/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

გაციება და ანგინა

გაციება და ანგინა
რატომ ცივდება ბავშვი ზაფხულში? შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ინგა იოსავა გვიპასუხებს.

- რატომ ცივდება ზაფხულში ბავშვი?

- ზაფხულის სიცხე რომ შეიმსუბუქოს, ადამიანი ათასგვარ საშუალებას მიმართავს, ბავშვისთვის კი მრავალი მათგანი სახიფათოა.

- მაინც რომელი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- პირველ ყოვლისა, ნაყინი. იგი საყლაპავსა და ზემო სასუნთქ გზებს აცივებს და ცხვირ-ხახაში ჩაბუდებული ვირუსებისა და ბაქტერიების გააქტიურებას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ ნაყინის ჭამის შემდეგ ბავშვი ყელის ტკივილს, სიმშრალეს, ყლაპვის გაძნელებას უჩივის ხოლმე, ეცადეთ, ამ საცდურს მოარიდოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ფინჯანში ან ფიალაში გადაიღეთ, რომ ოდნავ გალღვეს და პატარ-პატარა ლუკმებით აჭამეთ.

ცივი წყალი. გაზიანი თუ უგაზო, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც არ უნდა სცხელოდეს ბავშვს, ნუ დაალევინებთ ყინულივით ცივს. თუ სიტუაცია გამოუვალია, ბავშვს ძალიან მოსწყურდა, თქვენ კი სხვანაირი წყალი არ მოგეძევებათ, ურჩიეთ, ვიდრე გადაყლაპავდეს, პირის ღრუში რამდენიმე წამით დააყოვნოს. ყლუპი შეთბება და ორგანიზმს ისე ძლიერ აღარ ავნებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ვენტილატორი და კონდიციონერი. ეცადეთ, ბავშვი ისეთ ადგილას დასვათ, რომ ცივი ჰაერის ნაკადი პირდაპირ არ ხვდებოდეს. ბინის განიავებისას ყველა სარკმელს ერთდროულად ნუ გამოაღებთ, რათა ორპირი ქარი არ წარმოიშვას.

ბანაობა. ზაფხულობით უმჯობესია, ბავშვი გრილი წყლით აბანაოთ, დღეში რამდენიმეჯერაც კი. ბანაობის შემდეგ რომ არ გაგიცივდეთ, ცხელი ჩაი ან კომპოტი შესთავაზეთ. ნურასოდეს დატოვებთ ბავშვს მზისგულზე გაჩერებულ ავტომანქანაში, თუნდაც "სულ ერთი წუთით", რადგან მისი ორგანიზმი მაღალი ტემპერატურისადმი გაცილებით მგრძნობიარეა. ამასთანავე, ბავშვები უფროსებზე სამჯერ უფრო ინტენსიურად და სწრაფად ოფლიანდებიან, ამიტომ მანქანის დაძვრის შემდეგ მათი გაციების საფრთხეც მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ
ანგინა და მისი გართულებები

თმა და ყურები. ზაფხულობით თავის დაბანის შემდეგ ბევრ ბავშვს სტკივდება ყური - ნიჟარაში მოხვედრილი წყალი თუ არ ამოვაშრეთ, ნოტიო გარემოში ბაქტერიები ელვის სისწრაფით გამრავლდებიან და ანთებას გამოიწვევენ. ბანაობის შემდეგ ბავშვს ფაქიზად გამოუმშრალეთ ყურები ბამბის ჩხირებით და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშრეთ თმა ფენით. ნამიანი თმითა და ყურებით გარეთ ნუ გაიყვანთ, როგორც არ უნდა ცხელოდეს. ბავშვებს იმუნიტეტი ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომაც არის, რომ ისინი უფროსებზე ხშირად ავადმყოფობენ, თანაც გაციება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.

- გაციებისას ბავშვების უმრავლესობას მაშინვე ანგინაც ემართება. რისი ბრალია ეს?

- ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი ბავშვებს მართლაც ხშირად ემართებათ. მას იწვევს მიკრობი, ვირუსი, სოკო, ყველაზე ხშირად - A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და ოქროსფერი სტაფილოკოკი. ტონზილიტისადმი მიდრეკილებას დიდწილად განაპირობებს გენეტიკური განწყობა. არსებობს ხელშემწყობი ფაქტორებიც: არასწორი კვება, რაქიტი და ხელოვნურ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა, გადახურება, ვიტამინების ნაკლებობა, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები, კარიესი.

- ყელის ტკივილი ყოველთვის ანგინაზე მიუთითებს?

- ყელის ტკივილი თავს იჩენს არა მარტო ტონზილიტის, არამედ ფარინგიტის - ხახის უკანა კედლის ანთების დროსაც. ანგინის დროს ანტიბიოტიკების მიღება აუცილებელია, ფარინგიტის დროს კი ხშირად მცენარეული სამკურნალო საშუალებებიც კმარა. ანგინა მხოლოდ "სუსტი ყელის" მქონე ბავშვებს როდი ემართებათ - ის ნებისმიერს შეიძლება დაატყდეს თავს, სავსებით ჯანმრთელსაც კი. ხშირად ავადმყოფობენ გაუკაჟებელი, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობის მიმართ მგრძნობიარე ბავშვები. ასაკის მატებასთან ერთად იმუნიტეტი ძლიერდება და დაავადებაც იშვიათდება.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ანგინით დაავადებულმა ბავშვმა ოჯახის სხვა წევრებს საფრთხე არ შეუქმნას ან პირიქით?

- ტონზილიტი უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ამიტომ ინფექცია საუბრის დროსაც კი შეიძლება გადაედოს. ისეთ შენობაში, სადაც ტენიანობა მაღალია, ხოლო ვენტილაცია - ცუდი, მიკრობები უკეთ გადაადგილდებიან, შესაბამისად ინფიცირების ალბათობაც მაღალია. არსებობს ანგინის გავრცელების კიდევ ერთი - საკვებისმიერი (ალიმენტური) გზა: როდესაც მზარეული არ იცავს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს, ხელებზე არსებული წვრილი ჩირქოვანი გამონაყარიდან მიკრობები (ოქროსფერი სტაფილოკოკები) შესაძლოა საკვებში მოხვდეს. ასეთ დროს ბავშვთა სახლში, სანატორიუმში, საბავშვო ბაღში და მსგავს დაწესებულებებში შესაძლოა მწვავე ტონზილიტის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდეს. არ შეიძლება ავადმყოფის ჭურჭლის, პირსახოცისა და ცხვირსახოცის გამოყენება. მწვავე პერიოდში მასთან რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი უნდა გვქონდეს, თუმცა ბევრი რამ იმუნური სისტემის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.

- დამეთანხმებით, ძალიან ძნელია, ვაიძულოთ პატარა, ზაფხულის ცხელ დღეებში ყელშეხვეულმა იაროს ან ლოგინში ჩაწოლაზე დავიყოლიოთ. რამდენად აუცილებლია ეს ყოველივე? საზოგადოდ, რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოიქცნენ, თუ პატარა ყელის ტკივილს უჩივის?

