ჰაერის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები და რა უნდა გაითვალისწინოთ ქრონიკული ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში
სხვა შემთხვევებში, ძირითადად, ჯანმრთელობის პრობლემაზე მიანიშნებს და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
ჰაერის უკმარისობას ზოგჯერ თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- გულმკერდის არეში მოჭერის შეგრძნება;
- შეგრძნება, თითქოს უფრო ხშირად ან სწრაფად უნდა ისუნთქოთ;
- შეგრძნება, თითქოს საკმარის ჟანგბადს ვერ იღებთ
ჰაერის უკმარისობა შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს.
ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- ასთმა;
- დაბალი წნევა, ჰიპოტენზია;
- პრობლემები გულზე;
- ჰემოგლობინის დაბალი დონე;
- ფილტვების ანთება ან ფილტვებისა და ჰაერგამტარი გზების პრობლემა;
- პანიკური შეტევა ან შფოთვითი აშლილობა;
- ნევროზი;
- სიმსუქნე
არსებობს 3 სახის სუნთქვის დარღვევა: ინსპირატორული ქოშინი, რომელიც შესუნთქვის გაძნელებას გულისხმობს, იმ პაციენტებს უვითარდებათ, რომლებსაც გულის დაავადებები აწუხებთ. ექსპირატორი ქოშინი, ანუ ამოსუნთქვის გაძნელება და უფრო მეტად ბრონქული ასმთმის დროს ვლინება. შერეული ტიპის ქოშინი კი სუნთქვის გაძნელებაა, როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის დროს.
როგორ უნდა მოიქცეთ ქრონიკული ჰაერის უკმარისობის შემთხვევაში
ქრონიკული ჰაერის უკმარისობა უმეტესად თან ახლავს ასთმას, ანემიას ან ფილტვების ქრონიკულ ობსქტრუქციულ დაავადებას. ასეთ დროს ჰაერის უკმარისობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად:
- მოერიდეთ ექსტრემალურ ტემპერატურებს;
- მოერიდეთ სიმაღლეებს;
- შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება;
- მოერიდეთ თამბაქოს მეორეულ კვამლს;
- ივარჯიშეთ რეგულარულად (თუმცა, ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი)
თუ ექიმმა მედიკამენტები დაგინიშნათ, მიიღეთ დროულად.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაა საჭირო თუ მწვავე ჰაერის უკმარისობას თან ახლავს: გულმკერდის ტკივილი, ტუჩების ან ფრჩხილების გალურჯება, გონების დაკარგვა, გულისრევა და სხვა სიმპტომები. აუცილებელია კონსულტაცია თერაპევტთან, რომელიც ჰაერის უკმარისობის გამომწვევ მიზეზს დაადგენს.