/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები მშობლებს

ურთიერთობის პირველი გაკვეთილები

ურთიერთობის პირველი გაკვეთილები
პატარა ადამიანის სოციალიზაცია საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცდილების ათვისების არცთუ მარტივი და საკმაოდ მრავალწახნაგოვანი პროცესია. როგორ დავეხმაროთ ამაში ბავშვს?

.

უწინარეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია კომუნიკაციური ჩვევების განვითარება. ყველა ჩვენგანს სურს, მისი შვილი არა მარტო ჯანმრთელი და ჭკვიანი, არამედ კომუნიკაბელურიც იყოს, ადვილად პოულობდეს ადამიანებთან საერთო ენას, ღირსეული ადგილი ეჭიროს კოლექტივში და მეგობრებიც ჰყავდეს.

  • საძირკველი

კარგი ურთიერთობისთვის ზრდილობა და მიზანსწრაფულობა არ კმარა; აუცილებელია საკუთარი თავის რწმენა და სამყაროსადმი გულღია დამოკიდებულებაც. ეს თვისებები კი ყველა ბავშვს აქვს, თუ ჩვილ ასაკში სიყვარული და ყურადღება არ დაჰკლებია. მშობლების მზრუნველობა, მათთან მუდმივი კონტაქტი ბავშვს ადამიანებისადმი კეთილგანწყობას შთაუნერგავს.

აუცილებელია ბავშვთან საუბარი, ემოციური ურთიერთობა, გრძნობების გამოხატვა - ასე პატარა უფრო მგრძნობიარეც გახდება და საკუთარი თავის რწმენასაც შეიძენს.

მეორე: სიცოცხლის პირველ წელს არანაკლებ მნიშვნელოვანია სამყაროს შეცნობა დედასთან ერთად. უფრო კონტაქტურები და ცნობისმოყვარენი არიან ის ბავშვები, რომლებიც დედებს პატარაობიდანვე დაჰყავდათ სტუმრად. ყველა ბავშვი, ბუნებით ინტროვერტიც კი, ქვეცნობიერში ინახავს ყველა კონტაქტსა და სიტუაციას, რომელსაც ეჯახება.

მესამე მნიშვნელოვანი მომენტია დედასთან განშორება, რაც, ჩვეულებრივ, 6-8 თვის ასაკში ხდება. ძალზე მნიშვნელოვანია, განშორება ბავშვისთვის მსუბუქი, ნაკლებად მტკივნეული იყოს. ამისთვის კი დედა და ის ადამიანი, ვისთანაც ბავშვი რჩება, ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ.

  • პედაგოგიური ასპექტი

შეკითხვა ექიმს
<p>-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?</p>

სიცოცხლის პირველი წლიდანვე შეიძლება ბავშვი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩავრთოთ. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ავუხსნათ პატარას სუფრასთან ქცევის წესები, როგორ არ უნდა მოიქცეს. ნათქვამი უნდა იყოს რბილი, მაგრამ მტკიცე. ყვირილი დაუშვებელია. აკრძალვები და წესებიც სოციალიზაციის ნაწილია - ისინი ბავშვს იმ შეზღუდვებისთვის ამზადებს, რომლებსაც საზოგადოებაში ცხოვრება უწესებს ადამიანს. დაიწყეთ საოჯახო უსაფრთხოების წესებით. ერთ წლამდე ასაკის ბავშვი ხუთ "არას" იმახსოვრებს და ისინი აუცილებლად უნდა იცოდეს. მაგალითად, "ხელი არ მოვკიდოთ გაზქურის სახელურებს", "არ ავიღოთ ქაღალდი მამის სამუშაო მაგიდიდან"... თუ აკრძალვა ხუთზე მეტია, პატარა ბავშვი მათ მნიშვნელობას ვეღარ აღიქვამს. "ხუთი არას" სისტემა მშობლებსაც უბიძგებს დაფიქრდნენ, მეტისმეტად ბევრს ხომ არ უკრძალავენ პატარას.

