News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

 გაცმ-ნეირონები ჰაშიშოიდების პროდუქციის მარეგულირებელ ნივთიერებებს - ქოლეცისტოკინინებს გამოიმუშავებს. შიზოფრენიით დაავადებულებს ეს ნეირომედიატორები ჯანმრთელ ადამიანებზე ნაკლები აქვთ, რაც აზროვნების ფუნქციის დარღვევას იწვევს. პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გამოიკვლია სიცოცხლეში შიზოფრენიით დაავადებული 23 გარდაცვლილისა და 23 ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის ტვინის ქსოვილი. გათვალისწინებულ იქნა სქესი, ასაკი და ზოგიერთი სხვა ფაქტორი. განისაზღვრა CB1-რეცეპტორული ცილის და მისი მატრიცული რნმ-ს, ასევე - გაცმ-ს მასინთეზებელი ფერმენტისა (გლუტამატდეკარბოქსილაზა, GAD-67) და ქოლეცისტოკინინის დონე. დამტკიცდა, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა ტვინში ჰაშიშოიდური რეცეპტორების რაოდენობა 15%-ით ნაკლებია.

კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ დევიდ ლუისის აზრით,  შესაძლოა, CB1-რეცეპტორების კლება ტვინის კომპენსაციური რეაქცია იყოს გაცმ-ს დონის დაქვეითებაზე, მარიხუანას რეგულარული მოხმარება კი კომპენსაციას ანეიტრალებს და დაავადებას ამძიმებს.

 

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება გაყინული ემბრიონით უფრო ეფექტური აღმოჩნდა

დანიელ მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გაყინული ემბრიონით ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უფრო შედეგიანია, ვიდრე ახლით. კოპენჰაგენის საავადმყოფოს თანამშრომლებმა შეისწავლეს გაყინული ემბრიონისგან დაბადებული 1.200 და ჩვეულებრივი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების გზით დაბადებული 18.000 ბავშვის მონაცემები. გაირკვა, რომ გაყინული ემბრიონისგან დაბადებული ბავშვების საშუალო წონა ნორმას უახლოვდება, ხოლო ჩვეულებრივი ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად დაბადებულებისა ნორმაზე 200 გრამით მცირეა, თუმცა თანდაყოლილი ანომალიები და ნევროლოგიური პრობლემები ორივე ჯგუფში ერთნაირია.

კვლევის ხელმძღვანელის ანია პინბორგის აზრით, ამ კანონზომიერების მიზეზი შესაძლოა ემბრიონების სელექცია იყოს - მათ ხომ გაყინვის შემდეგაც შეინარჩუნეს სიცოცხლის უნარი. გარდა ამისა, სამომავლო გამოყენებისთვის ემბრიონის გაყინვის მსურველები, წესისამებრ, ახალგაზრდები არიან, რომლებიც, ამასთანავე, კვერცხუჯრედის მისაღებად ჰორმონული თერაპიის კურსს გადიან. გაყინული ემბრიონით ექსტრაკორპორალური განაყოფიერება უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2004 წელს ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევათა დაახლოებით მეხუთედი სწორედ გაყინული ემბრიონით ჩატარდა.

 

კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერია ბავშვებს ასთმისგან იცავს

კუჭში მობინადრე ბაქტერია ბავშვებს ასთმისგან იცავს - ამერიკელ მეცნიერთა მონაცემებით, მიკრობთან კონტაქტში მყოფი ბავშვები ასთმით გაცილებით იშვიათად ავადდებიან. პილორუსის ჰელიკობაქტერია (Hელიცობაცტერ პყლორი) კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. XX საუკუნის შუა წლებში ჰელიკობაქტერიის მატარებელი იყო დედამიწის ყველა მკვიდრი, მაგრამ ბოლო ხანს ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების გამო ამ მიკრობის გავრცელებამ მრავალ ქვეყანაში საგრძნობლად იკლო. ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა 1999-2000 წლებში კვებისა და ჯანმრთელობის ნაციონალური კვლევის IV ფაზაში (NHANEშ IV)  მონაწილე 7,4 ათასი ბავშვისა და მოზარდის მონაცემები შეისწავლეს. გაირკვა, რომ ჰელიკობაქტერიით დასნებოვნებული თინეიჯერები ასთმით სხვებზე 25%-ით იშვიათად ავადდებოდნენ, 3-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 59-ს აჭარბებდა. გარდა ამისა, მათ 40%-ით იშვიათად აღენიშნებოდათ პოლინოზი და სხვა ალერგიული რეაქციები. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კუჭში ჰელიკობაქტერიების არსებობა თ-ლიმფოციტების რიცხვის ზრდას იწვევს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ანთებითი და ალერგიული რეაქციების განვითარების რისკს.

 

ყავა ხელს უშლის დაორსულებას

დღეში ოთხი ფინჯანი ყავის სმა ხელს უშლის ბავშვის ჩასახვას - დაასკვნეს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა მას შემდეგ, რაც გამოიკვლიეს ცხრა ათასი ქალი, რომლებსაც ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ჰქონდათ ჩატარებული. ქალების ცხოვრების წესისა და კვების რაციონის შესწავლამ აჩვენა, რომ დღეში ოთხი და მეტი ფინჯანი ყავის, მაგარი ჩაის ან კოფეინის შემცველი სხვა სასმლის მიღება ჩასახვის ალბათობას 26%-ით ამცირებს. დაახლოებით ასეთივეა შედეგი კვირაში სამჯერ ალკოჰოლის მიღებისას. კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს ჭარბი წონა და თამბაქოს წევა.


 სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელმა ბეა ლინტესმა განაცხადა: "36 წლის ასაკის ქალებს, რომელთაც რამდენჯერმე აქვთ ჩატარებული ექსტრაკორპორალური განაყოფიერება, აწუხებთ ჭარბი წონა, ეწევიან, დღეში ოთხ ფინჯან ყავას სვამენ და კვირაში სამჯერ იღებენ ალკოჰოლს, ბავშვის ბუნებრივი გზით ჩასახვის მხოლოდ 5%-იანი შანსი აქვთ. იმავე ქალებს ნორმალური წონით სხვა რისკფაქტორების არარსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გზით დაორსულების 15%-იანი ალბათობა ექნებოდათ. ამრიგად, ცხოვრების წესის შეცვლა უნაყოფობის დროს ბავშვის ჩასახვის შანსს ასამმაგებს".

ალცჰაიმერის დაავადებას ტომატით უმკურნალებენ

კორეელმა მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად პომიდორი გამოიყენეს. თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ეს ვაქცინა ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაში მთავარი როლის შემსრულებელი ტოქსიკური ცილის ბეტა-ამილოიდის წინააღმდეგ ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს. ალცჰაიმერის დაავადება პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ჭკუასუსტობას იწვევს. დაავადების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ბეტა-ამილოიდური ცილებისგან ტვინში ფოლაქების გაჩენა. ვარაუდობენ, რომ ამ ცილების დონის დაქვეითებას (მაგალითად, იმუნური შეტევით) ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეფერხება შეძლებს. კორეის ბიომეცნიერებათა და ბიოტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ბეტა-ამილოიდის გენი პომიდვრის გენში შეიყვანა. მიღებული ვაქცინით სამი კვირის განმავლობაში კვებავდნენ 15 თვის თაგვებს. ვაქცინაციის ხელახალი კურსი 7 კვირის შემდეგ ჩატარდა. სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ბეტა-ამილოიდური ცილების მიმართ ანტისხეულები წარმოიქმნა. შესაბამისად, თაგვებს ამ ცილების მიმართ ძლიერი იმუნური პასუხი განუვითარდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინას მღრღნელების თავის ტვინში ცილოვანი ფოლაქების რიცხვის შემცირება არ გამოუწვევია, მეცნიერები მკურნალობისადმი ამ ახალ მიდგომას მაინც პერსპექტიულად მიიჩნევენ. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ისეთი მცენარეული ვაქცინის შექმნაზე, რომელსაც უფრო ძლიერი იმუნური პასუხის გამოწვევის უნრი ექნება.

