/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა

სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა
სეფსისის განვითარების მიზეზებზე, მისი დიაგნოსტიკის საშუალებებსა და მკურნალობაზე გვესაუბრება ექიმი

ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია კანაშვილი.

  • რა არის სეფსისი?

- სეფსისი უძველესი დროიდან ცნობილი დაავადებაა. ხალხში მას სისხლის მოწამვლის სახელწოდებით იცნობენ. თანამედროვე გაგებით, სეფსისი ინფექციური დაავადების მძიმე ფორმაა, რომლის დროსაც ინფექციის გამომწვევი სისხლით მოითესება მთელ ორგანიზმში.

შედეგად მრავალ ორგანოში ყალიბდება ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ანთების კერები, ირღვევა ანთების შედეგად დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, რაც სწორად წარმართული მკურნალობის გარეშე უცილობელი სიკვდილით მთავრდება. ეს დაავადება ყველა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ადრეული ბავშვობიდან დაწყებული, ღრმა მოხუცებულობამდე.

  • რა იწვევს და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- სეფსისის მრავალი რისკფაქტორია ცნობილი: შაქრიანი დიაბეტი, მშობიარობა, ქირურგიული ოპერაციები, სტომატოლოგიური მანიპულაციები, ტრავმები, ონკოპათოლოგია და მის წინააღმდეგ მიმართული ქიმიოთერაპია, სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების, დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი გამოყენება და სხვა, ანუ ყველაფერი ის, რაც არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვას და გზას უხსნის ინფექციას სისხლისკენ.

ამჟამად დამკვიდრებული აზრი, რომ სეფსისი მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულთა ხვედრია, მცდარია. მართალია, ამა თუ იმ მიზეზით დაქვეითებული იმუნიტეტი სეფსისის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ

სეფსისი ნორმალური იმუნიტეტის მქონე, სავსებით ჯამრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს, თუ მის ორგანიზმში ძლიერი, როგორც ექიმები ვამბობთ, მაღალი ვირულენტობის მქონე მიკრობი მოხვდა.

  • რა სიმპტომებით ვლინდება სეფსისი?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მაქვს ძაღლების ფობია,მგონია, რომ ყველას ცოფი აქვს. ვართ ბაკურიანში ,სკვერში ბავშვთან ძალიან ახლოს მოვიდა ძაღლი თამაში უნდოდა ბურთი ქონდა ჩემს შვილს. ბავშვის გამოყვანის დროს ძალიან ახლოს მქონდა ამ ძაღლთან ხელი.შეხება არ მიგრძვნია ,მაგრამ მგონია რომ შემეხო. ხელზე მაქვს დერმატიტი შესაბამისად ზოგან კანი მაქ გადატყავებული და მგონია რომ ამლოკა ამ ძაღლმა ეს დაზიანებული ხელი. არ ვიცი შემეხო თუ არა არ მიგრძვნია მაგ მომენტში. ამის გამო როგორ ავიცრა თუარადა თავსაც ვერ ვერევი</p>

- სეფსისის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, რომელსაც ხშირად თან ახლავს შემცივნებაც. მიუხედავად იმისა, რომ სეფსისი მრავალი ორგანოს: ფილტვის, გულის, ღვიძლის, ელენთის, თირკმელების, - ანთებით დაზიანებას გულისხმობს, საწყის ეტაპზე ცხელება ხშირად ამ დაავადების ერთადერთი სიმპტომია.

სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით გამოწვეული ჩივილები - ძლიერი საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი და სხვა - მოგვიანებით, უკვე შორს წასულ შემთხვევებში იჩენს თავს, დაგვიანებული დიაგნოსტიკა კი საგრძნობლად ზრდის სიკვდილის რისკს.

გენიალურ ექიმს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს, სეფსისის დროული დიაგნოსტიკის უმარტივესი ფორმულა ჰქონდა: თუ ადამიანს სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს გაურკვეველი ცხელება ან ცხელება, რომელიც ინფექციის სისხლში მოხვედრის ხელშემწყობ ფაქტორს: მცირე ან დიდ ოპერაციას, სტომატოლოგიურ ან სხვა პროცედურას, მცირე ან დიდ ტრავმას, შემოფარგლულ ჩირქოვან პროცესს - ძირმაგარას, კარბუნკულს, ქოლეცისტიტს, - მოჰყვა, საჭიროა ასეთი ავადმყოფის გამოკვლევა სპეციალიზებულ - გაურკვეველი ცხელებისა და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში.

ასევე დაგაინტერესებთ
ტემპერატურა - სეფსისის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი

ასეთმა მიდგომამ უამრავი სეფსისით დაავადებული გადაარჩინა, რადგან, მართალია, არა ყოველთვის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ცხელების მიღმა სწორედ სეფსისის ადრეული სტადია იმალებოდა. სწორედ ამ მარტივი ფორმულის საშუალებით შემცირდა საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობა 50-65-დან დაუჯერებელ 4-5%-მდე.

  • სეფსისის დიაგნოსტიკის რა მეთოდები და საშუალებები არსებობს?

- სეფსისის დიაგნოსტიკისთვის დღევანდელ მედიცინას მრავალი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდი მოეპოვება, რაც დიდად ეხმარება ექიმს სწორ და დროულ დიაგნოსტიკაში, მაგრამ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებიც კი ვერ ცვლის ექიმის გამოცდილებას. გამოკვლევის სწორად დაგეგმვა, მიღებული შედეგების სწორად შეფასება, რაც დაავადების სიმპტომებთან შეჯერებით ხდება, მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია. სხვაგვარად ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგები არათუ ვერ დაგვეხმარება, შესაძლოა, დიაგნოსტიკური შეცდომის წყაროდაც კი იქცეს.

ამის უკეთ გასაგებად ერთ მაგალითს მოვიყვან. ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, რომელიც სეფსისისა და გაურკვეველ ცხელებათა კვლევასა და მკურნალობას ემსახურება, ხშირად მოდიან ავადმყოფები გახანგრძლივებული, გაურკვეველი წარმოშობის ცხელებით. მათ დიდ ნაწილს გამოკვლევის პასუხების მთელი დასტა მოაქვს, მათ შორის - ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხიც, რომელშიც ჩანს ამოთესილი მიკრობი და ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობა. ასეთ ავადმყოფებს, წესისამებრ, ამოთესილი მიკრობის მგრძნობელობის გათვალისწინებით, მიღებული აქვთ ანტიბიოტიკიც, ხშირად - არაერთი. რეალურად კი ამოთესილ მიკრობს არაფერი აქვს საერთო დაავადების რეალურ მიზეზთან. იგი ადამიანის პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის ნაწილია და მასთან ბრძოლა მხოლოდ აზარალებს პაციენტს. ანტიბიოტიკი სპობს ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ მიკრობებს, რითაც გზას უკვალავს და აძლიერებს დაავადების რეალურ გამომწვევს, გამოუმუშავებს მას გამძლეობას (რეზისტენტობას), წამლავს ადამიანის ორგანიზმს და, რაც მთავარია, იკარგება დრო, გვიანდება სწორი დიაგნოსტიკა, რაც ზოგჯერ საბედისწერო შედეგით სრულდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ
5 დაავადება, რომელსაც მოზრდილები ბავშვებზე ცუდად იტანენ
არსებობს მთელი რიგი დაავადებები, რომლებსაც საუკეთესოდ ებრძვიან ბავშვები, ხოლო მოზრდილები ბევრად ცუდად იტანენ, მეტიც, შეიძლება მოულოდნელად დაეწყოთ გართულებები.
სრულად
რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე
რა არის მარბურგის ცხელება - რა ვიცით ამ ვირუსზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მარბურგის ცხელების შესახებ ვკითხულობთ:
სრულად
ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის
ინფექციური მონონუკლეოზის შესახებ - რომელმა ინფექციებმა შეიძლება გამოიწვიოს ის
ინფექციური მონონუკლეოზი არის გადამდები დაავადება.
სრულად
რა სიმპტომები ახასიათებს ეპშტეინ-ბარის ვირუსს
რა სიმპტომები ახასიათებს ეპშტეინ-ბარის ვირუსს
ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ასევე ცნობილი, როგორც ადამიანის ჰერპესვირუსი, არის ჰერპეს ვირუსების ოჯახის წარმომადგენელი.
სრულად
როგორ მუშაობს ვაქცინა
როგორ მუშაობს ვაქცინა
დაავადებები, რომელთა პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის საშუალებით, შეიძლება იყოს საშიში და მომაკვდინებელიც კი.
სრულად
რა არის იმუნოდეფიციტი
რა არის იმუნოდეფიციტი
იმუნოდეფიციტზე საუბრისას მოიაზრება იმუნური სისტემის დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარის დაქვეითებით.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სეფსისის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა

ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მაია კანაშვილი.

  • რა არის სეფსისი?

- სეფსისი უძველესი დროიდან ცნობილი დაავადებაა. ხალხში მას სისხლის მოწამვლის სახელწოდებით იცნობენ. თანამედროვე გაგებით, სეფსისი ინფექციური დაავადების მძიმე ფორმაა, რომლის დროსაც ინფექციის გამომწვევი სისხლით მოითესება მთელ ორგანიზმში.

შედეგად მრავალ ორგანოში ყალიბდება ჩირქოვანი და არაჩირქოვანი ანთების კერები, ირღვევა ანთების შედეგად დაზიანებულ ორგანოთა ფუნქციები, რაც სწორად წარმართული მკურნალობის გარეშე უცილობელი სიკვდილით მთავრდება. ეს დაავადება ყველა ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ადრეული ბავშვობიდან დაწყებული, ღრმა მოხუცებულობამდე.

  • რა იწვევს და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?

- სეფსისის მრავალი რისკფაქტორია ცნობილი: შაქრიანი დიაბეტი, მშობიარობა, ქირურგიული ოპერაციები, სტომატოლოგიური მანიპულაციები, ტრავმები, ონკოპათოლოგია და მის წინააღმდეგ მიმართული ქიმიოთერაპია, სამკურნალო საშუალებების, განსაკუთრებით - ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების, დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი გამოყენება და სხვა, ანუ ყველაფერი ის, რაც არღვევს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვას და გზას უხსნის ინფექციას სისხლისკენ.

ამჟამად დამკვიდრებული აზრი, რომ სეფსისი მხოლოდ იმუნიტეტდაქვეითებულთა ხვედრია, მცდარია. მართალია, ამა თუ იმ მიზეზით დაქვეითებული იმუნიტეტი სეფსისის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ

სეფსისი ნორმალური იმუნიტეტის მქონე, სავსებით ჯამრთელ ადამიანსაც შეიძლება დაემართოს, თუ მის ორგანიზმში ძლიერი, როგორც ექიმები ვამბობთ, მაღალი ვირულენტობის მქონე მიკრობი მოხვდა.

  • რა სიმპტომებით ვლინდება სეფსისი?

- სეფსისის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ცხელება, სხეულის ტემპერატურის მომატება, რომელსაც ხშირად თან ახლავს შემცივნებაც. მიუხედავად იმისა, რომ სეფსისი მრავალი ორგანოს: ფილტვის, გულის, ღვიძლის, ელენთის, თირკმელების, - ანთებით დაზიანებას გულისხმობს, საწყის ეტაპზე ცხელება ხშირად ამ დაავადების ერთადერთი სიმპტომია.

სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით გამოწვეული ჩივილები - ძლიერი საერთო სისუსტე, ჰაერის უკმარისობა, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილი და სხვა - მოგვიანებით, უკვე შორს წასულ შემთხვევებში იჩენს თავს, დაგვიანებული დიაგნოსტიკა კი საგრძნობლად ზრდის სიკვდილის რისკს.

