/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

რა საფრთხეებს შეიცავს ონკანის წყალი და რამდენად საშიშია ის ორგანიზმისთვის

რა საფრთხეებს შეიცავს ონკანის წყალი და რამდენად საშიშია ის ორგანიზმისთვის
არსებობს უამრავი მოსაზრება იმის თაობაზე, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა. ერთნი ფიქრობენ, რომ, უწინარეს ყოვლისა, კვება უნდა მოვიწესრიგოთ, მეორენი მიიჩნევენ, რომ ყველა დაავადების მიზეზი დაბინძურებული ჰაერია.

ცხადია, ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სხეულის 70% წყალია. იმაზე, თუ რით შევივსებთ წყლის მარაგს, უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფაქტორზე ერთად. ონკანის წყალი პირობითად თუ ჩაითვლება სასმელად. თუ მოვინდომებთ, მასში მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტს აღმოვაჩენთ, თუმცა არცთუ სანუგეშო პროპორციით...

წყლის ხარისხი

წყლის საბოლოო ხარისხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უწინარეს ყოვლისა, კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილში მოსული ნალექის ოდენობასა და შემადგენლობაზე. სწორედ ის ამდიდრებს წყალს მტვრით, ბაქტერიებით, სოკოს სპორებით და სხვა უხსნელი ნაწილაკებით (სუფთა წყალი, მოგეხსენებათ, მხოლოდ წყალბადისა და ჟანგბადისაგან შედგება). ამას დაუმატეთ ის არასახარბიელო წვლილიც, რომელიც წყლის დაბინძურებაში ქარხნის მილებს, ავტომობილებსა და ქიმიურ ნივთიერებათა სხვა წყაროებს შეაქვთ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მათი "ცხოველქმედების" ნაყოფი უმთავრესად ორგანული გამხსნელები, აზოტისა და გოგირდის ოქსიდებია. მათივე მეშვეობით წყალში შეიძლება მოხვდეს სპილენძის, ტყვიის, თუთიის, სტრონციუმისა და სხვა მძიმე მეტალების იონები. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ მათ შესწევთ უნარი, ორგანიზმში დაგროვდნენ და მეტად მძიმე დაავადებები გამოიწვიონ.

ქლორიანი წყალი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

წყალი, რომელიც ჩვენს ონკანში მოედინება, რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ნივთიერებას არ შეიცავს. წყალმომარაგების სადგურში ის იწმინდება და იქლორება. ქლორირება წყლის უვნებელყოფისთვის არის გამიზნული - ქლორი მავნე მიკრობებს სპობს, მაგრამ გამორიცხული არ არის, მან ურთიერთქმედება მოახდინოს წყალში არსებულ მინერალებთან და არანაკლები ზიანი მოგვიტანოს. მაგალითად, თუ ქლორი ფენოლთან შევიდა რეაქციაში, წარმოიქმნება ძალზე შხამიანი ქლორორგანული ნივთიერებები (ისეთები, როგორიც არის, მაგალითად, ქლოროფორმი). გარდა ამისა, წყალში რჩება თავისუფალი ქლორი, რომლის არსებობას ადვილად დაადგენთ დამახასიათებელი მძაფრი სუნით. მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქლორირებულ ონკანის წყალსა და ალერგიულ დაავადებათა გახშირებას შორის პირდაპირი კავშირია.

როგორ მოვიქცეთ?

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ გვეხმარება წყალი დამშვიდებაში
რატომ და როგორ უნდა მივიღოთ მინერალური წყალი

ამრიგად, თუ იმ სითხის ქიმიურ შემადგენლობას ჩავუღრმავდებით, რომელიც ჩვენს ონკანებში მოედინება, ცხადი გახდება: ასეთი სახით ის არამცთუ ბავშვის ორგანიზმისთვის, ყვავილების მოსარწყავადაც კი უვარგისია. წყლის გასაწმენდად ბევრი ძველ გამოცდილ მეთოდს - გადადუღებას მიმართავს. მართლაც, 100 გრადუსზე მრავალი მიკროორგანიზმი კვდება, მაგრამ მძიმე მეტალების მარილების უვნებელსაყოფად ეს ხერხი უსარგებლოა - ისინი წყალშივე რჩება.

ამასთანავე, გადადუღებისას იშლება ყველა სასარგებლო მარილი - კალციუმისა, მაგნიუმისა და ა.შ. გაცილებით მოხეხებული და ეფექტიანია წყლის გასაწმენდი საყოფაცხოვრებო ფილტრი. საოჯახო მოძრავი ფილტრების უმრავლესობა ეფუძნება გაწმენდის მეთოდს, რომელსაც სორბციას უწოდებენ. ყველაზე გავრცელებული სორბენტია აქტივირებული ნახშირი, რომელიც შთანთქავს წყალში გახსნილ ორგანულ ნაერთებს, მიკროორგანიზმებს, ქლორსა და მის ნაერთებს (წყლიდან მძიმე მეტალების მარილთა გამოსადევნად სპეციალურ იონცვლად ნივთიერებებს იყენებენ). თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ნახშიროვანი სორბენტის მოქმედება შეზღუდულია. დროთა განმავლობაში ის ნალექით ივსება და წყლის ნაკადს აფერხებს.

ნახშიროვანი სორბენტის მიერ შეკავებული ბაქტერიები პირდაპირ სორბენტზე იწყებენ გამრავლებას და გაფილტრული წყალი უფრო მავნე ხდება, ვიდრე გაუფილტრავი. სორბენტის ზედაპირზე ბაქტერიების გამრავლება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია ფილტრში ხშირად ვცვალოთ კარტრიჯი. ზოგან ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყენებენ სორბენტს, რომელსაც ვერცხლი აქვს დამატებული - ეს ლითონი ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. თუ ფილტრის მთავარი ამოცანა სწორედ ბაქტერიათა უვნებელყოფაა, მაშინ სორბენტში სპეციალურ დეზინფექტანტს - იონცვლად ფისს ან ქიმიურ ანტისეპტიკს ურევენ. თუმცა ამ უკანასკნელთაგან წყალი ცალკე უნდა გაიწმინდოს.

სხვათა შორის, საყოფაცხოვრებო ფილტრის საშუალებით წყლის არა მარტო გაწმენდა, არამედ საჭიროებისას მისი გამდიდრებაც შეიძლება. ვთქვათ, ონკანის წყალი შეიცავს 0,2%-იან ფთორს, რაც არამც და არამც არ არის საკმარისი - ამ მიკროელემენტის 68%-ს ხომ ბავშვის ორგანიზმი წყლიდან უნდა იღებდეს. სწორედ ფთორის მუდმივი უკმარისობის ბრალია, რომ ყოველი მეორე ბავშვი კარიესით არის დაავადებული. წყალში ფთორის შემცველობა ჰიგიენურ ნორმამდე რომ მივიყვანოთ, შეიძლება ფთორირებული მოქმედების ფილტრი გამოვიყენოთ. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა!

კომენტარები (6)
სტატიის ავტორს ნანასა
პატარა რომ იყო გეპატიება 60 წლის ქალი ონკანის წყალზე ამას რომ წერ არ გერიდება მაინც?ამ წყალს არ ვსვავდით აქამდე?
თარიღი : 06-04-2022
ალბერტა
საინტერესოა რომელი უნდა დავლიოთ,იქნებ გვიკარნახოთ რომელია ჩაწოლილი ბაკურიანი,სნო თუ სხვა აქამდე ნატახტარს ვსვავდით,მაგას ჯობია ზღვას მიხედოთ კანალიზაციის მილები რომ არის ჩაშვებული ლტოლვილების დასახლებიდან.
თარიღი : 05-04-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა საფრთხეებს შეიცავს ონკანის წყალი და რამდენად საშიშია ის ორგანიზმისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები