როგორ გვეხმარება წყალი დამშვიდებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გვეხმარება წყალი დამშვიდებაში

წყალი გვეხმარება შფოთვის მოხსნაში და დამშვიდებაში, ტვინის მუშაობის ნორმალიზაციაში.

ადამიანის ორგანიზმის 60-80% ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნუტრიენტი წყალია, რომლის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ის გვინარჩუნებს არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც. რაც უფრო მაღალია ორგანიზმში წყლის დეფიციტი, მით უარესია განწყობა და ძილი, ნაკლებია ენერგია, უფრო მძიმედ ვაზროვნებთ, მეტია ნერვული დაძაბულობა, ნეგატიური ემოციები, გაღიზიანება, შფოთვა, მრისხანება. ეს ძალიან ბევრი კვლევით დასტურდება. ადამიანებში, რომლებიც დღეში 5 და მეტ ჭიქა წყალს ღებულობენ, დაქვეითებულია დეპრესიის და შფოთვის რისკი.

ჩვენი ტვინი 75% წყლისგან შედგება. წყლის ბალანსის დარღვევა იწვევს ტვინის სტრუქტურის ცვლილებას, ენერგიის დეფიციტს და ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელი ყველა პროცესის დამუხრუჭებას.

ამას გარდა, გაუწყლოების პირობებში ტვინში მნიშვნელოვნად ქვეითდება სეროტონინის გამომუშავება, რომელიც ასტაბილურებს განწყობას და არეგულირებს ემოციებს. ამ პროცესს თან ახლავს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის, გამომუშავების ზრდა. ეს ორი ფაქტორი - სეროტონინის ნაკლებობა და კორტიზოლის სიჭარბე - აუარესებს განწყობას და ზრდის შფოთვას.

ამიტომ როდესაც ემოციები ჭარბადაა დალიეთ წყალი და თქვენი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.