- როგორც ვთქვით, ყელის ტკივილი მხოლოდ ანგინის ნიშანი არ არის. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად სასურველია ბავშვი ექიმს ვაჩვენოთ. თუ ანთებას ტემპერატურაც ერთვის, ანტიბიოტიკებით მკურნალობა აუცილებელია შემდგომი გართულებების (რევმატიზმის, ყურის ანთების, ჰაიმორიტის, თირკმელების, გულის გარსების ანთების და ა.შ.) თავიდან ასაცილებლად. საშიშია ადგილობრივი გართულებებიც - თუ ინფექცია ნუშურების ირგვლივ არსებულ ქსოვილებში შეიჭრა, ვითარდება ანთება, წარმოიქმნება ჩირქგროვები და ხშირად ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი. თუ მკურნალობა ბოლომდე არ მივიყვანეთ, დაავადება შესაძლოა გამეორდეს და ქრონიკულ ფორმაშიც კი გადაიზარდოს. ანგინა წამყვანი სიმპტომია ისეთი ინფექციური დაავადებებისა, როგორიც არის ქუნთრუშა, ინფექციური მონონუკლეოზი. გარდა ამისა, ანგინის სიმპტომებით შეიძლება შეინიღბოს დიფტერია. რაც უფრო ადრე გამოვააშკარავებთ ამ ვერაგ დაავადებას, მით უფრო მეტია მისი ეფექტური მკურნალობის შანსი. ანგინისა და დიფტერიის ასპროცენტიანი სიზუსტით განსხვავება მხოლოდ ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით არის შესაძლებელი, ამიტომ თუ ბავშვი ყელის ძლიერმა, მწვავე ტკივილმა შეაწუხა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს: ოტოლარინგოლოგს, ინფექციონისტს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გაციება და ანგინა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაციება და ანგინა

- რატომ ცივდება ზაფხულში ბავშვი?

- ზაფხულის სიცხე რომ შეიმსუბუქოს, ადამიანი ათასგვარ საშუალებას მიმართავს, ბავშვისთვის კი მრავალი მათგანი სახიფათოა.

- მაინც რომელი?

- პირველ ყოვლისა, ნაყინი. იგი საყლაპავსა და ზემო სასუნთქ გზებს აცივებს და ცხვირ-ხახაში ჩაბუდებული ვირუსებისა და ბაქტერიების გააქტიურებას უწყობს ხელს. ასე რომ, თუ ნაყინის ჭამის შემდეგ ბავშვი ყელის ტკივილს, სიმშრალეს, ყლაპვის გაძნელებას უჩივის ხოლმე, ეცადეთ, ამ საცდურს მოარიდოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ფინჯანში ან ფიალაში გადაიღეთ, რომ ოდნავ გალღვეს და პატარ-პატარა ლუკმებით აჭამეთ.

ცივი წყალი. გაზიანი თუ უგაზო, მნიშვნელობა არ აქვს. როგორც არ უნდა სცხელოდეს ბავშვს, ნუ დაალევინებთ ყინულივით ცივს. თუ სიტუაცია გამოუვალია, ბავშვს ძალიან მოსწყურდა, თქვენ კი სხვანაირი წყალი არ მოგეძევებათ, ურჩიეთ, ვიდრე გადაყლაპავდეს, პირის ღრუში რამდენიმე წამით დააყოვნოს. ყლუპი შეთბება და ორგანიზმს ისე ძლიერ აღარ ავნებს.

ვენტილატორი და კონდიციონერი. ეცადეთ, ბავშვი ისეთ ადგილას დასვათ, რომ ცივი ჰაერის ნაკადი პირდაპირ არ ხვდებოდეს. ბინის განიავებისას ყველა სარკმელს ერთდროულად ნუ გამოაღებთ, რათა ორპირი ქარი არ წარმოიშვას.

ბანაობა. ზაფხულობით უმჯობესია, ბავშვი გრილი წყლით აბანაოთ, დღეში რამდენიმეჯერაც კი. ბანაობის შემდეგ რომ არ გაგიცივდეთ, ცხელი ჩაი ან კომპოტი შესთავაზეთ. ნურასოდეს დატოვებთ ბავშვს მზისგულზე გაჩერებულ ავტომანქანაში, თუნდაც "სულ ერთი წუთით", რადგან მისი ორგანიზმი მაღალი ტემპერატურისადმი გაცილებით მგრძნობიარეა. ამასთანავე, ბავშვები უფროსებზე სამჯერ უფრო ინტენსიურად და სწრაფად ოფლიანდებიან, ამიტომ მანქანის დაძვრის შემდეგ მათი გაციების საფრთხეც მეტია.

თმა და ყურები. ზაფხულობით თავის დაბანის შემდეგ ბევრ ბავშვს სტკივდება ყური - ნიჟარაში მოხვედრილი წყალი თუ არ ამოვაშრეთ, ნოტიო გარემოში ბაქტერიები ელვის სისწრაფით გამრავლდებიან და ანთებას გამოიწვევენ. ბანაობის შემდეგ ბავშვს ფაქიზად გამოუმშრალეთ ყურები ბამბის ჩხირებით და მხოლოდ ამის შემდეგ გაუშრეთ თმა ფენით. ნამიანი თმითა და ყურებით გარეთ ნუ გაიყვანთ, როგორც არ უნდა ცხელოდეს. ბავშვებს იმუნიტეტი ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამიტომაც არის, რომ ისინი უფროსებზე ხშირად ავადმყოფობენ, თანაც გაციება უფრო მეტად ასუსტებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.

- გაციებისას ბავშვების უმრავლესობას მაშინვე ანგინაც ემართება. რისი ბრალია ეს?

- ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი ბავშვებს მართლაც ხშირად ემართებათ. მას იწვევს მიკრობი, ვირუსი, სოკო, ყველაზე ხშირად - A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და ოქროსფერი სტაფილოკოკი. ტონზილიტისადმი მიდრეკილებას დიდწილად განაპირობებს გენეტიკური განწყობა. არსებობს ხელშემწყობი ფაქტორებიც: არასწორი კვება, რაქიტი და ხელოვნურ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა, გადახურება, ვიტამინების ნაკლებობა, ცხვირისა და დანამატი წიაღების, პირის ღრუს, ღრძილების დაავადებები, კარიესი.

- ყელის ტკივილი ყოველთვის ანგინაზე მიუთითებს?

- ყელის ტკივილი თავს იჩენს არა მარტო ტონზილიტის, არამედ ფარინგიტის - ხახის უკანა კედლის ანთების დროსაც. ანგინის დროს ანტიბიოტიკების მიღება აუცილებელია, ფარინგიტის დროს კი ხშირად მცენარეული სამკურნალო საშუალებებიც კმარა. ანგინა მხოლოდ "სუსტი ყელის" მქონე ბავშვებს როდი ემართებათ - ის ნებისმიერს შეიძლება დაატყდეს თავს, სავსებით ჯანმრთელსაც კი. ხშირად ავადმყოფობენ გაუკაჟებელი, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობის მიმართ მგრძნობიარე ბავშვები. ასაკის მატებასთან ერთად იმუნიტეტი ძლიერდება და დაავადებაც იშვიათდება.

- როგორ მოვიქცეთ, რომ ანგინით დაავადებულმა ბავშვმა ოჯახის სხვა წევრებს საფრთხე არ შეუქმნას ან პირიქით?

- ტონზილიტი უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, ამიტომ ინფექცია საუბრის დროსაც კი შეიძლება გადაედოს. ისეთ შენობაში, სადაც ტენიანობა მაღალია, ხოლო ვენტილაცია - ცუდი, მიკრობები უკეთ გადაადგილდებიან, შესაბამისად ინფიცირების ალბათობაც მაღალია. არსებობს ანგინის გავრცელების კიდევ ერთი - საკვებისმიერი (ალიმენტური) გზა: როდესაც მზარეული არ იცავს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს, ხელებზე არსებული წვრილი ჩირქოვანი გამონაყარიდან მიკრობები (ოქროსფერი სტაფილოკოკები) შესაძლოა საკვებში მოხვდეს. ასეთ დროს ბავშვთა სახლში, სანატორიუმში, საბავშვო ბაღში და მსგავს დაწესებულებებში შესაძლოა მწვავე ტონზილიტის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდეს. არ შეიძლება ავადმყოფის ჭურჭლის, პირსახოცისა და ცხვირსახოცის გამოყენება. მწვავე პერიოდში მასთან რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი უნდა გვქონდეს, თუმცა ბევრი რამ იმუნური სისტემის მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.

- დამეთანხმებით, ძალიან ძნელია, ვაიძულოთ პატარა, ზაფხულის ცხელ დღეებში ყელშეხვეულმა იაროს ან ლოგინში ჩაწოლაზე დავიყოლიოთ. რამდენად აუცილებლია ეს ყოველივე? საზოგადოდ, რას ურჩევთ მშობლებს, როგორ მოიქცნენ, თუ პატარა ყელის ტკივილს უჩივის?

- როგორც ვთქვით, ყელის ტკივილი მხოლოდ ანგინის ნიშანი არ არის. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად სასურველია ბავშვი ექიმს ვაჩვენოთ. თუ ანთებას ტემპერატურაც ერთვის, ანტიბიოტიკებით მკურნალობა აუცილებელია შემდგომი გართულებების (რევმატიზმის, ყურის ანთების, ჰაიმორიტის, თირკმელების, გულის გარსების ანთების და ა.შ.) თავიდან ასაცილებლად. საშიშია ადგილობრივი გართულებებიც - თუ ინფექცია ნუშურების ირგვლივ არსებულ ქსოვილებში შეიჭრა, ვითარდება ანთება, წარმოიქმნება ჩირქგროვები და ხშირად ქირურგიული ჩარევა ხდება აუცილებელი. თუ მკურნალობა ბოლომდე არ მივიყვანეთ, დაავადება შესაძლოა გამეორდეს და ქრონიკულ ფორმაშიც კი გადაიზარდოს. ანგინა წამყვანი სიმპტომია ისეთი ინფექციური დაავადებებისა, როგორიც არის ქუნთრუშა, ინფექციური მონონუკლეოზი. გარდა ამისა, ანგინის სიმპტომებით შეიძლება შეინიღბოს დიფტერია. რაც უფრო ადრე გამოვააშკარავებთ ამ ვერაგ დაავადებას, მით უფრო მეტია მისი ეფექტური მკურნალობის შანსი. ანგინისა და დიფტერიის ასპროცენტიანი სიზუსტით განსხვავება მხოლოდ ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით არის შესაძლებელი, ამიტომ თუ ბავშვი ყელის ძლიერმა, მწვავე ტკივილმა შეაწუხა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს: ოტოლარინგოლოგს, ინფექციონისტს.


- შეიძლება თუ არა, ყელის ტკივილის, ტემპერატურის, ყელში ჩირქოვანი ნადების შემჩნევისას მშობელმა თავად მისცეს შვილს ანტიბიოტიკი?

- არამც და არამც! სწორედ ამ დაუდევარმა საქციელმა გამოიწვია ანტიბიოტიკებისადმი გამძლე მიკროორგანიზმების წარმოშობა. სასურველია, წამლის დანიშვნამდე ავადმყოფს ცხვირიდან და ყელიდან ნაცხი აუღონ. ანალიზი გამომწვევსაც გამოავლენს და ამა თუ იმ პრეპარატის მიმართ მის მგრძნობელობასაც. ანალიზის პასუხის მიღებამდე (3 დღის განმავლობაში) ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, ანალიზის პასუხის შემდეგ კი ექიმი გადაწყვეტს, გააგრძელოს ამ წამლით მკურნალობა თუ შეცვალოს პრეპარატი გამომწვევის მგრძნობელობის შესაბამისად.

- შეიძლება თუ არა სავლებისა და საწუწნი ტაბლეტების გამოყენება ანტიბიოტიკებთან ერთად?

- ყელში გამოვლება ბავშვს ნამდვილად მოჰგვრის შვებას, ოღონდ უნდა ასწავლოთ, როგორ ჩაიტაროს ეს პროცედურა. კარგია გვირილის, ევკალიპტის, ყვითელგულას, სალბის ნაყენი. დაავადების პირველ დღეებში სასარგებლოა თბილი სოდიანი ხსნარის გამოვლება. 1 ჩაის ჭიქა წყალში 1 ჩაის კოვზი სოდა უნდა გავხსნათ. თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ გამოვლება არ შეუძლია, გამოიყენეთ შესასხურებელი საშუალებები - ბიოპაროქსი, ორონორმი, ტანტუმ ვერდე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ანტისეპტიკური საწუწნი აბებიც, რომლებიც ანტიმიკრობული აქტიურობითაც გამოირჩევა. ასვით პატარას დამარბილებელი ჩაი: ჩვეულებრივ ან ბალახეულ (გვირილის ან სხვა) ჩაის დაუმატეთ ალთეს ფესვების ნაყენი და დაატკბეთ თაფლით, თუ ბავშვი მის მიმართ ალერგიული არ არის.

- რას გვეტყვით ფიზიოპროცედურების შესახებ, როდის ინიშნება ისინი და რომელი პროცედურაა უპრიანი ასეთ დროს?

- ფიზიოთერაპია მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია. იგი ძირითადად ლაზერით და ულტრაბგერით ზემოქმედებას გულისხმობს. ლაზეროთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია გამორეცხვასთან ერთად. თერაპიული ლაზერის სხივი ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, რაც დაავადებულ ორგანოს ნორმალური ფუნქციის აღდგენის შესაძლებლობას აძლევს. ერთი რამ გაითვალისწინეთ: სავლები საშუალებები, საწუწნი აბები თუ ფიზიოპროცედურები ტონზილების სიღრმეში ვერ აღწევს, მავნე ბაქტერიები კი სწორედ იქ მრავლდებიან, ამიტომ ანტიბიოტიკების დანიშვნა აუცილებელია.

- მართებულად შერჩეული მკურნალობის დაწყებიდან 2-3 დღეში ჩივილები იკლებს, ტემპერატურა ნორმალიზდება. მშობლები ამას განკურნების ნიშნად მიიჩნევენ და მკურნალობას წყვეტენ. როდის ითვლება ბავშვი განკურნებულად?

- ბავშვი განკურნებულად ითვლება, თუ ნორმალური ტემპერატურა ხუთი დღის განმავლობაში შენარჩუნდა, დაცხრა ყელის ტკივილი ყლაპვისას და ყელის ლიმფური ჯირკვლების გასინჯვისას, ნორმაშია ლაბორატორიული მაჩვენებლები (სისხლისა, შარდისა, ეკგ). ანგინის რეციდივი თავიდან რომ ავიცილოთ, ბავშვი განკურნებიდან 2 კვირის განმავლობაში უნდა მოვარიდოთ იმ მავნე ფაქტორებს, რომლებიც გაციებას და იმუნური სისტემის დასუსტებას იწვევს, მათ შორის - გადაღლას, სტრესს. თუ განკურნებიდან 1-2 თვის განმავლობაში ტემპერატურის მომატება დააფიქსირეთ, მიმართეთ პედიატრს.

- არსებობს კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი - ამოვაჭრათ თუ არა ბავშვს ნუშურა ჯირკვლები, თუ ხშირად სტკივა ყელი, აქვს ტემპერატურა და ასე შემდეგ.

- ამის გადაწყვეტა ექიმს მიანდეთ. ის, ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოცემული სიტუაციისთვის შესაფერის გადაწყვეტილებას მიიღებს. გახსოვდეთ: სასის ნუშურა ჯირკვლები (ტონზილები) იმუნური სისტემის ორგანოებია და თავდაცვითი ფუნქცია აკისრია, ამიტომ სიჩქარე ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება.