ძაღლები აეროპორტებში კორონავირუსული ინფექციით დაავადებულების აღმოსაჩენად გაწვრთნეს

კვლევებმა აჩვენა, რომ ძაღლი რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გაიწვრთნას COVID-19 -ით დაავადებული პაციენტების აღმოსაჩენად პრაქტიკულად იგივე სიზუსტით, როგორიც არის PCR-ტესტი. თუმცა აუცილებელი იყო ამ მონაცემების პრაქტიკულად შემოწმება. ამისათვის სპეციალისტებმა გაწრთვნეს ოთხი ძაღლი, რომლებიც მანამდე სუნით ცნობდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს. სპეციალისტებმა მათ ასწავლეს სუნით SARS-CoV-2-ით დაავადებული ადამიანიების ამოცნობა.
მეცნიერები ძაღლებს აძლევდნენ დასაყნოსად 420 მოხალისეს კანის ნაცხის ნიმუშს, რომელთაგან 114-ს კორონავირუსზე ჰქონდა ტესტის დადებითი პასუხი, ხოლო 306 იყო ჯანმრთელი. ზოგადად, ყველა ნიმუშის დიაგნოსტიკურმა სიზუსტემ შეადგინა 92%. ამას გარდა, ძაღლებმა, დაავადებულად ამოიცნეს 28 ადამიანი, რომელთაც სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათგან 25-ს ჰქონდა COVID-19, რაც უსიმპტომო ფორმის კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის 89%-იან სიზუსტეზე მეტყველებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
შემდეგ მკვლევარებმა ძაღლები გამოსცადეს ჰელსინკის საერთაშორისო აეროპორტში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე. თითოეულ მგზავრს ასევე ჩაუტარდა PCR-ტესტი. აღმოჩნდა, რომ ტესტის და ძაღლების მუშაობის შედეგები ერთმანეთს დაემთხვა 303-დან 296 შემთხვევაში (98%).