გენიალურ ექიმს, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილს, სეფსისის დროული დიაგნოსტიკის უმარტივესი ფორმულა ჰქონდა: თუ ადამიანს სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს გაურკვეველი ცხელება ან ცხელება, რომელიც ინფექციის სისხლში მოხვედრის ხელშემწყობ ფაქტორს: მცირე ან დიდ ოპერაციას, სტომატოლოგიურ ან სხვა პროცედურას, მცირე ან დიდ ტრავმას, შემოფარგლულ ჩირქოვან პროცესს - ძირმაგარას, კარბუნკულს, ქოლეცისტიტს, - მოჰყვა, საჭიროა ასეთი ავადმყოფის გამოკვლევა სპეციალიზებულ - გაურკვეველი ცხელებისა და სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრში.

ასეთმა მიდგომამ უამრავი სეფსისით დაავადებული გადაარჩინა, რადგან, მართალია, არა ყოველთვის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ცხელების მიღმა სწორედ სეფსისის ადრეული სტადია იმალებოდა. სწორედ ამ მარტივი ფორმულის საშუალებით შემცირდა საქართველოში სეფსისით სიკვდილიანობა 50-65-დან დაუჯერებელ 4-5%-მდე.

  • სეფსისის დიაგნოსტიკის რა მეთოდები და საშუალებები არსებობს?

- სეფსისის დიაგნოსტიკისთვის დღევანდელ მედიცინას მრავალი ინსტრუმენტული და ლაბორატორიული მეთოდი მოეპოვება, რაც დიდად ეხმარება ექიმს სწორ და დროულ დიაგნოსტიკაში, მაგრამ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებიც კი ვერ ცვლის ექიმის გამოცდილებას. გამოკვლევის სწორად დაგეგმვა, მიღებული შედეგების სწორად შეფასება, რაც დაავადების სიმპტომებთან შეჯერებით ხდება, მხოლოდ გამოცდილ ექიმს შეუძლია. სხვაგვარად ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის შედეგები არათუ ვერ დაგვეხმარება, შესაძლოა, დიაგნოსტიკური შეცდომის წყაროდაც კი იქცეს.

ამის უკეთ გასაგებად ერთ მაგალითს მოვიყვან. ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, რომელიც სეფსისისა და გაურკვეველ ცხელებათა კვლევასა და მკურნალობას ემსახურება, ხშირად მოდიან ავადმყოფები გახანგრძლივებული, გაურკვეველი წარმოშობის ცხელებით. მათ დიდ ნაწილს გამოკვლევის პასუხების მთელი დასტა მოაქვს, მათ შორის - ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევის პასუხიც, რომელშიც ჩანს ამოთესილი მიკრობი და ანტიბიოტიკებისადმი მისი მგრძნობელობა. ასეთ ავადმყოფებს, წესისამებრ, ამოთესილი მიკრობის მგრძნობელობის გათვალისწინებით, მიღებული აქვთ ანტიბიოტიკიც, ხშირად - არაერთი. რეალურად კი ამოთესილ მიკრობს არაფერი აქვს საერთო დაავადების რეალურ მიზეზთან. იგი ადამიანის პირის ღრუს ნორმალური მიკროფლორის ნაწილია და მასთან ბრძოლა მხოლოდ აზარალებს პაციენტს. ანტიბიოტიკი სპობს ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ მიკრობებს, რითაც გზას უკვალავს და აძლიერებს დაავადების რეალურ გამომწვევს, გამოუმუშავებს მას გამძლეობას (რეზისტენტობას), წამლავს ადამიანის ორგანიზმს და, რაც მთავარია, იკარგება დრო, გვიანდება სწორი დიაგნოსტიკა, რაც ზოგჯერ საბედისწერო შედეგით სრულდება.


  • რა გართულება შეიძლება მოჰყვეს სეფსისს?

- სეფსისი, როგორც აღვნიშნე, მძიმე დაავადებაა და, შესაბამისად, მრავალი გართულება ახასიათებს. ამ დროს მაღალია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის ნაწილობრივი ან სრული მოშლის რისკი. ხშირია შოკი, კომა, სხვადასხვა ორგანოდან სისხლდენა ან, პირიქით, სისხლის გაძლიერებული შედედებით გამოწვეული სისხლძარღვთა თრომბოემბოლია. ეს უკანასკნელი გულის, თავის ტვინისა და სხვა ორგანოთა ინფარქტის წყაროა.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ვლინდება ურთიერთსაწინააღმდეგო ორი გართულება - სისხლდენა და სისხლძარღვთა თრომბოზი. ამ მდგომარეობას მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება მარიამ მაჩაბლის სინდრომის სახელით იცნობს.

ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სიცოცხლისთვის საშიში ამ გართულებების რისკი დრამატულად იმატებს სეფსისის დაგვიანებული, შორს წასული ფორმების დროს.

  • როგორია სეფსისის მკურნალობის ტაქტიკა?

- მკურნალობის ტაქტიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული სეფსისის სტადიაზე. დაავადების დასაწყისში, როდესაც კლინიკურ სურათს ძირითადად მხოლოდ ბაქტერიული შხამების მოქმედება განსაზღვრავს, ანტიბაქტერიული მკურნალობაც საკმარისია. დაავადების ამ სტადიაზე დაწყებული მკურნალობა ძალზე ეფექტური, სწრაფი შედეგის მომცემი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაცილებით იაფიცაა. შორს წასული, მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლით მიმდინარე სეფსისის მკურნალობა კი ანტიბიოტიკებთან ერთად მრავალი დამხმარე საშუალების გამოყენებას მოითხოვს, რაც ახანგრძლივებს მკურნალობას, ზრდის ხარჯებს და, რაც მთავარია, ნაკლებეფექტურია.

როდესაც სეფსისის საწყის ეტაპზე ანტიბაქტერიული მკურნალობის განსაკუთრებულ ეფექტურობაზე ვლაპარაკობ, არ მინდა, მკითხველმა ეს ტემპერატურის მომატებისთანავე ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობის წახალისებად მიიღოს. სამწუხაროდ, ანტიბიოტიკების თვითნებური დანიშვნისა და გამოყენების მანკიერი პრაქტიკა საქართველოში ძლიერაა ფესვგადგმული. არადა, მედიცინის ეს უდავოდ დიდი მიღწევა შეიძლება საშიშ მტრად შემოგვიბრუნდეს.

ანტიბაქტერიული მკურნალობისთვის დღევანდელ მედიცინას ანტიბიოტიკების ფართო არსენალი აქვს, თუმცა მათი შერჩევა იოლი არ გახლავთ და საქმის ღრმა ცოდნას მოითხოვს. ეს, სამწუხაროდ, არ ესმით იმ არაპროფესიონალებს, რომლებიც ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობას მიმართავენ. ანტიბიოტიკოთერაპიის სწორად შერჩევა იმდენად რთული და მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ მის გადაჭრას გამოცდილი ექიმებიც კი არ იღებენ საკუთარ თავზე და სპეციალური მომზადების მქონე ანტიბაქტერიული ქიმიოთერაპიის სპეციალისტს მიმართავენ.

  • როგორ შეიძლება სეფსისის პროფილაქტიკა?

- სეფსისის პროფილაქტიკა საზოგადოდ ინფექციასთან ბრძოლას და ზემოხსენებული ხელშემწყობი ფაქტორების დროულ ლიკვიდაციას გულისხმობს. სეფსისის პროფილაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს და წარმატებით ხორციელდება კიდეც, როცა ცნობილია რისკფაქტორი. მაგალითად, პაციენტი მზადდება რთული ქირურგიული ოპერაციისთვის, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპია აქვს ჩასატარებელი ან ჩატარებული, აქვს დამწვრობით ან სხვა სახის ტრავმით გამოწვეული ფართო დაზიანება კანსა და ლორწოვანზე...

