დაბინძურებული ჰაერი ვენებში თრომბის გაჩენას უწყობს ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

თრომბოზის რისკს ზრდის - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები ორი ათასი ადამიანის გამოკვლევის შედეგად.

ღრმა ვენების თრომბოზი წვივისა და თეძოს ღრმა ვენებში თრომბების ფორმირებას ნიშნავს. თრომბის მოწყვეტამ და სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულება გამოიწვიოს, როგორიც ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაა.

მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს ღრმა ვენების თრომბოზით ავადობის მონაცემები და ჰაერში ათობით მიკრომეტრზე მცირე ზომის ნაწილაკების შემცველობა. ამ ნაწილაკების შემცველობის ნებადართული ზღვარი ევროპული კომისიის მიერ არის დადგენილი და კუბურ მეტრ ჰაერში 50 მიკროგრამს უდრის.

გაირკვა, რომ ერთი წლის განმავლობაში კუბურ მეტრ ჰაერში მიკროსკოპული ნაწილაკების კონცენტრაციის 10 მიკროგრამით მატება ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების რისკს თითქმის 70%-ით ზრდის. სისხლის ნიმუშების გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული ჰაერის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს თრომბოზი გაცილებით სწრაფად უვითარდებათ.

დიდი ხანია ცნობილია, რომ მანქანის გამონაბოლქვის შემცველი მიკროსკოპული ნაწილაკები ზრდის ინფარქტის განვითარების ალბათობას და ბავშვებში სწავლის სირთულეებს წარმოშობს, ჰაერის დაბინძურებასა და ღრმა ვენების თრომბოზს შორის კავშირი კი პირველად გამოვლინდა.

რატომ გაახალგაზრდავდა ვარიკოზი

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ქრონიკული ვენური უკმარისობა აუდიტორიას იცვლის: ამ დიაგნოზს უფრო და უფრო ხშირად უსვამენ ახალგაზრდებს. თუ ჯერ კიდევ XX საუკუნის 80-იან წლებში ვარიკოზული დაავადება უმეტესად 40 წელს გადაცილებულებს ემართებოდათ, ამჟამად ვითარება სხვაგვარია.

გერმანიაში ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ვენების ამა თუ იმ ხარისხის გაგანიერება ან ვენური შეგუბების ნიშნები აქვს 14-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდთა დაახლოებით 15%-ს. დატვირთული მემკვიდრეობა, დიდხანს დგომა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების ნირი, ჭარბი წონა, ჰორმონული კონტრაცეფცია, მოჭერილი ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლები - ყოველივე ეს ხელს უწყობს ვენებში სისხლის შეგუბებას და შესაძლოა, ქვედა კიდურთა ვენების ვარიკოზი გამოიწვიოს.

არსებობს კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც ქვედა კიდურთა ვენური უკმარისობა (ვარიკოზული დაავადება) გაცილებით ხშირად ემართებათ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. კერძოდ, ქალებს ვენური უკმარისობის დიაგნოზს მამაკაცებზე 4-6-ჯერ ხშირად უსვამენ. მეცნიერები მოგვიწოდებენ, ფეხებს ახალგაზრდობიდანვე მოვუფრთხილდეთ და ვარიკოზული დაავადების ნაადრევ პროფილაქტიკასა და მკურნალობას უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ.

რას გვიქადის ავტომობილის მართვა

მრავალწლიანი გამოკვლევის შედეგად სამეცნიერო სკოლის ტექნოლოგიური პროგნოზირების სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მეგაპოლისში მცხოვრები ავტომფლობელი მანქანის საჭესთან ყოველდღე საშუალოდ 2 საათს ატარებს, რაც წელიწადში 728 საათს უდრის.

ხშირად ვერც კი ვხვდებით, რომ საცობში საათობით დგომა ჩვენი ორგანიზმისთვის უდიდესი გამოცდაა. ავტომობილით ხანგრძლივ მგზავრობას ხშირად თან ახლავს დაღლილობა, ფეხების ტკივილი და ძლიერი შეშუპება. მოუხერხებელ პოზაში დიდხანს ყოფნის გამო ვენებში სისხლის დენა მკვეთრად ნელდება. სწორედ სივიწროვე და უმოძრაობა მიიჩნევა უამრავი დაავადების მთავარ მიზეზად. მრავალი ჩვენგანი, ისე, რომ თავადაც ვერ ხვდება, განწირულია ვერაგი დაავადებისთვის - ვარიკოზისთვის. სტატისტიკური მონაცემებით, ეს დაავადება აქვს ყოველ მეოთხე ქალსა და ყოველ მეექვსე მამაკაცს.

სპეციალისტები ავტომფლობელებს სთავაზობენ, ხანგრძლივი უმოძრაობის შედეგების შესამცირებლად მგზავრობისას ფეხები საათში ერთხელ გაავარჯიშონ. ლამაზი და ჯანმრთელი ფეხების შენარჩუნებაში დაგვეხმარება პრეპარატებიც, რომლებიც აუმჯობესებს ვენებში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ქავილსა და წვის შეგრძნებას, თავიდან გვაცილებს ტკივილს.