ბავშვები იქ. ზოგიერთ მშობელს ბავშვი საბავშვო ბაღში სწორედ სოციალიზაციის მიზნით მიჰყავს. ნიუფელდის აზრით, ეს მცდარი პოზიციაა. ის მიიჩნევს, რომ “ადრეული განვითარება” მხოლოდ ოჯახში, უფროსების გვერდით ყოფნისას შეიძლება.

მშობლები უნდა მოერიდონ ისეთი სისტემის შექმნას, სადაც ყველა ბავშვისადმი ერთი მიდგომაა. ნიუფელდის თანახმად, ჯანსაღი ურთიერთობების საფუძველი ბავშვის სიცოცხლის პირველი ექვსი წლის განმავლობაში ყალიბდება. ეს არის ყველაფრის საფუძველი. სიცოცხლის მეხუთე წლისთვის, თუ ყველაფერი უწყვეტად და უსაფრთხოდ მიმდინარეობს, იწყება ემოციური სიახლოვე. ბავშვი თავის გულს უძღვნის იმას, ვისაც მიეჯაჭვება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ყველაზე მთავარია ღრმა და ძლიერი ემოციური კავშირი მათთან, ვინც ბავშვს ზრდის. თუ ამ ყოველივეს მხედველობაში მივიღებთ, ალბათ აღარ ვიჩქარებთ და არ ვეცდებით, პატარა სკოლაში ადრე წავიყვანოთ.