/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტომატოლოგია

5 სიმპტომი, რომლებიც ღრძილების ანთების შესახებ მიგანიშნებთ

5 სიმპტომი, რომლებიც ღრძილების ანთების შესახებ მიგანიშნებთ
იმისთვის, რომ სწორად მოვახდინოთ ღრძილების ანთების დიაგნოსტიკა და დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა, საჭიროა ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლითაც ეს დაავადება ხასიათდება.

ღრძილების ანთება ის პრობლემაა, რომელსაც ბევრი სათანადო ყურადღებას არ აქცევს და მოგვიანებით ის საკმაოდ სერიოზულ გართულებებში გადაიზრდება ხოლმე.

ევროპის მოწინავე ინსტიტუტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ყოველი ათი ზრდასრული ადამიანიდან შვიდს აქვს პირის ღრუს რბილი ქსოვილების ანთება იგივე გინგივიტი. ღრძილების ანთების გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, უპირველესად კი, პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა. თითქოს ერთი შეხედვით მარტივი პრობლემის მოგვარებას სახლში, ხალხური მეთოდებით ცდილობენ, თუმცა რეალურად ეს უშედეგოა. მნიშვნელოვანია დროულად, დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიაქციოთ მას ყურადღება, მიმართოთ კვალიფიციურ ექიმ პაროდონტოლოგს და მისი რჩევების შესაბამისად იმკურნალოთ.

იმისთვის, რომ სწორად მოვახდინოთ ღრძილების ანთების დიაგნოსტიკა და დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა, საჭიროა ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლითაც ეს დაავადება ხასიათდება. გაგაცნობთ დაავადების 5 მთავარ ნიშანს, რომლის აღმოჩენისთანავეც აუცილებელად უნდა მიმართოთ ექიმის.

ღრძილებიდან სისხლდენა

ღრძილებიდან სისხლდენა ღრძილების ანთების პირველი და ამავდროულად, ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. თავდაპირველად, სისხლდენა თავს იჩენს მხოლოდ კბილების გახეხვის დროს. მოგვიანებით კი სისხლდენა საკვების ღეჭვის დროსაც იწყება. ძალიან გართულებულ ეტაპზე ღრძილებიდან სისხლი შეიძლება სრულიად უმიზეზოდ, პროვოცირების გარეშეც წამოგივიდეთ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, კბილის გაკეთებისას ერთ დღეს გადამიღეს ორი რენდგენი , ეს ორი იყო ფოტო პირდაპირ ლეპტოპის ეკრანზე ჩანდა და ერთი კვირის შემდეგ უფრო სხვანაირი ფირზე ამობეჭდილი. ამდენი რენდგენი შეიძ₾ებოდა ასე მიყოლებით? 27 წლის ვარ და რამეს ხოარ გამოიწვევდა ამდენი რადიაცია</p>

უსიამოვნო სუნი

უსიამოვნო სუნი (იგივე ჰალითოზი) ბევრი დაავადების მანიშნებელი სიმპტომია. თუმცა ის ყველაზე ხშირად ღრძილების ანთებას ახასიათებს. დაავადების საწყის ეტაპზე უსიამოვნო სუნი დამახასიათებელია მხოლოდ დილით, საკვების მიღებამდე. გართულებულ შემთხვევაში კი შეიძლება ის მთელი დღის განმავლობაში გაგყვეთ.

სიწითლე

ღრძილების ანთების დროს ღრძილები ფერს იცვლის და წითლდება. რაც უფრო მწვავეა დაავადება, მით უფრო ფერშეცვლილია ღრძილები. თავიდან ეს შეიძლება მარტივად შესამჩნევი არ იყოს, თუმცა, თუ დააკვირდებით, აუცილებლად დაინახავთ ფერშეცვლილ ღრძილებს განსაკუთრებით იმ ზონებში სადაც პაციენტი უჩივის ტკივილს, შეშუპებასა და უსიამოვნო შეგრძნებას.

შეშუპება

დაავადების დროს ხშირად შუპდება ღრძილები, რაც შესამჩნევია ვიზუალურად და ასევე იგრძნობა შეხების დროს (მაშინ, როდესაც პაციენტი ეხება პირის ღრუს რბილი ქსოვილების ზედაპირს). შეშუპებულ ღრძილებს მარტივად იგრძნობთ ენით შეხებითაც. შეშუპებული ადგილები მტკივნეულია და ამიტომ, ხშირად მისი სათანადოდ გახეხვა/გასუფთავება ვერ ხერხდება. ეს კი თავის მხრივ იწვევს ბაქტერიების გამრავლებას, კლინიკური სურათის დამძიმებას და დაავადების კიდევ უფრო გამწვავებას.

კბილების მორყევა

თუ ღრძილების ანთების ზემოთ ხსენებულ სიმპტომებს დროულად არ უმკურნალებთ, ჯანმრთელი კბილები იწყებს მორყევას და ადგილის ცვლილებას კბილთა რკალში, რასაც საბოლოოდ ღეჭვითი ფუნქციის დარღვევამდე და შემდგომ კბილების დაკარგვამდე (ადენტია) მივყავართ.

