News

ამ დაავადებათა ნიშნები ხშირად სტრესული სიტუაციების საპასუხოდ იჩენს თავს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ზოგი ადამიანი უფრო მეტად არის განწყობილი ფსიქიკური დაავადებების მიმართ, რასაც მათი ორგანიზმის გენეტიკური თავისებურება განაპირობებს. დეპრესიით შეპყრობილთა უმრავლესობას აქვს ისეთი გენეტიკური დაავადება, რომელიც თავის ტვინის უჯრედების ერთმანეთთან დამაკავშირებელ ცილებზე ახდენს გავლენას.
გამოკვლევებმა ისიც ცხადყო, რომ დეპრესიული ადამიანების თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა. დადგენა იმისა, რატომ იწვევს სტრესი ზოგიერთ ადამიანში პათოლოგიურ ცვლილებებს და როგორია ამაში გენეტიკური დაავადებების როლი, ამჟამად არსებული მეთოდებით, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება.
იმის გასაგებად, რატომ აქვს ზოგიერთს სტრესის გავლენით დეპრესიის განვითარებისკენ მიდრეკილება, მეცნიერებმა თაგვების ახალი მოდელი შექმნეს - ცილა სეროტონინში, რომელიც თავის ტვინის ნეირონებს შორის კავშირს უზრუნველყოფს, გენეტიკური ცვლილებები შეიტანეს, რომლებიც დეპრესიის მაღალი რისკის მქონე ადამიანებში აღმოჩენილ გენეტიკურ ცვლილებებს ჰგავდა. აღმოჩნდა, რომ გენეტიკურად შეცვლილ თაგვებს დეპრესიისა და სოციალური შფოთვის ნიშნები უფრო მკვეთრად ჰქონდათ გამოხატული. ფსიქიატრებს მიაჩნიათ, რომ გენეტიკური მუტაცია მასიგნალიზებელ ცილებს თავის ტვინის უჯრედების ერთმანეთთან დაკავშირებაში უშლის ხელს, რის გამოც სტრესზე რეაქცია ძლიერდება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ სტრესის შედეგად დეპრესიის განვითარებაში მთავარ როლს სეროტონინის ცვლილება ასრულებს.
ზეითუნის ზეთი ხელს უშლის წყლულოვანი კოლიტის განვითარებას
აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის ექიმები აცხადებენ, რომ ზეითუნის ზეთის ინტენსიურ გამოყენებას შეუძლია, წყლულოვანი კოლიტის განვითარებას ხელი შეუშალოს. მათი თქმით, ადამიანებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობის ოლეინის მჟავას (შეიცავს ზეითუნის ზეთი) იღებენ, წყლულოვანი კოლიტი გაცილებით იშვიათად ემართებათ.
ოლეინის მჟავა არის მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ზეითუნის ზეთის, მიწის თხილის (არაქისი), ნაღების კარაქისა და ზოგიერთი სახის მარგარინის შემადგენლობაში შედის. წყლულოვანი კოლიტით დაავადებულია დიდი ბრიტანეთის დაახლოებით 120 ათასი და აშშ-ის მილიონამდე მკვიდრი. დაავადებას ახასიათებს მსხვილი ნაწლავის შიგნითა გარსის ანთება, რაც მუცლის ტკივილს, დიარეას და წონის კლებას იწვევს. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 40-დან 65 წლამდე ასაკის 25 ათასზე მეტმა ადამიანმა. მათზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ოლეინის მჟავათი მდიდარი პროდუქტების ხშირი გამოყენება 90%-ით ამცირებს წყლულოვანი კოლიტის განვითარების რისკს. გასტროენტეროლოგების თქმით, ოლეინის მჟავა, გარდა იმისა, რომ კოლიტის განვითარებას უშლის ხელს, იმ ქიმიურ ნივთიერებებსაც ბლოკავს, რომლებიც კოლიტის დროს არსებულ ანთებით პროცესს აღრმავებენ. კლინიცისტების თქმით, დამცავი ეფექტისთვის საკმარისია, დღეში 2-3 კოვზი ზეითუნის ზეთიმივიღოთ.
გაზიანი სასმელები დაბერების პროცესს აჩქარებს
აი კიდევ ერთ მიზეზი იმისა, რომ გაზიანი სასმელების სმას უნდა გადავეჩვიოთ - მათში შემავალი ფოსფატების მაღალი შემცველობა დაბერებას აჩქარებს. ფოსფატებით მდიდარი გაზიანი სასმელების ინტენსიურ გამოყენებას შეუძლია დააჩქაროს და დაამძიმოს ასაკთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიც არის, მაგალითად, თირკმელების ქრონიკული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა კალციფიკაცია, კუნთოვანი დისფუნქცია და კანის ატროფია.
მეცნიერებმა ფოსფატების ჭარბი გამოყენების შედეგები თაგვების 3 ჯგუფზე შეისწავლეს. პირველი ჯგუფის თაგვებს არ ჰქონდათ გენი, სახელად კლოტი, რის გამოც მათი ორგანიზმი ფოსფატის ტოქსიკურ ზემოქმედებას განიცდიდა. ამ თაგვებმა 8-15 კვირა იცოცხლეს. მეორე ჯგუფს არ გააჩნდა ორი გენი - კლოტი და NaPi2a, რამაც საგრძნობლად შეამცირა ორგანიზმში ფოსფატების რაოდენობა და ცხოველებმა 20 კვირამდე იცოცხლეს. მესამე ჯგუფის თაგვები მეორე ჯგუფისას ჰგავდნენ, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ფოსფატებით მდიდარი პროდუქტებით კვებავდნენ. ამ ჯგუფის ყველა თაგვი, პირველთა მსგავსად, 15 კვირაში დაიღუპა.
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ფოსფატი ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს, გაზიანი სასმელები კი ამ ქიმიური ელემენტის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა.