პუტინი აცხადებს, რომ რუსი მეცნიერები ახლოს არიან კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასთან

ვაქცინა მალე ხელმისაწვდომი იქნება პაციენტებისთვის.
პუტინმა სატელევიზიო კომენტარებში განაცხადა: „ჩვენ ძალიან ახლოს მივედით ეგრეთ წოდებული კიბოს ვაქცინებისა და ახალი თაობის იმუნომოდულატორული პრეპარატების შექმნასთან".
"იმედი მაქვს, რომ ამ კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინებს მალე ეფექტურად გამოიყენებენ ინდივიდუალურ თერაპიაში”, - დასძინა მან მოსკოვის ფორუმზე სამომავლო ტექნოლოგიებზე გამოსვლისას.
პუტინს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი ექნება შემოთავაზებულ ვაქცინებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
არაერთი ქვეყანა და კომპანია მუშაობს კიბოს ვაქცინაზე. გასულ წელს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას გერმანულ კომპანია BioNTech-თან კლინიკური კვლევების დასაწყებად, რომლებიც უზრუნველყოფენ "სიმსივნის პერსონალიზებულ მკურნალობას", კვლევა 2030 წლამდე 10000 პაციენტს მოიცავს.
ფარმაცევტული კომპანიები Moderna და Merck & Co ამუშავებენ კიბოს ექსპერიმენტულ ვაქცინას, რომლის შუალედურმა კვლევამ აჩვენა, რომ სამწლიანი მკურნალობის შემდეგ იგი ამცირებდა მელანომის - კანის ყველაზე მომაკვდინებელი კიბოს - განმეორების ან ამ დიაგნოზით სიკვდილის შანსს.
ამჟამად არსებობს ექვსი ლიცენზირებული ვაქცინა ადამიანის პაპილომავირუსების (HPV) წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ სხვადასხვაგვარ კიბოს, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს.
ასევე არსებობს ვაქცინები B ჰეპატიტის წინააღმდეგ (HBV), რაც ხშირად ხდება ღვიძლის კიბოს გამომწვევი მიზეზი.