ამერიკელმა ქირურგებმა 64-კილოგრამიანი სიმსივნე ამოკვეთეს

რედმონდის მკვიდრ ლინდა რიტენბახს 64-კილოგრამიანი სიმსივნის მოსაშორებლად რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა.

ამერიკელი ქალბატონი ათასგვარი დიეტითა და წამლით წლების განმავლობაში ამაოდ ცდილობდა წონის დაკლებას. პაციენტს მუცლის ღრუში გიგანტური სიმსივნე შემთხვევით, ერთ-ერთი არაგეგმური სამედიცინო გამოკვლევის დროს აღმოუჩინეს.

ლინდა რიტენბახის სიმსუქნის ნამდვილ მიზეზს სენტ-ჩარლზის სამედიცინო ცენტრის ექიმმა ჯორჯ ცზაიმ მიაგნო. მას პაციენტმა მიმართა საერთო სისუსტის გამო, რომელსაც გრიპს უკავშირებდა. ცზაიმ ქალი გამოკვლევისთვის ორეგონის უნივერსიტეტის კლინიკაში გაგზავნა და, როგორც გაირკვა, სწორადაც მოიქცა...

ქირურგებმა ლინდა გააფრთხილეს, რომ გადარჩენის შანსი მხოლოდ 20% იყო, მაგრამ პაციენტი ოპერაციაზე მაინც დათანხმდა. სიმსივნის ამოკვეთას სამი ოპერაცია დასჭირდა. ერთ-ერთის დროს ქირურგებს თირკმლის ამოკვეთაც მოუხდათ. ამოკვეთილი წარმონაქმნი აღმოჩნდა ლიპოსარკომა - ავთვისებიანი სიმსივნის საკმაოდ იშვიათი ფორმა. ექიმების აზრით, მისი განვითარების დასაწყისიდან შესაძლოა 15-20 წელიც კი ყოფილიყო გასული.

 

სოიის პროდუქტები ხანდაზმულებს მეხსიერებას უქვეითებს

ბრიტანელმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ სოიის პროდუქტების ხანგრძლივი გამოყენება ხანდაზმულებში მახსოვრობის გაუარესებას იწვევს, ამიტომ 60 წელს გადაცილებულებს ურჩევენ, ამგვარ საკვებს ერიდონ.

ოქსფორდისა და ლაფბოროს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ ეიფ ჰოგერვორსტის ხელმძღვანელობით შეისწავლა კუნძულ იავის 52-დან 98 წლამდე ასაკის 719 მკვიდრის კვებითი ჩვევები და მეხსიერება. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც სოიის პროდუქტს დღეში ერთ ჯერზე მეტად იღებდა, 20%-ით უარესი მეხსიერება ჰქონდა. კვლევის შედეგის საფუძველზე ვეგეტარიანელებსა და ჯანსაღი კვების მიმდევრებს, რომელთა შორისაც სოიის პროდუქტები მეტად პოპულარულია, კვებითი ჩვევების შეცვლა ურჩიეს.

ბიოლოგიურად აქტიური იზოფლავონებით მდიდარ პროდუქტებს შორის ყველაზე სასარგებლოდ სოია მიიჩნეოდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს მცენარე იზოფლავონებთან ერთად შეიცავს ფიტოესტროგენებს, რომლებიც ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანებზე ნეიროპროტექტორულ ზემოქმედებას ახდენს, ხანდაზმულებში კი შესაძლოა მეხსიერების დაქვეითება გამოიწვიოს. ამგვარი მოქმედების მექანიზმი ჯერჯერობით დაუდგენელია.