აშშ-ს მეცნიერებმა სიმსუქნის გამომწვევი გენი აღმოაჩინეს

მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ არსებობს 293 გენი, რომლებიც ამა თუ იმ ხარისხით მოქმედებს ადამიანის სხეულის მასაზე. მათგან 14 ხელს უწყობს სიმსუქნის განვითარებას, ხოლო სამი ხელს უშლის წონის მატებას. მეცნიერები თვლიან, რომ მათი აღმოჩენა სიმსუქნის მკურნალობის მეთოდების შემუშავებას დააჩქარებს.
უკვე დადგენილია, რომ სიმსუქნის ძირითადი მიზეზი ნაყროვანება იმდენად არ არის, რამდენადაც მაღალი გლიკემიური ინდექსის, კერძოდ მაღალი ხარისხის დამუშავებისა და სწრაფი ნახშირწყლების შემცველი საკვების მოხმარებაა.