/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქირურგია

რა სიმპტომები აქვს ბრმა ნაწლავის ანთებას

რა სიმპტომები აქვს ბრმა ნაწლავის ანთებას
აპენდიციტი ჭიაყელა დანამატის ანთებაა. მიიჩნევა, რომ აპენდიციტი მაშინ იწყება, როცა იხშობა ჭიაყელა ნაწლავსა და ბრმა ნაწლავს შორის არსებული ხვრელი.

დახშობა შეიძლება მოხდეს ბრმა ნაწლავიდან აპენდიქსის შიგნით სქელი ლორწოს ან განავლოვანი მასის მოხვედრის გამო. ლორწო და განავლოვანი მასები მაგრდება, ქვასავით მკვრივდება და აპენდიქსის ხვრელს ახშობს.

- ასეთ ქვებს კოპროლითებს უწოდებენ. არც ის არის გამორიცხული, ჭიაყელა გამონაზარდის ლიმფური ქსოვილი შეშუპდეს და ხვრელი დაახშოს. დახშულ სივრცეში ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას, ხოლო ორგანიზმი ამაზე საპასუხო რეაქციას იძლევა, რომელსაც ანთებას უწოდებენ.

ძირითადი სიმპტომი მუცლის ტკივილია. თავდაპირველად ის მთელ მუცელში შეიგრძნობა, პაციენტს მისი ზუსტი ლოკალიზაციის განსაზღვრა უჭირს. შემდეგ, როდესაც ანთებითი პროცესი ჭიაყელა ნაწლავის გარეთა კედელზე, მოგვიანებით კი პერიტონეუმზე ვრცელდება, ტკივილის ხასიათი იცვლება - ის შესაძლოა მკვეთრად გამოვლინდეს ერთ მცირე უბანზე. თუ აპენდიქსი გაიხვრიტა, ინფექცია მუცლის ღრუში გავრცელდება და ტკივილი ისევ მთელ მუცელს მოედება. აპენდიციტს ზოგჯერ თან ახლავს გულისრევა და ღებინება, რომელიც შესაძლოა ნაწლავთა გაუვალობით იყოს განპირობებული. ჩამოთვლილთა გარდა, აპენდიციტის ჩვეულებრივი სიმპტომია სხეულის ტემპერატურის მომატება, როგორც ორგანიზმის პასუხი ანთებაზე. მეორე მხრივ, ტემპერატურის არარსებობა აპენდიციტს არ გამორიცხავს, რადგან ეს დაავადება ტემპერატურის მომატების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როდესაც დასმულია აპენდიციტის დიაგნოზი, ტარდება აპენდექტომია - ანთებადი ჭიაყელა ნაწლავის ქირურგიული გზით ამოკვეთა. ანტიბიოტიკებით მკურნალობას კი დიაგნოზის დასმისთანავე იწყებენ.

იხილეთ სტატია "აპენდიციტი: მკურნალობა და დიაგნოსტიკური შეცდომები"

კომენტარები (3)
სტუმარი ნინო
ჯანმრთელობა და ულევი ენერგია ნიჭიერ და გონიერ ნეიროქირურგს. ძალიან გამიხარდა.
თარიღი : 10-07-2022
მარინა ლექვინაძე
ღმერთმა დალოცოს თქვენი ხელები ბატოტნო რუდიკო,იმრავლოს საქართველოში თქვენნაირმა კარგმა სპეციალისტებმა
თარიღი : 05-07-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საქართველოში სხივის ნერვის რეკონსტრუქციის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა - 15 წლის მოზარდს ხელის მტევნის ფუნქცია სრულად დაუბრუნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში სხივის ნერვის რეკონსტრუქციის ურთულესი ოპერაცია ჩატარდა - 15 წლის მოზარდს ხელის მტევნის ფუნქცია სრულად დაუბრუნდა

ზოგადად, ველოსიპედიდან ვარდნა ბავშვთა ტრავმების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ასე დაემართა 15 წლის მოზარდსაც, რომელმაც ველოსიპედიდან გადმოვარდნისას ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო. რამდენიმეთვიანი უშედეგო მკურნალობისა და რეაბილიტაციის შემდეგ მშობლებმა ბავშვის თურქეთში წაყვანა და იქ რთული ქირურგიული ჩარევის ჩატარება გადაწყვიტეს, თუმცა პარალელურად მაინც არ წყვეტდნენ საქართველოში ნეიროქირურგებთან კონსულტაციებს.

პაციენტის დედა თამუნა მგელაძე-ხორავა გვიყვება, რომ ბავშვს ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მარცხენა ხელის სხივის ნერვი დაუზიანდა.

„გადმოვარდნის შემდეგ ტრავმატოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ გავდიოდით მკურნალობას. თავიდან იდაყვიც ჩაეკეტა, რომელიც მასაჟების შედეგად გავხსენით, თუმცა მარცხენა ხელის თითები ისევ ჩამოშვებული და უმოძრაო ჰქონდა. მგრძნობელობა სრულად დაკარგული იყო. 2-თვიანი რეაბილიტაციის კურსი ჩავუტარეთ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ უკვე ნეიროქირურგებთან გავიარეთ კონსულტაცია და ოპერაციის გაკეთება გადაწყდა,“ - გვიყვება პაციენტის დედა.

თბილისში რამდენიმე ნეიროქირურგთან კონსულტაციის შემდეგ ოჯახმა თურქეთში მიმართა ექიმებს. მათ ქართველი ნეიროქირურგებისგან განსხვავებული სამკურნალო გეგმა შესთავაზეს. ქირურგიული ჩარევით, ფეხიდან აპირებდნენ დონორი (სურალისი) ნერვის ამოკვეთას და ხელის დაზიანებული ნერვის ადგილას ჩაკერებას. ფეხის თითზე, საიდანაც ნერვს ამოიღებდნენ, ბავშვს მგრძნობელობა დაეკარგებოდა. მკურნალობის სხვა შემთხვევას სპეციალისტები არ განიხილავდნენ.