  • სამყაროსთან შეხება

სოციალიზაციის არცთუ საუკეთესო ვარიანტია დედის კალთიდან უეცარი მოწყვეტა და ძიძასთან მთელი დღით დატოვება. მყარი კომუნიკაციური ჩვევების ჩამოსაყალიბებლად თანდათან უნდა ვიმოქმედოთ. პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ბავშვი ოჯახურ გარემოში ცხოვრობს, სტუმრად დედასთან ერთად დადის, სამყაროს დედის კალთაში მჯდარი შეისწავლის. მერე და მერე პატარა უფრო მეტს მოგზაურობს მშობლებთან ერთად და სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციაში აღმოჩნდება როგორც ნაცნობ, ასევე უცნობ ადამიანებთან. ამ დროს ის უმთავრესად დედას უჭირავს ხელში და კონტაქტს მაშინ ამყარებს, როცა თავად სურს.

ასევე დაგაინტერესებთ
ბავშვები და მათი შიშები
ფიზიკური აქტივობის როლი ბავშვის განვითარებაში

ფსიქოლოგები გვირჩევენ, არ მოვთხოვოთ ბავშვს უცხოებთან კონტაქტი და მათთვის ნაკლებად სიმპათიურ ადამიანებთან გულღია ურთიერთობა მშობლების იმიჯის სასარგებლოდ. თუ პატარა ამისთვის მზად არ არის, ხვეწნა-მუდარა არ შეიძლება. ერთ წლამდე, სასურველია, პატარა სტუმრად ყოფნისას ისეთ გარემოში მოხვდეს, რომ დედას არ მოსცილდეს, მასთან ერთად ითამაშოს. ერთი წლის, შემდეგ ბავშვს შეუძლია თვითონვე იაქტიუროს ნაცნობ სოციუმში, რომლის წევრებიც გარკვეულ წესებს იცავენ. მაგალითად, პასუხობენ ბავშვის ჟესტებს, ზოგიერთი ნივთის აღების ნებას აძლევენ. ამ ასაკის ბავშვმა ჯერ არ იცის ქცევის ნორმები, ამიტომ მისი მარტო დატოვება არ არის სასურველი. ბავშვი მხოლოდ მაშინ ამყარებს წარმატებულ ურთიერთობას, როცა აცნობიერებს თამაშის წესებს და უფროსების თხოვნასაც ასრულებს.

  • ხომ არ შევუერთდეთ კოლექტივს?

უდავოდ, ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, მაგრამ თანდათან ყველა მათგანს უჩნდება სხვა ბავშვებთან ურთიერთობის სურვილი. პატარების უმრავლესობა ბავშვთა კოლექტივისკენ 2,5-3 წლიდან ისწრაფვის. მშობლის ამოცანაა, შესაფერისი გარემო შეურჩიოს შვილს. ერთად ეწვიეთ საბავშვო მოედნებს - იქ ნამდვილად იპოვით პატარებს, ვისთან ურთიერთობაც თქვენს შვილს დააინტერესებს. იდეალურ შემთხვევაში საბავშვო მოედანზე ერთმანეთს სხვადასხვა ასაკის პატარები უნდა ხვდებოდნენ, ხოლო მათ თამაშს მშობლები მეთვალყურეობდნენ. 2-3 წლის ბავშვებს ჯერ კიდევ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება და ურჩევნიათ, "პასკა" მარტომ "გამოაცხონ", დროდადრო კი სხვის ნიჩაბსა თუ სათლს წაატანენ ხოლმე ხელს. მშობლები აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ ასეთი კონფლიქების გარჩევის წესებზე და ერთიანი ტაქტიკა უნდა შეიმუშაონ. ამასთან ერთად, ბავშვებს თვითორგანიზაციის საშუალებაც უნდა მიეცეთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ საბავშვო მოედანზე ბავშვი ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვან ჩვევებსაც გამოიმუშავებს - სათამაშოების გაცვლას, თხოვნას, რიგის დაცვას, დათმობას... აუცილებელია, ბავშვს ყველა ამ წესის შესახებ ვესაუბროთ. თუნდაც იგი, ერთი შეხედვით, არ რეაგირებდეს თქვენს შეგონებებზე, თქვენი შრომა უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.

  • მალე ბაღში მივდივართ

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღში საკმაო დრო ეთმობა ხატვას, ძერწვას, ცეკვას, სიმღერას და, საზოგადოდ, მხატვრულ აღზრდას, მთავარი მაინც საზოგადოებაში ქცევის უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის დავალებების შესრულება - წესების დაცვა, რაღაცის ორგანიზებულად კეთება, მასწავლებლის მითითებით სამუშაოს დროულად დაწყება და დამთავრება. ყოველივე ამისთვის პატარა მზად რომ იყოს, ეცადეთ, ხშირად გაუწიოთ ორგანიზება ბავშვთა ერთობლივ თამაშებს. სწორედ თამაშის დროს შეიძლება კომუნიკაციური უნარის შეძენა. ეს უნარი აძლევს ბავშვს საშუალებას, ჩაერთოს საერთო საქმიანობაში, გაიზიაროს სხვა ბავშვების ემოციები და განცდები. თამაშის დროს პატარები ერთმანეთს უღიმიან, თვალებში უყურებენ, ეხებიან. სწორედ თამაში ეხმარება პატარებს სოციალურ ადაპტაციაში, საერთო წესების მიღებასა და ერთობლივ საქმიანობაში.

  • თამაში, რომელიც შეთანხმების უნარს აყალიბებს

პატარებს თამაშის დროს ხშირად უჭირთ შეთანხმება, ერთობლივი მოქმედება. ხშირად ისინი ერთმანეთს თავს ახვევენ მათთვის მისაღებ თამაშის წესებს, ისწრფვიან, მოიპოვონ მთავარი როლი. ამ შემთხვევაში პატარებს მოლაპარაკება უფროსმა უნდა ასწავლოს. თავად ის ფაქტი, რომ ბავშვებს მოზრდილი ადამიანი უხსნის წესებს, თვალყურს ადევნებს მათ შესრულებას, უკვე არის მომავალი ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციის სწავლა. ნებისმიერი თამაში, რომლის დროსაც გარკვეული წესების დაცვაა აუცილებელი, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თამაშები, რომლებიც ამყარებს მეგობრულ დამოკიდებულებას ბავშვებს შორის:

  1. მზე. მოზრდილი ადამიანი ქვიშაზე დიდ წრეს ხატავს, მერე კი პატარებს აჩვენებს, როგორ დატოვონ ხელისგულის ანაბეჭდი. ასე უნდა შექმნან პატარებმა "სხივები". მზის ხატვის დროს კი შეიძლება ხშირად აღვნიშნოთ, რომ ძალიან მეგობრულები ვართ, ერთად მზე დავხატეთ!
  2. ალერსიანი სახელი. პატარები უფროსის დახმარებით წარმოთქვამენ თამაშის მონაწილეთა სახელების საალერსო ვარიანტებს. ასეთივე სახელებით მიმართავენ სათამაშოებსაც.
  3. ჩიტუნიას ფრთა სტკივა. ერთ-ერთი ბავშვი განასახიერებს ჩიტს, რომელსაც ფრთა სტკივა. დანარჩენები ამშვიდებენ მას და საალერსო სიტყვებით მიმართავენ.

  • თამაშები

პატარებს სხვადასხვა თამაშებიც შეიძლება შევთავაზოთ. სთხოვეთ, განასახიერონ ექიმი, მასწავლებელი, მძღოლი, გამყიდველი. ასე აუხსნით მას სოციუმში ცხოვრების წესებს. უფრო რთული ვარიანტია სიუჟეტური თამაშები, მაგრამ თუ ბავშვები ენთუზიაზმით თამაშობენ რაიმე სპექტაკლს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი. გარკვეული სიუჟეტების გათამაშებისას პატარები შესანიშნავად სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რომ ბავშვი ერთბაშად არ იწყებს თანატოლებთან თამაშს და უმალვე საზოგადოების სული და გული არ ხდება - მას საკმაო დრო ექნება ურთიერთობის სასწავლად. მთავარია სათანადო გარემო და მშობლების ნორმალური დამოკიდებულება. სოციალიზაცია, პირველ რიგში გამოცდილების მეშვეობით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, ბავშვმა ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება დააგროვოს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ურთიერთობის პირველი გაკვეთილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები