/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პარაზიტოლოგია

ვინც ხელებს საპნით არ იბანს

ვინც ხელებს საპნით არ იბანს
ჩემს 6 წლის შვილს ჰყავდა თეთრი წვრილი ჭიები. ვუმკურნალეთ რამდენიმეჯერ. მიუხედავად ამისა, ღამით კბილებს აკრაჭუნებს,

აქვს უკანა ტანის შემაწუხებელი ქავილი. როგორ მოვიქცეთ, რაიმე ახალი საშუალება თუ არსებობს? ჩვენ ვასმევდით ვერმოქსს.

წვრილ თეთრ ჭიებს, რომლებსაც ბავშვის ნაწლავებში უყვართ ცხოვრება, მახვილებს, ენტერობიუსებს უწოდებენ. ენტერობიოზი საყოველთაოდ გავრცელებული დაავადებაა. 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები მისდამი დიდი მიმღებლობით გამოირჩევიან.

დაავადება უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათად კი თან ახლავს ზოგადი ინტოქსიკაცია და, რაც მთავარია, იწვევს უკანა ტანის ძლიერ შემაწუხებელ ქავილს, რაც ფსიქოსთენიური და ნევროზული მდგომარეობის ჩამოყალიბებას განაპირობებს. პარაზიტი ჭია ენტერობიუსი ადამიანის წვრილი ნაწლავის ქვემო ნაწილში ცხოვრობს. მდედრი ჩამოდის სწორ ნაწლავში, ანალური ნაპრალის გარშემო დებს კვერცხებს და კვდება. ამიტომაც არის დაავადებისთვის დამახასიათებელი უკანა ტანის ქავილი.

როგორ ავადდება ადამიანი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადების წყარო მხოლოდ დაავადებული ადამიანია. გამომწვევი საკმაოდ გამძლეა გარეგანი ფაქტორებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ. ენტერობიუსის კვერცხი გარემოში 25 დღემდე ძლებს. კვერცხები შეიძლება მოხვდეს თეთრეულზე, სათამაშოებზე, ხალიჩებზე, აბაზანაში, ტუალეტში.

ვის შეიძლება დაემართოს ენტერობიოზი?

ყველას, ვინც არ იცავს პირადი ჰიგიენის წესებს, თუმცა დაავადების ძირითად რისკჯგუფს 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. ბავშვის ინვაზია მოსალოდნელია იმ დღიდან, რა დღიდანაც ცოცვას დაიწყებს.

რა გვაეჭვებინებს ენტერობიუსის არსებობას?

  • მუცლის ტკივილი (ჭიპის ირგვლივ);
  • ხშირი გულისრევა და ღებინება;
  • ნაწლავის ფლორის დარღვევა (დიარეა);
  • დაღლილობა, გაღიზიანებულობა, მოუსვენარი ძილი;
  • ძილში კბილების კრაჭუნი;
  • ალერგიული გამოვლინებები (წვრილწინწკლოვანი გამონაყარი კანზე);
  • ქავილი უკანა ტანის არეში;
  • საშოს ლორწოვანი გარსის ანთება;
  • შარდსასქესო გზების ინფექციები;
  • დილით უსიამოვნო სუნი პირიდან;
  • ნერწყვით დასველებული ბალიში.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. მხოლოდ ღამღამობით მაქვს ქავილის და წვის შეგრძნება ვულვის გარშემო. არ მაწუხებს გამონადენი ან სუნი. უკანა ტანიდან მეწყებოდა ეს უცნაური ქავილის შეგრძნება. შემდეგ ვსვი ნისტატინი, კლოტრიმაზოლის სანტელს და კლოტრიმაზოლის მალამოს ვიზელდი და უკეთესობა მაქვს. მაგრამ საფენების გამოყენების შემდეგ კვლავ დამეწყო.კანი არ მაქვს მოშვებული და არც დახეთქილი. ხანდახან კანზე ქავილის შემდეგ ვგრძნიბ სისველეს და აქერცლილივით მაქვს კანი. სისხლის საერთო ანალიზი გამაკეთებინა ექიმმა და ნორმაში მაქვს ყველაფერი. ეგებ რამე მირჩიოთ, რა ვქნა?</p>

ამ ნიშნების არსებობისას საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევა ენტერობიოზის დასადგენად ან გამოსარიცხად.

ენტერობიოზი ადვილად გადაედება ადამიანისგან ადამიანს ოჯახსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეთ მათაც, ვინც დაავადებულის გვერდით იმყოფება. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს პოლიკლინიკაში ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

დიაგნოზს უკანა ტანის ირგვლივ არსებულ ნაოჭებში ენტერობიუსის კვერცხების აღმოჩენის საფუძველზე სვამენ. სისხლის საერთო ანალიზში ეოზინოფილების მომატება დამახასიათებელი არ არის. თუ მკურნალობა სრულყოფილად არ ჩატარდა ან ინვაზია ხელმეორედ მოხდა, მოსალოდნელია:

  • იმუნიტეტის დაქვეითება;
  • ზრდასა და წონაში ჩამორჩენა;
  • ანემია;
  • სწავლაში ჩამორჩენა, უყურადღებობა.
  • ენტერობიოზისთვის დამახასიათებელი გართულებებია:
  • შარდსასქესო გზების ხშირი ინფექციები;
  • საშოს ლორწოვანი გარსის ანთება;
  • აპენდიციტი;
  • კანის ანთება (დერმატიტი) უკანა ტანის არეში;
  • ნახეთქები (ქავილისგან) უკანა ტანის ხვრელის ირგვლივ;
  • ღამით შარდის შეუკავებლობა.

როგორ ვუმკურნალოთ

მკურნალობა უტარდება ინფიცირებული პირის ოჯახის ყველა წევრს, განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა კლინიკური გამოვლინება. განსაკუთრებით ეხება ეს ბავშვებს. მკურნალობამდე აუცილებელია პარაზიტოლოგიური გამოკვლევების ჩატარება. მკურნალობას ნიშნავს ექიმი.

პრეპარატები, რომლებსაც ამჟამად იყენებენ პრაქტიკაში, საკმაოდ ეფექტურია. ინიშნება დღეში ერთხელ, 3 დღე. მკურნალობის კურსი მეორდება 14 დღის შემდეგ. ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გამეორდეს 3-4 თვის შემდეგ.

როგორ დავიცვათ თავი

  • ბავშვი მივაჩვიოთ პირად ჰიგიენას (ხელების საპნით ბანას!).
  • გადავაჩვიოთ პირში თითებისა და სათამაშოების ჩადებას, ფრჩხილების კვნეტას.
  • მოკლედ დავაჭრათ ფრჩხილები.
  • ღამით ჩავაცვათ მოხერხებული (არა სინთეტიკური) ტრუსი, რომელიც ჩაცმამდე უნდა დავაუთოოთ.
  • ხშირად გამოვუცვალოთ თეთრეული და ისიც ცხელი უთოთი დავაუთოოთ.
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ლოგინი და პირსახოცი. მშობლებთან ერთად წოლა დაუშვებელია!
  • რეგულარულად დავალაგოთ ბინა სველი წესით. გამოვიყენოთ სადეზინფექციო სარეცხი და საწმენდი საშუალებები.
  • არა მხოლოდ ბავშვებმა, უფროსებმაც უნდა დავიცვათ გარკვეული წესები:
  • ხელები ყოველი ჭამის, ჩვილ ბავშვთან ან მის ნივთებთან კონტაქტის წინ საპნით დავიბანოთ.
  • საგულდაგულოდ გავრეცხოთ მწვანილი და ბოსტნეული, რომელსაც უმად მივირთმევთ. უკიდურეს შემთხვევაში, გადავავლოთ მდუღარე წყალი. გაურეცხავი ხილის ჭამას ვერიდოთ.
  • მივირთვათ თერმულად სათანადოდ დამუშავებული ხორცი და თევზი.
  • არ დავლიოთ წყალი ღია წყალსატევებიდან.
  • თუ ეჭვი გვაქვს, რომ ონკანის წყალი დაბინძურებულია, ვსვათ გადადუღებული.
  • შინაურ ცხოველებს (ძაღლს, კატას) რეგულარულად ჩავუტაროთ დეჰელმინთიზაცია ვეტერინარის დანიშნულებით.

ოჯახის რომელიმე წევრის დასნებოვნების შემთხვევაში რეკომენდებულია, ოჯახის თითოეულ წევრს ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა ექიმის კონსულტაციით. ამრიგად, ჭიებისგან თავის დასაცავად აუცილებელია ექიმის მიერ შერჩეული პრეპარატით მკურნალობის სრულყოფილი კურსის ჩატარება. აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი, ამასთან ერთად ბავშვი პირად ჰიგიენასაც უნდა მივაჩვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელმეორე ინვაზიისგან დაზღვეულნი ვერ ვიქნებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ლიდერი ლაზერი ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო თერაპიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიდერი ლაზერი ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო თერაპიაში

უკვე ხელმისაწვდომია „ელ ელ ელთი თერაპია“ , ანუ დაბალი სიმძლავრის ლაზერო-თერპია.

hear-1-1671109926.jpeg

ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო ეს მეთოდი, 2007 წელს ოფიციალურად აღიარეს და შედეგებიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტურად არის მიჩნეული. კაპილუსის ლაზერი , რომელიც წარმოდგენილია დეამედში ლიდერია თერაპიულ ლაზერებს შორის. გარდა ანდროგენული ტიპის თმის ცვენისა, უკვე შესაძლებელია ისეთი პათოლოგიების მკურნალობა, როგორიც არის სკალპის სხვადასხვა დაავადებები.

screenshot-20221205-155258-gallery-resized-1-1670924119.jpg

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ანთებით პროცესებს და აჩქარებს რეგენერაციას. ლაზერის სხივის ზემოქმედების შედეგად, უჯრედში იწყება ფოტობიომოდულაციის პროცესი. ეს არის პროცესი, რომლის დროსაც თმის პაპილარული უჯრედები უფრო აქტიურდება , ექმნება შესანიშნავი გარემო, რომ გაძლიერდეს და გაიზარდოს. შედეგად თმის მინიატურიზებული ღერები მსხვილდება და უფრო ინტენსიურად იზრდება.

პაციენტები ეფექტს თანდათანობით, 10 -12 კვირის შემდეგ გრძნობენ. ამჩნევენ თმის სისიქის და ხარისხის მნშვნელოვან გაუმჯობესებას.

პროცედურა ტარდება ექიმი -ტრიხოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. არის საკმაოდ სასიამოვნო . პროცედურის სიხშირეს და ხანგრძლივობას კი თავად ექიმი განსაზღვრავს, დიაგნოზის და პრობლემის შესაბამისად.

კაპილუსი - მოკლე აღწერილობა:

screenshot-20221205-155005-chrome-resized-1670924145.jpg

LLLT- low level laser therapy - იგივე დაბალი სიმძლავრის ლაზერო თერაპია.

Capillus laser - ერთ ერთი ლიდერია LLLT- თერაპიის ლაზერებს შორის,

მან ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი დერმატოლოგებისა და ტრიქოლოგების, ასევე თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის (ISHRS) ნდობა დიდი ხანია მოიპოვა.

screenshot-20221205-155236-gallery-resized-2-1670924166.jpg

LLLT- მკურნალობით კმაყოფილი პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

Capillus იყენებს 650 ნანომეტრი სიგრძის ლაზერის წითელ შუქს, აღწევს თმის ფოლიკულში და ხელს უწყობს თმის ზრდას .

Capillus-ს შეუძლია დაეხმაროს ახალი და ჯანსაღი თმის ზრდას კლინიკურად დადასტურებული ტექნოლოგიის გამოყენებით. ..

შეიტყვეთ უფრო მეტი ახალ მეთოდზე. ეწვიე საიტს

hear-2-1671110000.jpeg