სიფრთხილის რა ზომები უნდა დავიცვათ ნაყინის მირთმევისას

მაგალითად, უნდა შეიზღუდოს ყოველგვარი ნაყინი, გარდა ხილისა და კენკრისა, როცა ძროხის რძე ადამიანში ალერგიას იწვევს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის დროს მხოლოდ სპეციალური დიაბეტური ნაწარმი შეიძლება მივირთვათ. ასე რომ, შეძენამდე ზედმიწევნით გაეცანით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია პროდუქტის შემადგენლობა. ნაყინის მწარმოებლებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო ცენტრების კვების განყოფილებებს, რათა, მათი მითითებისამებრ, დამზადდეს ნაყინი სპეციალური რეცეპტით.
მაგალითად, მეტაბოლური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის დროს რეკომენდებულია სპეციალური ნაყინი ადვილად ასათვისებელი კალციუმით. ის შეიძლება გემრიელი წამალი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რომელსაც დარღვეული აქვს კალციუმის ცვლა. რა თქმა უნდა, ნაყინის მთავარი და ყველაზე მადლიერი მომხმარებლები ბავშვები არიან, მაგრამ როგორც არ უნდა ეხვეწოს პატარა მშობლებს, მისი გემო სამ წლამდე არ უნდა გაიგოს. ნაყინი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სამი წლის ბავშვს, რძისა უნდა იყოს. პირველ ხანებში უნდა ვარიდოთ დანამატებს, მათ შორის - თხილს, შოკოლადს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ნაყინი ბავშვმა ყოველდღე არ უნდა მიირთვას, კვირაში 2-3-ჯერ - შეიძლება. კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, ყელის მწვავე დაავადებების, დიაბეტის, რძეზე ალერგიის, ზედმეტი წონის შემთხვევაში ჯობს ბავშვს საერთოდ არ ვაჭამოთ ნაყინი. გვინდა, მოვუწოდოთ ნაყინის მწარმოებლებს, ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნაყინის დამზადებას, რათა ზიანი არ მიაყენონ ადამიანების, განსაკუთრებით - პატარა მომხმარებელთა, ჯანმრთელობას, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ნუ გამოიყენებენ საეჭვო ღირებულების დანამატებს, რძის შემცვლელებს, არომატიზატორებს და საღებავებს, ბიზნესინტერესებს და მოგებას ნუ შესწირავენ ყველაზე ძვირფასს - ჩვენი პატარების ჯანმრთელობას!