290026603-426333796038293-5103819113690843371-n-1656409129.jpg

„გადაწყვეტილების მიღება ძალიან გვიჭირდა. თურქეთში უფრო რთულ ვარიანტს გვთავაზობდნენ, ერთი ოპერაციის ნაცვლად, ორი ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო, თან საღი კიდურის დაზინების ხარჯზე. იქ გაკეთების შემთხვევაში ფინანსური ხარჯიც მნიშვნელოვნად მეტი იყო. თურქი ექიმები შედეგის 100% გარანტიას გვაძლევდნენ. ესეც დასაფიქრებელი იყო ჩვენთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ მედიცინაში 100%-იანი გარანტიები არ არსებობს. ამ პროცესში გავარკვიეთ, რომ „ნიუ ჰოსპიტალსში“ საქმიანობდა ნეიროქირურგი რუდიკო ჯიგანია, რომელიც საქართველოში ახალი ჩამოსული იყო და საკმაოდ რთულ ოპერაციებს ატარებდა. იმ დროისთვის ის არ იყო საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი ექიმი, თუმცა ჩვენ არჩევანი სწორედ ბატონ რუდიკოზე შევაჩერეთ. საოცარი იყო მისი ჩვენდამი დამოკიდებულება და მოტივაცია. ბავშვიც ძალიან კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ. მანამდე არცერთ ექიმთან არ გახსნილა და საუბრის სურვილი არ გამოუთქვას. რუდიკოში დავინახეთ რაღაც ისეთი, რაც გვეუბნებოდა, რომ მას უნდა ჩაეტარებინა ოპერაცია და ყველაფერი კარგად იქნებოდა,“ - იხსენებს პაციენტის დედა.

თავად რუდიკო ჯიგანია აღნიშნავს, რომ როდესაც პაციენტი მასთან მივიდა, ოჯახს თურქეთში წასვლა და იქ მასშტაბური ოპერაციის ჩატარება თითქმის საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი.

„ზოგადად, სხივის ნერვის დაზიანება, რაც 15 წლის პაციენტს აღენიშნებოდა, ჩვენს მიმართულებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დაზიანებაა. ის აღდგენას მინიმალურად ექვემდებარება. პრობლემისა და ჩარევის სირთულიდან გამომდინარე ოჯახს თურქეთში წასვლა უნდოდა, სადაც მასშტაბურ ოპერაციას სთავაზობდნენ. მე თურქი ექიმების გადაწყვეტილებას არ დავეთანხმე და შევთავაზე, ხელის ნერვზე ადგილობრივად გვემუშავა. ფეხიდან სურალისის გადანერგვაზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გვეფიქრა, თუ ყველა სხვა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ისე ხდება, რომ უცხოელ ექიმებს უფრო ენდობიან, ვიდრე ადგილობრივებს. ჩემი შეთავაზების მიმართაც ოჯახი თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი. ფეხიდან ნერვის გადანერგვა იყო ყველაზე რადიკალური ვარიანტი მკურნალობის კურსისა. მსგავსი რამ მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც ნერვის ადგილობრივად კონსტრუქცია შედეგს არ გვაძლევს და ხელზე მგრძნობელობის დაბრუნების სხვა შესაძლებლობა აღარ არსებობს. ასე მასწავლეს მე და ასე მუშაობენ დღეს ევროპისა და აზიის წამყვანი ნეიროქირურგები, ამიტომ ორმაგ ოპერაციას არ დავთანხმდი,“ - განმარტავს რუდიკო ჯიგანია.

289926669-1187807588674898-6714391212539776062-n-1656409172.jpg

საბოლოოდ ოჯახის გადაწყვეტილებით და თავად პაციენტის სურვილით ოპერაციის „ნიუ ჰოსპიტალსში“ რუდიკო ჯიგანიასთან ჩატარება გადაწყდა. წინა საოპერაციო კვლევა აჩვენებდა, რომ ნერვის მთლიანობა დარღვეული იყო, თუმცა ნერვი გადაჭრილი არ აღმოჩნდა.

„სირთულის მიუხედავად ყველაფერი წარმატებით დასრულდა. იშვიათია, რომ სხივის ნერვის დაზიანების შემდეგ 1,5-2 თვეში ფუნქცია სრულად აღდგეს. სწრაფ რეგენერაციაში ისიც დაგვეხმარა, რომ პაციენტი მოზარდი იყო. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ჩვენი ყველას დიდი გამარჯვებაა. საქართველოში ადგილობრივად შევძელით და ბავშვს დავუბრუნეთ ხარისხიანი და სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა. ხელზე დარჩენილი ნაწიბური ერთადერთია, რაც მას ამ ისტორიას გაახსენებს,“ - დაამატა ნეიროქირურგმა.

„მიხარია, რომ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილების მიღება შევძელით. ბატონი რუდიკო ოქროსხელება ქირურგია, რომელიც ქართველებს გვყავს. მინდა ჩვენი ისტორიის გაზიარებით ყველას ვუთხრა, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა უპირობოდ უკეთეს მკურნალობას არ ნიშნავს. საქართველოშიც გვყავს ექიმები, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ხშირად იმაზე უკეთეს გამოსავალსაც გვთავაზობენ, ვიდრე საზღვარგარეთ. თან თურქეთში თუ სხვა ქვეყანაში მკურნალობა ხომ გაცილებით დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნავს პაციენტის დედა თამუნა მგელაძე-ხორავა.

ოპერაციის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. მოზარდი სრულად გამოჯანმრთელებულია და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს.