მეცნიერებმა პარკინსონის დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

ამისათვის ისინი იყენებენ იმუნური სისტემის სპეციფიკურ Т-უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში – Parkinson's Disease.
პარკინსონის დაავადება აქამდე არ განიხილებოდა როგორც აუტოიმუნური დაავადება. თუმცა, ახალი მონაცემებით, ამ დაავადებას მკვლევრებმა სხვა კუთხით შეხედეს. ამისათვის სპეციალისტებმა შეისწავლეს Т-უჯრედების მუშაობა, რომლებიც, როგორც გაირკვა, მოქმედებენ ალფა-სინუკლეინზე და პოტენციურად შეიძლება გარკვეული როლი შეასრულონ პარკინსონის დაავადების განვითარებაში. ერთ-ერთი საკვანძო გენი, რომელის ექსპრესიაც (გენის რნმ-დ ან ცილად გარდაქმნა) ამ უჯრედებში ხდება, არის LRRK2. პარკინსონით დაავადებული ბევრი ადამიანის ნეირონები ახდენენ LRRK2-ის ექსპრესიას, მაგრამ სამეცნიერო კვლევამ პირველად დაამტკიცა, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს სწორედ Т-უჯრედებში. თუმცა მეცნიერებმა შეძლეს და აღმოაჩინეს Т-უჯრედებში სხვა ექსპრესირებული გენებიც, რომელთაც აქამდე პარკინსონის დაავადებას არ უკავშირებდნენ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მკვლევრები სამომავლოდ გეგმავენ დეტალურად შეისწავლონ ამ დაავადებით გარდაცვლილი პაციენტების ტვინი. თერაპიის ახალი მეთოდის ფორმირებისათვის სპეციალისტებისთვის აუცილებელია შეიმუშაონ სხვადასხვა გენის აქტივაციის ან ინჰიბირების მეთოდები პარკინსონის დაავადების განვითარების სხვადასხვა სტადიაზე.