FDA-მ პირველი ნაზალური სპრეი დაამტკიცა მშრალი თვალის სინდრომისთვის

ეს არის Tyrvaya ბრენდის სპრეი, რომელიც დღეში 2-ჯერ გამოიყენება. პრეპარატი მშრალი თვალის სინდრომისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო სიმპტომებს ამსუბუქებს და მხედველობასაც აუმჯობესებს.
კომპანიის განცხადებით, ნაზალური სპრეი ხელმისაწვდომი იქნება ნოემბრის თვეში. თითოეული ბოთლი კი 15 დღიანი მკურნალობისთვის იქნება განკუთვნილი.
წამლის ღირებულება დაახლოებით 10$ იქნება. ნაზალური სპრეი სახელწოდებით „varenicline” რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ხელოვნური ცრემლის საშუალებით შვებას ვერ გრძნობენ, ასევე მათთვის, ვისაც მისი გამოყენება დღეში 3-4-ჯერ უწევს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კვლევაში, რომელიც მედიკამენტის გამოსაცდელად ჩატარდა, მონაწილეობდნენ მსუბუქი, საშუალო და მძიმედ გამოხატული თვალის მშრალი სინდრომის მქონე პაციენტები.
დაავადების მკურნალობა რთულია, რადგან გამომწვევი მიზეზების დადგენა არის პრობლემური. „varenicline” კი თავის ქალაში ნერვის სტიმულაციას იწვევს, რაც ბუნებრივი ცრემლის წარმოქმნაში გვეხმარება.
ამ ეტაპზე ბაზარზე იყიდება მედიკამენტი ჩამპიქსი / CHAMPIX , რომელსაც კომპანია Pfizer აწარმოებს. ის ნიკოტინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ გამოიყენება. აქტიური ნივთიერება, რომელიც მასში შედის არის ვარენიკლინი - სწორედ ის ნივთიერება, რომელიც მშრალის თვალის სინდრომის სამკურნალო ნაზალურ სპრეიში შედის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტის მეშვეობით სისხლძარღვებში მოხვედრილი ნივთიერების დოზა ძალიან მცირეა.
ნაზალური სპრეი 14 დღის განმავლობაში უნდა მოიხმაროთ, უფრო ხანგრძივი მოხმარებისთვის (3-6 თვე) საჭიროა რეცეპტი.
ოფთამოლოგთა საზოგადოებისათვის ეს ძალიან საინტერესო აღმოჩენაა, ვინაიდან ახალი თერაპიული საშუალება უფრო მეტად დაეხმარება, როგორც ექიმებს, ასევე პაციენტებსა.