/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ტემპერატურა - სეფსისის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი

სეფსისი გენერალიზებული ინფექციური დაავადებაა.

განურჩევლად გამომწვევისა (გრამდადებითი თუ გრამუარყოფითი ბაქტერიები), ინფექციის შეჭრის ადგილისა, ჩირქოვანი მეტასტაზების არსებობა-არარსებობისა, პროცესის მიმდინარეობისა (ელვისებური, მწვავე, ქრონიკული) თუ სხვა ფაქტორებისა, მისი დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი, რომელიც თითქმის გადამწყვეტია დიაგნოზის დასმისას, არის ტემპერატურული რეაქცია. გვესაუბრება აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე.

- სეფსისის ცენტრის დამაარსებლის, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის განმარტებით, ყოველგვარი მწვავედ მიმდინარე ცხელება, რომელიც გრძელდება 5-6 დღეს და მეტხანს, მიუხედავად ადგილობრივი კერებისა თუ თავის ტკივილის არარსებობისა და უსიცხო პერიოდში შედარებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობისა, სეფსისის თვალსაზრისით საეჭვო მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა (89,5%) სტაფილოკოკური მწვავე სეფსისია. დაავადების პირველი ნიშანი, როგორც ვთქვით, არის ტემპერატურული რეაქცია. განვასხვავებთ მის სამ ვარიანტს:

  • ტემპერატურული სანთლები სხვადასხვა ხანგრძლივობის რემისიებით (უსიცხო პერიოდებით);
  • რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი სუბფებრილიტეტი;
  • ტემპერატურული ტალღები 5-10-დღიანი უსიცხო პერიოდებით.

პირველი და მესამე ვარიანტები განსაკუთრებით ხშირია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- როგორია ამ დროს ცხელება?

- ძლიერი შემცივნების შემდეგ სხეულის ტემპერატურა იმატებს, 39-40 გრადუსს და მეტსაც კი აღწევს, გრძელდება 2-4 საათს, შემდეგ კი იკლებს, რასაც ერთვის ძლიერი ოფლიანობა. მეორე დილით ავადმყოფი უჩივის უმნიშვნელო სისუსტეს, ხოლო მომდევნო უსიცხო დღეებში თავს სავსებით ჯანმრთელად გრძნობს. უსიცხო პერიოდი, აპირექსია, არცთუ იშვიათად 1-2 თვეს და მეტხანსაც კი გასტანს, თუმცა თანდათან იკლებს და 1-2 კვირამდე, ზოგ შემთხვევაში - 2-3 დღემდეც კი ჩამოდის. უკანასკნელი შემთხვევა ექიმს სამდღიან მალარიას აეჭვებინებს და შეცდომაში შეჰყავს დიაგნოზის დასმის დროს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

განურჩევლად გამომწვევისა (გრამდადებითი თუ გრამუარყოფითი ბაქტერიები), ინფექციის შეჭრის ადგილისა, ჩირქოვანი მეტასტაზების არსებობა-არარსებობისა, პროცესის მიმდინარეობისა (ელვისებური, მწვავე, ქრონიკული) თუ სხვა ფაქტორებისა, მისი დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი, რომელიც თითქმის გადამწყვეტია დიაგნოზის დასმისას, არის ტემპერატურული რეაქცია. გვესაუბრება აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე.

- ახასიათებს თუ არა ტემპერატურული რეაქცია ბავშვთა ასაკში მიმდინარე სეფსისს?

ასევე დაგაინტერესებთ
სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა

- ბავშვობის ასაკში, განსაკუთრებით - ახალშობილობის პერიოდში, სეფსისის მიმდინარეობა რიგი თავისებურებით გამოირჩევა. ახალშობილებში სეფსისის სურათი სიცოცხლის მეორე-მესამე კვირიდან იშლება, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირება შესაძლოა პირველსავე დღეებში მოხდეს. სეფსისის მანიფესტირება უფრო მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. სეპტიკური პროცესის ადრეული გამოვლინებებიდან თვალში საცემია ზოგადი სისუსტე: ბავშვი მივარდნილია, ძუძუზე უარს ამბობს, ხშირად წამოაქაფებს, აღარ იმატებს წონას, ხოლო ზოგადი მდგომარეობის დამძიმების პარალელურად იკლებს კიდეც. სეპტიკური პროცესისთვის დამახასიათებელი ტემპერატურული რეაქცია ახალშობილთა სეფსისისთვის წამყვანი კლინიკური ნიშანი არ არის. ტემპერატურული მრუდი მრავალფეროვანია. ის არ არის ტიპური არც ხანგრძლივობის და არც სხვა მაჩვენებლების მიხედვით. იშვიათად, ისიც - მხოლოდ დროულ ახალშობილებში, შეიმჩნევა მაღალი ჰექტიური ტემპერატურა, უმეტესად - სეფსისის სეპტიკოპიემიური (ჩირქოვანი კერების არსებობით მიმდინარე) ფორმის დროს. ჩვეულებრივ, ტემპერატურის მომატება ემთხვევა ახალი ჩირქოვანი კერის (მაგალითად, კანზე ჩირქოვანი უბნების) წარმოქმნას ან მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის თანდართვას.

ახალშობილთა სეფსისის სეპტიკოპიემიური ფორმაა ჩირქოვანი მენინგიტი, რომელიც ვლინდება ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, მაღალი ტემპერატურით, განმეორებადი პირღებინებით მოუსვენრობით, კრუნჩხვით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტემპერატურა - სეფსისის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები