/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, მით უფრო მეტად არის გამოხატული არასასურველი ეფექტები - გამათბობლები და მათი ზეგავლენა ჩვენს ორგანიზმზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, მით უფრო მეტად არის გამოხატული არასასურველი ეფექტები - გამათბობლები და მათი ზეგავლენა ჩვენს ორგანიზმზე

ქალბატონო ნინო, მოგეხსენებათ, აცივებასთან ერთად დღის წესრიგში გათბობის საკითხიც დგება. საშიში ხომ არ არის გამათბობლების მუდმივი გამოყენება?

- გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იყენებენ გამათბობლებს და სახლში მუდამ ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვთ, საკუთარ ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებენ. მაღალი ტემპერატურა დარღვევებს იწვევს თითქმის ყველა ორგანოში, დაწყებული კანიდან, დამთავრებული ნერვულ-ფსიქიკური სფეროთი. მისი ზემოქმედებით ვითარდება დერმატიტი, ეგზემა და კანის სხვა დაავადებები.

გარდა ამისა, თბილ სახლებში მცხოვრებ ქალბატონებს ერღვევათ ძილი, ადვილად იღლებიან, დაქვეითებული აქვთ შრომისუნარიანობა. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, მით უფრო მეტად არის გამოხატული არასასურველი ეფექტები. სიცხესთან ხუმრობა არ ღირს. ამ დროს ირღვევა ორგანიზმის სითბური ადაპტაცია - ტემპერატურასთან შეგუების უნარი, რის შედეგადაც სასიცოცხლო ორგანოთა მუშაობაში სერიოზული ცვლილებები ხდება.

სითბური ადაპტაციის დარღვევის საწყის სტადიაში ადამიანი თავს შეუძლოდ გრძნობს, უჩივის თავის ტკივილს, უძილობას. თუ ადამიანი ზამთარში შენობას გამუდმებით +30-32 გრადუსამდე ათბობს, შესაძლოა განვითარდეს სითბური ადაპტაციის დარღვევის მეორე სტადია, ამ დროს ორგანოებსა და ქსოვილებში შეუქცევადი პროცესები იწყება, ზიანდება იმუნიტეტი, ენდოკრინული, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა სისტემები, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა.

თუ ადამიანმა საცხოვრებელი ადგილის გათბობა იმავე რეჟიმით განაგრძო, ადრე თუ გვიან თერმორეგულაციის დარღვევა მესამე სტადიას მიაღწევს. ამ დროს ორგანოთა უმრავლესობაში, უპირველეს ყოვლისა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებში, იწყება ფუნქციური ძვრები, რაც ორგანიზმის სარეზერვო შესაძლებლობათა გამოფიტვას იწვევს.

ხანგრძლივ გადახურებას, მით უმეტეს - გამომშრალი ჰაერის ფონზე, შეუძლია სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ამ დროს მოქმედებას იწყებს სუსტი რგოლის პრინციპი. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც ფარულად მიმდინარე ალერგია აქვთ, უვლინდებათ კანისმხრივი რეაქციები და ეგზემაც კი, ენდოკრინული დარღვევების (შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების) მქონე ადამიანებს უფრო მეტად ერღვევათ ნივთიერებათა ცვლა.

გამორიცხული არ არის, სითხისა და ელექტროლიტების კარგვის ფონზე შარდკენჭოვანი დაავადებაც გამწვავდეს. როდესაც ადამიანს დიდხანს უწევს მუშაობა მაღალ (28-30 გრადუსზე მეტ) ტემპერატურაზე, საგრძნობლად სუსტდება მისი როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი შრომის უნარი.

აღარ შეგახსენებთ, როგორ უჭირთ სიცხის ატანა ჰიპერტონიკებსა და გულით დაავადებულებს. ამრიგად, ჯანმრთელობისთვის ყველაზე კომფორტული ტემპერატურაა +18-200ც. თუ სიმხურვალის მოყვარული ბრძანდებით, +25-280ც-იც შეიძლება, ოღონდ უზრუნველყავით ჰაერის მაღალი ტენიანობა და ბინა ხშირად გაანიავეთ.

წაიკითხეთ სრულად