მაგრამ არსებობს სეფსისის რისკის შემცველი სიტუაციები, როდესაც პროფილაქტიკა სრულიად შეუძლებელია. მაგალითად, როგორ უნდა დავაზღვიოთ წინასწარ მცირე ტრავმისაგან პატარა, სავსებით ჯანმრთელი გოგონა ან ბიჭუნა, რომელთა სიცელქეს შეიძლება ტრავმა მოჰყვეს, ან მოზარდი, რომლის საყვარელი გასართობი ერთი შეხედვით უწყინარი ფერისმჭამელების გამორწყვაა? ვერანაირად. ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში არაერთხელ მოხვედრილა ასეთი პაციენტიც მძიმე, ელვისებური სეფსისის დიაგნოზით. ელვისებური, ანუ ძალზე მოკლე ხანში (რამდენიმე საათში) განვითარებული მძიმე სეფსისის დროს დაავადების დაუყოვნებელ ამოცნობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ადამიანის გადარჩენის საკითხს შესაძლოა საათები და, ასე განსაჯეთ, წუთებიც კი წყვეტდეს. ასეთ დროს დროული დიაგნოზიც და მკურნალობის სწორად წარმართვაც დაგროვილ გამოცდილებას ემყარება. საბედნიეროდ, ცხოვრებაში ასეთი სიტუაცია ხშირი არ არის და ყოველი მცირე ტრავმისას ორგანიზმში არ ხვდება განსაკუთრებით შხამიანი მიკრობი, მაგრამ მათი არსებობა უნდა გვახსოვდეს და დროულად მივმართოთ სპეციალიზებულ კლინიკას.

  • რატომ სპეციალიზებულს და არა უბრალოდ კლინიკას?

სპეციალიზებულ ცენტრში ასეთი იშვიათი შემთხვევების კუმულაცია ექიმს გამოცდილების დაგროვების საუკეთესო საშუალებას აძლევს. ამ გზით დაგროვილი გამოცდილების წყალობითაა, რომ სეფსისის ცენტრის ნებისმიერ ექიმს დღეს არა მხოლოდ დიაგნოზის უსწრაფესი ამოცნობა, არამედ ყოველგვარი ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე, დიდი ალბათობით, სეფსისის გამომწვევი მიკრობის პროგნოზირებაც შეუძლია.

ალბათ იფიქრებთ: რა პრობლემაა? გაკეთდეს ანალიზი და ამ გზით დაისვას დიაგნოზი. ლაბორატირიული ანალიზი კი კეთდება, მაგრამ გამოცდილი ექიმი, ძვირფასი წუთები რომ არ დაიკარგოს, მკურნალობას პასუხის მიღებამდე იწყებს, დიაგნოზს კი სიმპტომების მიხედვით სვამს, რადგან მრავალი შემთხვევის მაგალითზე იცის, რომელ ბაქტერიას რა განსაკუთრებილი, სხვებისგან განსხვავებული სიმპტომის გამოწვევა შეუძლია.

  • როგორია პროგნოზი?

- გაგიკვირდებათ და არცთუ ისე ცუდი, თუ სწორი მკურნალობა დაავადების ადრეულ სტადიაზევე დაიწყო. როგორც გითხარით, სეფსისის საწინააღმდეგო სამსახურის ორგანიზებული სტრუქტურის არსებობის პირობებეში, რომელიც სამკურნალო, სამეცნიერო და ექიმთა სწავლების პროცესს მოიცავდა, სეფსისით სიკვდილიანობა საქართველოში 4-5%-მდე შემცირდა. სამწუხაროდ, ამ ორგანიზებული სისტემის მოშლას ლოგიკურად მოჰყვა სეფსისით სიკვდილიანობის მკვეთრი მატება 25-28%-მდე, რაც სეფსისის დაგვიანებული დიაგნოსტიკით აიხსნება. ასეთივეა მაჩვენებლები ევროპასა და ამერიკაში, სადაც სეფსისის საწინააღმდეგო სპეციალიზებული განყოფილებებისა და კლინიკების არსებობის აუცილებლობაზე დღეს უკვე აქტიურად საუბრობენ.

დაბოლოს, მინდა, სეფსისზე საუბარი ისევ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ცნობილი დასკვნით დავასრულო, რომელიც მან ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა: “რაც უფრო ღრმად ვსწავლობთ სეფსისს, უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ მეტად რთული სამედიცინო პრობლემის მარტივი გადაჭრა სეფსისის საწინააღმდეგო სამსახურის სწორ ორგანიზაციაშია”.