მშრალი თვალი ტექნიკური პროგრესის შედეგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მშრალი თვალი ტექნიკური პროგრესის შედეგი

სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ეს პრობლემა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 15-17%-ს აწუხებს. ეს მაჩვენებელი კი წლიდან წლამდე იზრდება. ასე მაგალითად, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მშრალი თვალის სინდრომის დაიგნოსტირების შემთხვევები 4-5-ჯერ გახშირდა.

მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევ მიზეზებსა და პრობლემის მოგვარების საშუალებებზე გვესაუბრება ექიმი-ოფთალმოლოგი მაია ჯიბლაძე.

- ქალბატონო მაია, რამდენად ხშირია თქვენს პრაქტიკაში მშრალი თვალის სინდრომი და რითია ის განპირობებული?

- ტექნიკური პროგრესის ეპოქაში მშრალი თვალის სინდრომი მეტად აქტუალური პრობლემაა. ეს არის დატენიანების ნაკლებობით გამოწვეული თვალის ზედაპირის ქრონიკული გაღიზიანება, რაც ხშირად ცრემლის აპკის დარღვევითაა განპირობებული.

- რა წარმონაქმნია ცრემლის აპკი?

- ცრემლის აპკი ვისკოელასტიკური სტრუქტურაა, რომელიც გარს ეკვრის თვალის ზედაპირს, გააჩნია დამცველობითი და მკვებავი ფუნქცია, ასევე მონაწილეობს მხედველობით აქტში. ის სამი შრისგან შედგება, ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გარეთა ცხიმოვანი, იგივე ლიპიდური შრეა, რომელიც ხელს უშლის წყლის აორთქლებას და ცრემლის აპკის სტაბილურობის გარანტია.

თვალის ხამხამის მეშვეობით თვალის ზედაპირიდან მუდმივად ჩამოირეცხება მტვრის ნაწილაკები და მიმდინარეობს საცრემლე აპკის განახლების პროცესი.

ამ პროცესის დარღვევა იწვევს მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას.

- კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი თვალის სინდრომი?

- თვალის სიმშრალის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ცრემლის პროდუქციის შემცირებაც, რის გამოც რქოვანა შრება და ირღვევა მისი კვება. ასე რომ, მშრალი თვალის სინდრომის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ის განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ქვეყნებში.

- ვის შეიძლება დაემუქროს ეს პრობლემა?

- რისკის ჯგუფში არიან 40 წელს გადაცილებული პაციენტები, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი სულ უფრო ნაკლებ ცხიმოვან სეკრეტს წარმოქმნის.

ქალებში კლიმაქსურ პერიოდში ჰორმონული დისბალანსის გამო ხშირად ვითარდება მშრალი თვალის სინდრომი.

ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენება (მაგალითად, ჰიპოტენზიური პრეპარატები, ორალური კონტრაცეპტივები, ტრანკვილზატორები), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა, კონდიცირებული ჰაერი, კონტაქტური ლინზები და ა.შ. ასევე შეიძლება გახდეს თვალის სიმშრალის მიზეზი.

- რას შეიძლება უჩიოდეს ამ დროს ადამიანი?

პაციენტი ამ დროს უჩივის:

  • წვას;
  • თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებას;
  • სინათლის შიშს;
  • პერიოდულად მხედველობის დაბინდვას;
  • სიმხურვალისა და სიმშრალის შეგრძნებას;
  • მცირე რაოდენობით ლორწოვან გამონადენს;
  • პერიოდულ ცრემლდენას.

- როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა?

- როგორც აღვნიშნე, ამ პრობლემას კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა წარმოქმნის. მუშაობის პროცესში, ჩვენგან დამოუკიდებლად, თვალს უფრო იშვიათად ვახამხამებთ, ამიტომ ცრემლით მას ვეღარ ვატენიანებთ და იწყება სიმშრალის პრობლემა. ასეთ დროს რეკომენდებულია ყოველ ნახევარ საათში 5-10 წთ-ით მაინც თვალების დასვენება: თვალის ვარჯიში ან რამდენიმე წამით უბრალოდ თვალების დახუჭვა.

მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა სიმპტომურია; უპირველესად ინიშნება თვალის დამატენიანებელი პრეპარატები, რომლებიც მოქმედების მექანიზმის მიხედვით იყოფა ხანმოკლე და ხანგრძლივი ზემოქმედების პრეპარატებად, უპირატესობა ენიჭება უკონსერვანტო მედიკამენტებს, რომელთა ჩაწვეთება კონტაქტურ ლინზაზეც შეიძლება.

რთულ შემთხვევაში მშრალი თვალის სამკურნალოდ ქირურგიულ მეთოდს მიმართავენ. რაც გულისხმობს საცრემლე წერტილების დახშობას სპეციალური საცობებით. ეს მეთოდი მექანიკურ დაბრკოლებას უქმნის ცრემლის გადინებას საცრემლე არხში.

- როგორ დგინდება მშრალი თვალის სინდრომი?

მშრალი თვალის დიაგნოსტიკისათვის საჭიროა:

  • ცრემლის აპკის დარღვევის დროის განსაზღვრა. ამ შემთხვევაში პაციენტს ვაწვეთებთ სპეციალურ ნივთიერებას - ფლუორესცეინს და ვაკვირდებით, რამდენ ხანში დაირღვევა რქოვანას ზედაპირზე ცრემლის აპკი.
  • ტარდება ასევე შირმერის ტესტი - ქვედა ქუთუთოს ზეკონიუნქტივალურ პარკში თავსდება სპეციალური სატესტო ზოლები და მათი ცრემლით დასველების ხარისხის მიხედვით განისაზღვრება ამ უკანასკნელის დეფიციტის დონე.

- როგორია პროგნოზი?

- თუ პაციენტი დროულად მიმართავს ექიმს და შეასრულებს მის რეკომენდაციებს, პროგნოზი კეთილსაიმედოა.