/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ვის შეუძლია ისარგებლოს ენდოპროთეზირების პროგრამით და რა არის ამისთვის საჭირო

ვის შეუძლია ისარგებლოს ენდოპროთეზირების პროგრამით და რა არის ამისთვის საჭირო
სახსრების ენდოპროთეზირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ გვესაუბრება

ჯანმთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ეკა შარაძე

1. სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით მხოლოდ თბილისის მოსახლეობა სარგებლობს, თუ არსებობს კიდევ პროგრამები საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის?

გეგმური ქირურგია, მათ შორის, ორთოპედიული ენდოპროთეზირება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება.

საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი რესურსი მიემართება ჩვენი მოქალაქეების ჯანდაცვისკენ - 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 155 მილიონით გაიზარდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

2023 წლის მონაცემებით, 753 000 - მდე ბენეფიციარი 1 105 500 000 - მდე ლარით დაფინანსდა. მათ შორის, 115 281 პირის გეგმური ქირურგიული სერვისი სახელმწიფომ 217 მილიონამდე ლარით აანაზღაურა.

ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა ტარიფები, რომლის ფარგლებში ენდოპროთეზირება ფინანსდება, კერძოდ: მენჯ - ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირების ღირებულება 4773 ლარია; მუხლის სახსრის - 6148 ლარი; მხრის სახსრის ენდოპროთეზირების - 9000 ლარამდეა.

შეკითხვა ექიმს
<p>-Რამოდენიმე დღეა ხან მუცელი მტკივა ხან წელი ხან თავი ხან უბრალოდ გულისრევის შეგრძნებამაქ საჭმლის დროს ვიბერები! Ზოგჯერ უბრალოდ სუსტადვარ ზოგჯერ შემახურებს 5 წუთი მერე შემაციებს 5 წუთს მერე ისევ კარგადვარ ზოგჯერ თავი კიარ მტკივა უბრალოდ რაღაც რიგზე არარის თავში ესეთი განცთამაქ დამძიმებული მძიმე გულირომისდის ადამიანს რაღაც ეგეთი შეგრძნება თავის არეში! Რისი ბრალი იქნება ვინ ვნახო ან რატესტი გავიკეთო დიაგნოსტიკისთვის</p>

სახელმწიფო, DRG -ის სისტემის ფარგლებში, აფინანსებს, როგორც ენდოპროთეზს, ისე ოპერაციას.

დაფინანსების ოდენობა 70 %-დან 100% - მდეა, რა იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარის ჯანდაცვის სტატუსის შესაბამისად, პაციენტისთვის ის უფასოა ან მას, მაქსიმუმ, 30 %-ის გადახდა უწევს.

ამასთან, უნდა იცოდეთ, რომ ქირურგიული ოპერაციის თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარია დაწესებული. კერძოდ, საპენსიო ასაკი პირებისთვის ის ასანაზღაურებელი თანხის 10 % -ს შეადგენს, რაც 500 ლარს არ უნდა აჭარბებდეს; 0-5 წლის ბავშვებისთვისა და შშმ პირებისთვის 20 % -ია განსაზღვრული, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტით მოსარგებლეებისთვის - 30 %, არაუმეტეს 1500 ლარისა.

ჩვენს მკითხველებს რომ განვუმარტოთ, მაგალითად, თანაგადახდის წილის გათვალისწინებით, თუ პენსიონერისთვის დანიშნული ქირურგიული ოპერაციისთვის გადასახდელი თანხა, პირობითად, 800 ლარია, პაციენტი მხოლოდ 500 ლარს იხდის.

ორთოპედიული ენდოპროთეზირება უფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარს, მათ შორის: პენსიონრებს; სტუდენტებს; შშმ პირებს; 0-5 წლამდე ბავშვებს; ასევე, მიზნობრივ ჯგუფებს, მათ შორის: პედაგოგებს, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს...

საყურადღებოა, რომ ენდოპროთეზირება საბაზისო პაკეტით მოსარგებლეებსა და ვეტერანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უფინანსდებათ, როცა ტრავმის ხანდაზმულობა 3 თვეს არ აღემატება.

საბაზისო პაკეტი ეხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000- დან 100 000 - მდეა ; 6-დან -18 წლამდე მოზარდებს, არასაპენსიო ასაკი მქონე საქართველოს მოქალაქეებს...

აღსანიშნავია, რომ საბაზისო პაკეტით მოსარგებლე თბილისში რეგისტრირებულ პირებს დედაქალაქის მერია აფინანსებს.

2. რომელი სახსრის იმპლანტირებას აფინანსებს პროგრამა?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ფინანსდება მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და მხრის სახსრის ენდოპროთეზირება.

3. რომელიმე გარკვეული წარმოების ან ღირებულების იმპლანტები არის დაფინანსებული თუ ამ მხრივ არჩევანი ექიმისა და პაციენტის მიერ კეთდება?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობები ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტის, სერტიფიცირებული პროთეზის გამოყენებას.

4. რამდენად შეუძლიათ სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამით სარგებლობა კერძო დაზღვევის მქონე პირებს?

დაფინანსება ეხებათ: კერძო დაზღვევის მქონე საპენსიო ასაკის პირებს, სტუდენტებს შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს.

საბაზისო პაკეტით მოსარგებლე კერძო დაზღვევაში ჩართულ პირებს აღნიშნული სერვისი არ უფინანსდებათ.

5. როგორ ხდება პროგრამით სარგებლობა ანუ რა გზა უნდა განვლოს პაციენტმა იმისათვის რომ მიიღოს დაფინანსება?

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო მართავს.

პროცედურა მარტივია:

  • პაციენტი შეარჩევს კლინიკას. (აუცილებელია პირობაა, რომ სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში იყოს ჩართული);
  • გაივლის კონსულტაციას ექიმ-ტრავმატოლოგთან;
  • კლინიკის წარმომადგენელი, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს შესაბამის ელექტრონულ მოდულში, განაცხადს არეგისტრირებს, აიტვირთება ფორმა N 100 და შესაბამისი ქირურგიული ჩარევის კოდი.
  • ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე.
  • პასუხი ბენეფიციარს SMS შეტყობინების სახით ეგზავნება.
კომენტარები (4)
ბენიამინ კანდელაკი
გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ, რომ გამომეხხმაუროთ, მესაჭიროება მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროთეზირება, მაგრამ არ ვარ არც პენსიონერი, არც სოც.დაუცველი და არც პედაგოგი, ვარ 45 წლის ონკოლოგიური პაციენტი (ვებრძვი მე-4 სტადიას) ,ასევე ვარ ვეტერანი და ასეთ შემთხვევაში შემეხება დაფინანსება??? და თუ დამიფინანსდება რა პროცენტით??? ძალიან გთხოვთ, რომ მიპასუხოთ, დიდი მადლობა წინასწარ
თარიღი : 04-04-2025
მაია
გამარჯობათ მე ვარ რაიონიდან ვიტანჯები ტკივილით ერთ ფეხზე გავიკეთე ოპერაცია ენდოპროთეზირება რაც არ დამიფინანსდა იმიტომ რომ კოსმეტიკურში შედის და სესხები დამჭირდა მეორე ფეხზეც იგივე მდგომარეობა მაქვს აუცილებლად მჭირდება ოპერაცია მაგრამ არც ფინანსები მაქვს და ტკივილებით ვიტანჯები.ძალიან მაინტერესებს თბილისში მაცხოვრებელს რომ უფინანსდება ენდოპროთეზირება გარკვეული პროცენტით და რაიონში მაცხოვრებელს არა ჩვენ არ გვტკივა და თბილისში მაცხოვრებელს სტკივა?ხომ შეიძლება რაღაც დახმარება ჩვენც გვქონდეს ამ ფეხის გამო ხერხემალზეც პრობლემა შენექმნება ვარ 50 წლის.
თარიღი : 28-02-2025
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვის შეუძლია ისარგებლოს ენდოპროთეზირების პროგრამით და რა არის ამისთვის საჭირო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები