/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დავეწიოთ და გავუსწროთ

დავეწიოთ და გავუსწროთ
ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ბიჭებისთვის, სიმაღლის მოსამატებელი პრეპარატებისა და ვიტამინების მიცემას არ გვირჩევენ - სქესობრივ ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებსო.

მართალია თუ არა ეს? საერთოდ, რას გვირჩევთ, თუ ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩა? ზრდაში ჩამორჩენა აშკარა ხდება 5-6 წლის ასაკში. ისე კი, მშობლებმა დაბადებიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ზრდასა და განვითარებას. ზრდაში ჩამორჩენა შეიძლება გამოიწვიოს:

  • ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონის დეფიციტმა;
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ;
  • ძვლის ხრტილის პათოლოგიამ (ამ შემთხვევაში ზრდა არაპროპორციულია).

ბავშვის ზრდა-განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კვება. იმ უარყოფით გარეშე ფაქტორებს შორის, რომლებიც ზრდას აფერხებს, არის ნიკოტინი, ალკოჰოლი, ინფექციური დაავადებები. ნიკოტინი, მეტადრე - მოზარდ ორგანიზმში, თრგუნავს ჰიპოფიზის ფუნქციას (შეგახსენებთ: იქ გამომუშავდება ზრდის ჰორმონი), იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, აფერხებს ნივთიერებათა ცვლას. ყოველივე ეს ხელს უშლის სხეულის პერიფერიაზე განლაგებული ზრდის ზონების კვებას და საბოლოოდ სიმაღლეში ზრდის შეფერხებას იწვევს. გენეტიკური ფაქტორის უარყოფა არ შეიძლება: მაღალ მშობლებს შვილებიც მაღალი ჰყავთ, - მაგრამ ის არ არის გადამწყვეტი. გაიხსენეთ, განა ყველა კალათბურთელს კალათბურთელი მშობლები ჰყავდა.

ირღვევა თუ არა ამ დროს სხვა ორგანოთა ფუნქციები?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ეს ჩამორჩენის მიზეზზეა დამოკიდებული. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით გამოწვეული ტანდაბლობისას კრეტინიზმის საშიშროებაც არსებობს. ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევითა და სომატოტროპული ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული ტანდაბლობა განსაზღვრულ საფეხურამდე არც ისე თვალშისაცემია, რადგან ბავშვს ყველაფერი პროპორციულად პატარა აქვს, მაგრამ 13-14 წლის ასაკში ის უკვე საგრძნობლად ჩამორჩება განვითარების ასაკობრივ ნორმას. ბევრი რამ არის დამოკიდებული ძვლოვან ასაკზე, რომელსაც კიდურების რენტგენოგრაფიით ადგენენ. თუ 14 წლის მოზარდს რვა წლის ბავშვის ძვლოვანი ასაკი აქვს, მისი გონებრივი და ფიზიკური განვითარებაც რვა წლის ბავშვისას გაუტოლდება. რაც შეეხება სქესობრივ (და მასთან დაკავშირებულ რეპროდუქციულ) ფუნქციას, პრობლემის მოგვარებისას ეს დარღვევებიც აღმოიფხვრება.

შესაძლებელია თუ არა დახმარება?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

გააჩნია მიზეზს. თუ ტანდაბლობა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიით არის განპირობებული, პრობლემის მოგვარება რთული არ უნდა იყოს. გადაულახავ სირთულეს არც ზრდის ჰორმონის დეფიციტით განპირობებული ტანდაბლობა წარმოადგენს - პაციენტს ამ ჰორმონს აძლევენ და ზრდის მაჩვენებელიც ნორმას უბრუნდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჰორმონის მიღება მხოლოდ მისი ნაკლებობის შემთხვევაშია უსაფრთხო და გამართლებული. ზრდის ჰორმონით მკურნალობის მიზანი მაღალი ბავშვის გაზრდა კი არა, მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების სრულყოფაა. პათოლოგიური ტანდაბლობის შემთხვევაში ის, ვინც ზრის ჰორმონს იყენებს, ნორმალურად განვითარდება, მაგრამ ტანდაბალი დარჩება. ხოლო ის, ვისაც ზრდის ჰორმონს არ აძლევენ, ტანმორჩილიც იქნება და არც სხვა მხრივ განვითარდება. პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დავადგინოთ მისი მიზეზი. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი იმ მეთოდების შერჩევა, რომლებიც ბავშვს ზრდაში დაეხმარება. სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი ფაქტორებია:

  • რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სპეციალური ვარჯიშები საგანგებო მოწყობილობაზე;
  • წყლის თერმული პროცედურები;
  • ფიზიოთერაპიული პროცედურები (სხვადასხვა სახეობის მასაჟი);
  • ორგანიზმის გაკაჟება;
  • ბალანსირებული კვება.

სწორი კვების ორგანიზება ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. გასათვალისწინებელია სქესი, ასაკი, გადატანილი თუ თანამდევი დაავადებები, სოციალური პირობები და სხვა. რაციონი სათანადო ოდენობით უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მინერალურ მარილებს. უმჯობესია წვნიანი კერძები, წვენები, უმი ხილი და ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, ბურღულის ფაფები, ხორბლის პური.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ აძლიერებს ბავშვის ზრდას რკინა და როგორ უნდა გააუმჯობესოთ მისი შეწოვა

არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები?

ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ყველა პოლივიტამინი უწყობს ხელს. "ზრდის ვიტამინები” უფრო სარეკლამო განაცხადია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მივცეთ ვიტამინები, რომ სასურველი ეფექტი მივიღოთ. თუ მოზარდს ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება, თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფეხბურთით, ცურვით.

როდის ითვლება ადამიანი ზრდასრულად?

ზრდასრულად ითვლება 18 წლის ვაჟი, გოგონები კი უფრო ადრე ასრულებენ ზრდას (ეს დამოკიდებულია პირველი მენსტრუაციის დროზე). მაგრამ ეს არ არის დოგმა, რადგან ზოგიერთი ამის შემდგომაც განაგრძობს ზრდას. მინიმალური სიჩქარით, მაგრამ მაინც. ერთი სიტყვით, ყველაფერს ზრდის ზონები განსაზღვრავს. როცა ისინი იხურება, ხაზოვანი ზრდა წყდება, მხოლოდ ძვლის გამსხვილების ხარჯზე გრძელდება მინიმალური ზრდა.

იქნებ გამოგადგეთ...

პედიატრმა, სიმაღლეში ზრდის სპეციალისტმა, შემოგვთავაზა ზრდის ელექსირის რეცეპტი: დილით, უზმოზე, დაალევინეთ ბავშვს 200გ სტაფილოს წვენი, დააყოლებინეთ 1ჩ/კ არაჟანი და 1 კაფსულა A ვიტამინი (დოზა - ასაკის გათვალისწინებით). ასე განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში. მომდევნო ორი კვირა დილით, უზმოზე, მიეცით 200გ უმი ჭარხლის წვენი და დააყოლებინეთ 100გ ცივი რძე. შესაძლოა, უზმოზე ჭარხლის წვენმა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან ფაღარათი გამოიწვიოს. შეგიძლიათ, შეურიოთ 100გ მჟავე ვაშლის წვენი. კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ ბავშვი წონას იოლად იმატებს, დიეტას ფიზიკური დატვირთვაც შეუხამეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

დავეწიოთ და გავუსწროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები