/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის კვება

უმადობა ბავშვებში - რა იწვევს მას და რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს

უმადობა ბავშვებში - რა იწვევს მას და რა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს
მადის დაქვეითების სხვადასხვა მიზეზი არსებობს.

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირდ უქვეითდებათ მადა, რაც ფიზიოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული, რადგან, დაბადების პირველ წელთან შედარებით, მცირდება ფიზიოლოგიური ზრდის ტემპი, რის გამოც მცირდება ორგანიზმის ნუტრიენტებზე მოთხოვნილება.

ხშირად უმადობის მიზეზი შეიძლება იყოს ნაკლები ფიზიკური აქტივობა. უფრო სერიოზული მიზეზებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ცენტრალური ნერვული სისტემის და სასუნთქი გზების დაავადებები. უმადობა ხშირად გვხდება ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას, დიარეის, ყაბზობის, ანგინის, ტონზილიტის მიმდინარეობის დროს.

მოზარდთა ასაკში კი მადის დაქვეითების მიზეზი ხშირად შეიძლება იყოს ანემია, სტრესი და დეპრესია. უმადობას, შესაძლოა, იწვევდეს ანტიბიოტიკები და ზოგიერთი სხვა მედიკამენტი. ტკბილეულისა და გაზიანი სასმელის ხშირი მიღებაც.

უმადობის დროს ბავშვი ვერ იღებს აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს. დაბალანსებული და ჯანსაღი საკვები კი ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების, მინერალებისა დასხვა სასარგებლო ნივთიერებების მთავარი წყაროა.

როდესაც ორგანიზმი საკმარისი, აუცილებელი ნუტრიენტებით ვერ მარაგდება, თავს იჩენს პრობლემები, როგორიცაა ჰიპო და ავიტამინოზი, რაც, თავის მხრივ, იწვევს ისეთი პრობლემებს, როგორებიცაა: ანემია, კანის სიმშრალე, საერთო სისუსტე და მოთენთილობა, კონცენტრაციის გაუარესება, ყაბზობა, მცირე სხეულის მასა ან ჭარბი წონა, სიმაღლეში ზრდის შეფერხება ან კარიესი. ხშირი ავადობა ერთ-ერთი პრობლემაა, რადგან ეს ყველაფერი აქვეითებს იმუნურ სისტემას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.მყავს 18 Თვის Შვილი.არის Თუ არა მარგებელი საზამᲗრო მისᲗვის? მისმა პედიატრმა გვიᲗხრა არ აᲭამოᲗო არაა სასარგებლოვო</p>

პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, ბავშვის რაციონში უნდა შეიზღუდოს დიდი რაოდენობით ცხიმები. ხოლო, შაქარი, მარილი და გაზიანი სასმელი საერთოდ ამოიღოთ მათი დღის წესრიგიდან. აუცილებლად გასათვალისწინებელია საკვების ულუფა და მიღების ჯერადობა. ეცადეთ, ბავშვს ჩამოუყალიბდეს ჯანსაღი კვების რეჟიმი, იკვებოს ერთსა და იმავე დროს, კვებიდან-კვებამდე შუალდებში ნუ მისცემთ არაჯანსაღ წასახემსებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის რაციონი იყოს მრავალფეროვანი, მდიდარი ცილებით, ჯანსაღი ცხიმებით, ნახშირწყლებითა და უჯრედისით, რომელთა მთავარი წყაროა ხილი-ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული და ბურღულეული.

თუ ბავშვს აქვს უმადობა ან არ იღებს სათანადო რაოდენობით სასარგებლო, ჯანსაღ საკვებს,განსაკუთრებით, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც ისედაც მაღალია ორგანიზმის მოთხოვნილება სხვადასხვა ნუტრიენტებზე, მადის გაუმჯობესებისა და ბავშვის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების ბალანსის აღდგენისთვის შესაძლებელია მულტივიტამინური კომპლექსების ჩართვა, რაც ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.

უმჯობესია მულტივიტამინური კომპლექსის შერჩევა და დოზის განსაზღვრა მოხდეს ექიმის მიერ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

პაციენტთა წარმატებული განკურნების შემთხვევები უკვე აღრიცხულია. მკურნალობის ახალ მეთოდს შეუძლია, ავადმყოფი ღვიძლის დაავადების უმძიმესი ფორმის დროსაც კი განკურნოს. ახალი მეთოდი ორგანიზმის საკუთარი უჯრედების გამოყენებას ეფუძნება. უმარტივესი ქირურგიული ჩარევის საშუალებით პაციენტის დაავადებული ღვიძლიდან და სხვა ორგანოებიდან იღებენ უჯრედებს, რომლებიც განსაკუთრებული მეთოდით მუშავდება ლაბორატორიაში, ერევა ერთმანეთს და თავსდება დამხმარე სუბსტანციაში, სადაც ვითარდება.

ერთი დღის შემდეგ ამ უჯრედებს ავადმყოფს უნერგავენ. მასპინძლის ორგანიზმში ისინი ემაგრებიან წვრილი ნაწლავის ჯორჯალს - იოგს, რომელიც წვრილ ნაწლავს იჭერს. უჯრედების ეს ნარევი დაახლოებით ორი კვირის შემდეგ თავად კისრულობს დაავადებული ღვიძლის მნიშვნელოვან ფუნქციებს და ნაწილობრივ ან მთლიანად აღადგენს მის მუშაობას. გამოყენებული უჯრედები ღეროვანი არ არის, ამიტომ მეთოდს ეთიკური თვალსაზრისით ზადი არ გააჩნია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამ ოპერაციამდე ავადმყოფებს გულდასმით უტარდებათ გამოკვლევები. ოპერაციაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად პაციენტი საკმაოდ მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, თითქმის ისეთივეს, როგორსაც ღვიძლის გადანერგვის დროს. მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ ახალი მეთოდი ადამიანებს დაეხმარება, დაძლიონ თავიანთი სატკივარი და შეიგრძნონ ჯანმრთელობის სიტკბო.

კუბელებმა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს

90-იან წლებში კუბაში შეიქმნა ეფექტური ვაქცინა ბ ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ. ახლახან კი კუბელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ შექმნილია ახალი ვაქცინა, რომელიც ც ჰეპატიტისგან ახალშობილთა დასაცავად არის განკუთვნილი. ვაქცინა კუბის გენეტიკისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა. პრეპარატს გერბევირონი ეწოდება. მისი გამოცდა უკვე ჩატარდა და ვაქცინის ეფექტურობაც დაადასტურა. კუბაში მას უკვე იყენებენ.

რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ პატიმრებს

პატიმრებს, რომლებსაც C ჰეპატიტის ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ, შეუძლიათ, მედიცინას C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში დაეხმარონ. სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფი შეისწავლის იმ პატიმრებს, რომლებიც C ჰეპატიტით არიან ინფიცირებულნი, მაგრამ სისხლში დაავადების კვალი ვერ აღმოუჩინეს და არც კლინიკური სურათი გამოვლენიათ. ასეთი უსიმპტომო მატარებლობა ინფიცირებულთა თითქმის 20%-ში გვხვდება. მეცნიერები რეგულარულად იკვლევდნენ იმ 160 პატიმარს, რომლებიც ვირუსის მატარებლები არ ყოფილან, მაგრამ ჰქონდათ ინფიცირების მაღალი რისკი, ვინაიდან ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლები იყვნენ. ამავე ჯგუფში შედიოდნენ ის პატიმრებიც, რომლებიც ხშირად იკეთებდნენ ტატუირებას. ერთი წლის განმავლობაში ც ვირუსით ოთხი მათგანი დაინფიცირდა, მაგრამ კლინიკური სურათი ყველას არ გამოვლენია, მოგვიანებით კი ამ იღბლიანებს სისხლში ვირუსი საერთოდ არ აღმოაჩნდათ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინფიცირებულთა სისხლში ვერც ანტისხეულები აღმოაჩინეს. ამრიგად, რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი: იმუშავა უჯრედულმა იმუნიტეტმა, უფრო სწორად, თ ლიმფოციტებმა. ექიმები არ გამორიცხავენ, რომ პაციენტები ადრეც ხვდებოდნენ ც ჰეპატიტის ვირუსს და მათმა თ ლიმფოციტებმა დაავადების ამოცნობა "ისწავლეს". მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში შექმნიან ვაქცინას, რომელიც თ ლიმფოციტების "გავარჯიშების" პრინციპით იმუშავებს.

ათიდან რვა ინფიცირების პრეტენდენტია

ყოველი 10 ადამიანიდან რვას არ გააჩნია დონორის უსაფრთხო სისხლის მიღების საშუალებაო, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესრელიზში. ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ლი იონგ-ვუკის აზრით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ, ჯერ ერთი, დონორის სისხლი არათანაბრად ნაწილდებ, მეორე კი ის, რომ მედპერსონალმა არ იცის ან სათანადოდ არ ატარებს ინფიცირებული სისხლით ინფექციათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ დედამიწის მოსახლეობის 82%-ს დონორის უსაფრთხო სისხლის მიღების გარანტია არ გააჩნია. თქვენ წარმოიდგინეთ, უსაფრთხო სისხლის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც კი დგას. საკმარისია გავიხსენოთ კანადის საავადმყოფოში ც ჰეპატიტით დასნებოვნებული სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული სკანდალი - ეს ტრაგიკული შემთხვევითობა რამდენიმე ათასი ადამიანის დაავადებისა და გარდაცვალების მიზეზად იქცა.

C ჰეპატიტი და მისი სქესობრივი გზით გადაცემის ალბათობა

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ც ჰეპატიტი სქესობრივი გზით ნამდვილად გადაედება, თანაც რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ხშირია სქესობრივი კონტაქტი. C ჰეპატიტის შემთხვევათა თითქმის ნახევარში ვერ ადგენენ, როგორ მოხდა ინფიცირება. ასეთ შემთხვევებში მიიჩნევენ, რომ C ვირუსი სწორედ სქესობრივი გზით გადაეცა. თურქეთის მარმარის უნივერსიტეტის სპეციალისტთა ჯგუფი ც ჰეპატიტით ინფიცირებულ 600 პაციენტს და მათ პარტნიორებს იკვლევდა. მეცნიერები 36 თვის განმავლობაში შეისწავლიდნენ 216 HCV-ნეგატიურ ადამიანში ინფექციის გადაცემის სიხშირეს. გამოკვლევის დასრულების შემდეგ HCV-ნეგატიურ პარტნიორთა 2%-ს ვირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. ამასთანავე, დადგენილ იქნა, რომ ასაკსა და თანაცხოვრების ხანგრძლივობას ინფიცირების ალბათობაზე გავლენა არ მოუხდენია. C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადაცემა მხოლოდ სქესობრივი კონტაქტის სიხშირეზე იყო დამოკიდებული.

ჰომოსექსუალებს დონორობას უკრძალავენ

აშშ-ში ძალაში შედის დონორის ქსოვილების აღებისა და შენახვის ახალი წესები, რომლებიც მათი გამოყენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიმუშავეს. მკაცრდება სპერმის ანონიმური დონორობის წესებიც. კერძოდ, ჰომოსექსუალებს სპერმის ჩაბარება აეკრძალებათ, ვინაიდან ისინი აივ-ინფექციის რისკჯგუფში შედიან. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებში დიდი ხანია ფუნქციობს მძლავრი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სისხლისა და ორგანოების დონორობას ეხება, 150-მდე კერძო კომპანიას, რომლებიც დონორის ქსოვილებთან მუშაობენ, სახელმწიფო თითქმის არ აკონტროლებდა. გართულებათა გახშირებამ FDA-ს (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას) წესების გამკაცრება აიძულა. ამჟამად ყველა დონორის ქსოვილი მოწმდება აივ-ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე, ათაშანგზე და კრეიტცფელდ-იაკობის დაავადებაზე. გარდა ამისა, სპერმის დონორებს სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებზე - გონორეასა და ქლამიდიოზზეც ამოწმებენ, ხოლო ჰომოსექსუალებს გენეტიკური მასალის ჩაბარება, როგორც ითქვა, საერთოდ ეკრძალებათ. სექსუალურ უმცირესობათა უფლებებისთვის მებრძოლნი ამ დოკუმენტმა აღაშფოთა, თუმცა National Gay and Lesbian Task Force-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მეთ ფორმანმა განმარტა, რომ ახალი წესი შეცდომით იქნა გაგებული - აკრძალვა ანონიმური დონორობის მსურველებს ეხება, ნაცნობისთვის კი ჰომოსექსუალი შეიძლება სპერმის დონორი გახდეს.

რასისტი ვირუსი

გამოკვლევამ ცხადყო, რომ აფროამერიკელებს შორის C ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მათსავე თანამემამულე თეთრკანიანებს შორის. ამერიკის დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში 100 თეთრკანიან და 100 აფროამერიკელ პაციენტს აკვირდებოდნენ. ალფა-2ბ პრეინტერფერონითა და რიბავირინით კომბინირებული თერაპიის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ 52 თეთრკანიან ავადმყოფს სისხლში ვირუსი ვეღარ აღმოუჩინეს, ხოლო აფროამერიკელებს შორის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 19 შემთხვევაში აღმოჩნდა დადებითი. არჩევითობის მიზეზი ჯერჯერობით გაუგებარია. მეცნიერებს განზრახული აქვთ, დაკვირვება განაგრძონ.