ხანგრძლივად მიმდინარე ღრძილების ანთება იწვევს კბილის ირგვლივ მდებარე რბილი და მაგარი ქსოვილების დესტრუქციას, ყალიბდება პაროდონტული ჯიბე.

მაშინ, როდესაც არ ხდება ღრძილების ანთების მედიკამენტოზური მკურნალობა და პროცესი შეუქცევადად მიმდინარეობს, დროთა განმავლობაში ხდება კბილის ირგვლივ მდებარე საყრდენი ქსოვილების სრულ დაშლა, რასაც საბოლოოდ კბილების მორყევამდე მივყავართ, რაც შემდგომ მათ დაკარგვას იწვევს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ ავირიდოთ მოხუცებულთა ჭკუასუსტობა
როგორ ავირიდოთ მოხუცებულთა ჭკუასუსტობა
აშშ-ში კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაბერებადი თავის ტვინისათვის
სრულად
აღმოჩენილია კიბოს "მკვებავი" ნივთიერება - მედიცინის სიახლეები
აღმოჩენილია კიბოს "მკვებავი" ნივთიერება - მედიცინის სიახლეები
მკვლევრებმა კუნთების ზრდისთვის მნიშვნელოვანი ცილა აღმოაჩინეს ცხოველების ახალშობილ და ზრდასრულ უჯრედებზე წარმოებული ექსპერიმენტით სპეციალისტებმა აღმოაჩინეს
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კიდურების სისუსტითა და მხედველობის დარღვევით დაწყებული, მძიმე ინვალიდობით დამთავრებული. ამერიკელმა მეცნიერებმა დაავადების ადრეულ სტადიაში ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის გზით ბიძგი მისცეს პათოლოგიური პროცესის უკუგანვითარებას. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 20-დან 35 წლამდე ასაკის 21 პაციენტი, რომლებსაც ინტერფერონ-ბეტას ნახევარწლიანმა სტანდარტულმა თერაპიამ ვერავითარი შედეგი ვერ მოუტანა. მათ ჯერ იმუნური სისტემის დამთრგუნველი ქიმიოთერაპია ჩაუტარდათ, ხოლო შემდეგ - წინასწარ აღებული ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. 17 პაციენტს პათოლოგიური პროცესი ნაწილობრივ დაურეგულირდა. გაფანტული სკლეროზის შედეგად დაკარგული ფუნქციის აღდგენას დაახლოებით 24 თვე დასჭირდა. ასეთივე შედეგი მიიღეს კანადელმა მეცნიერებმაც, რომლებმაც ეს მეთოდი გაფანტული სკლეროზით დაავადებული 17 ადამიანის სამკურნალოდ გამოიყენეს.

შედეგები იმედის მომცემია, მაგრამ აუცილებელია ახალი მეთოდის დეტალური შესწავლა, ფარული რისკებისა და გვერდითი ეფექტების გამოვლენა და სტანდარტული თერაპიის შემუშავება.

რატომ მისდით გული თვითმფრინავის მგზავრებს

ფრენის დროს ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს, გულის წასვლაა. ასეთი დასკვნა გამოიტანეს გერმანელმა (ბოხუმის უნივერსიტეტი) და ამერიკელმა (კალიფორნიის უნივერსიტეტი) მეცნიერებმა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავით მგზავრობისას ჯანმრთელობის გაუარესების 10 ათასზე მეტი შემთხვევა გამოიკვლიეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საერთო ჯამში თვითმფრინავის მგზავრებს იშვიათად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, მაგრამ თუ დასჭირდათ, ამან შესაძლოა ძლიერი გავლენა მოახდინოს სხვა მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებზე. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მგზავრები ყველაზე ხშირად თავბრუხვევას, კუჭისა და გულის მუშაობის დარღვევას უჩივიან. აქედან ნახევარზე მეტი - 53,5% - გულის წასვლის წილად მოდის. ვენების თრომბოზის პროცენტული ოდენობა, რომელიც ფრენის თანამდევ ერთ-ერთ საფრთხედ არის მიჩნეული, მხოლოდ 0,5 აღმოჩნდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ფეხების შეშუპება უფრო მეტად გადაფრენის შემდეგ ვითარდება და არა უშუალოდ მგზავრობისას. ასევე იშვიათი აღმოჩნდა შემთხვევები, რომლებიც სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა (აპენდიციტი, შინაგანი სისხლდენა და მშობიარობა). ექსპერტთა ვარაუდით, ასეთი გამოკვლევები გააადვილებს ფრენის დროს მოსალოდნელი პრობლემების განსაზღვრას და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავებას.

თავის ტვინის სიმსივნურ წარმონაქმნში წამლის შეღწევა სურათზე აღბეჭდეს

იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა სურათზე აღბეჭდა თავის ტვინის სიმსივნეში წამლის შეღწევის პროცესი.

შესაძლოა, ამ მიღწევამ ონკოლოგიას ახალი შესაძლებლობები გადაუშალოს თვალწინ - ექიმებს კონკრეტული პაციენტისთვის წამლის აუცილებელი დოზის ზუსტად განსაზღვრის საშუალება მისცეს.

კვლევის წარმატება განაპირობა მედიკამენტმა, რომელიც იაპონიაში სურენიუს სახელწოდებით არის რეგისტრირებული. იაპონელმა მკვლევარებმა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატს კონტრასტული ნივთიერება შეურიეს და თაგვს შეუყვანეს, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით მიიღეს სურათი, რომელზეც ნათლად ჩანს უბნები, სადაც წამალმა შეაღწია. ექსპერიმენტის შესახებ გამოქვეყნებულ მასალებში ნათქვამია, რომ ახალი მეთოდი იძლევა მკურნალობის ეფექტის რეალურად შეფასების საშუალებას, ვინაიდან სურენიუ დაღუპულ უჯრედებსაც აფიქსირებს.

ტვინის შერყევა ზრდის ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს

კანადელმა (მონრეალის უნივერსიტეტი) მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სპორტსმენებს, რომლებმაც ახალგაზრდობაში თავის ტვინის შერყევა გადაიტანეს, მოწიფულ ასაკში უფრო მეტი აქვთ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობა. მეცნიერებმა შეისწავლეს 60 წელს გადაცილებულ იმ მამაკაცების მეხსიერება და მოტორული რეაქციები, რომლებიც ახალგაზრდობაში ჰოკეისა და ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მამაკაცთა ჯანმრთელობას, რომლებმაც დაახლოებით 30 წლის წინ რამდენჯერმე გადაიტანეს ტვინის შერყევა. ამ უკანასკნელთ უფრო უარესი მახსოვრობა და რეაქცია აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვისაც სპორტულ მოედანზე ტრავმა არ მიუღია.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდობისას გადატანილი ტრავმა ალცჰაიმერის დაავადების რისკის ფაქტორია, თუმცა კვლევის ხელმძღვანელი ლიუ დე ბომონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია კვლევის გაგრძელება და იმის დადგენა, რამდენად მოსალოდნელია ალცჰაიმერის ან პარკინსონის დაავადების განვითარება ახალგაზრდობაში ტვინისშერყევაგადატანილ ადამიანებს შორის. მისივე თქმით, აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სპორტსმენებში ტრავმის პროფილაქტიკას, ახალგაზრდა სპორტსმენების, მათი მშობლებისა და მწვრთნელების ინფორმირებას თავის ტვინის შერყევის სიმპტომების შესახებ. "ჩვენ არ ვითხოვთ ვარჯიშზე უარის თქმას, ჩვენ მხოლოდ ტრავმების შესაძლო შედეგების გაცნობიერების აუცილებლობას ვუსვამთ ხაზს", - განაცხადა დე ბომონმა.


ოსტეოართრიტით დაავადებულებს ფიზიკური ვარჯიში ზიანს არ მიაყენებს

სახსრების დაავადების მქონე მრავალი ავადმყოფი უფრთხის ფიზიკურ ვარჯიშს, მაგრამ აშშ-ს New England Baptist Hospital-ის თერაპევტები ირწმუნებიან, რომ ზომიერი ვარჯიში ძვლებს არ ვნებს.

ოსტეოართრიტით დაავადებულებს შორის, რომლებიც რეგულარულად ასრულებდნენ ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშებს, ტრავმისა და სახსრის დაზიანების რისკის მატება არ გამოვლენილა. პირიქით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვარჯიში უხდება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ამცირებს დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წონის დაკლების შემთხვევაში სახსრის ხრტილის ანთების ალბათობაც იკლებს, ვინაიდან სხეულის ყოველი ზედმეტი კილოგრამი მუხლებზე დატვირთვას 4 კგ-ით ზრდის. ავადმყოფებს, რომელთაც უჭირთ დამოუკიდებლად გადაადგილება, გადატანილი აქვთ მოტეხილობა ან დეფორმირებული აქვთ სახსარი, ექიმები ურჩევენ, ვარჯიში ცხოვრების წესად აქციონ. ორთოპედები ირწმუნებიან, რომ ფიზიკური აქტიურობა განსაკუთრებით სასარგებლოა მოხუცებისთვის და მათთვის, ვისაც მუხლის ძვლოვანი ქსოვილი აქვს დაზიანებული. მარტივი ვარჯიშები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციას აუმჯობესებს. ასე რომ, პაციენტთა შიში სრულიად უსაფუძვლოა.

სხეულის ენა

ბერკლის უნივერსიტეტში ჩატარდა ცდების მთელი სერია, რომელთა მეშვე-ობითაც ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ჟესტებზე დაკვირვებით ზუსტად არის შესაძლებელი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის განსაზღვრა. ექსპერიმენტის ავტორებმა უცნობ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაცმულობით და აქსესუარებით ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ, ურთიერთობის გაბმა შესთავაზეს და დააკვირდნენ, რამდენად თბილად და პატივისცემით ეპყრობოდნენ ისინი ერთმანეთს. კვლევის ის მონაწილეები, რომელთა მშობლებსაც მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ, ქცევით აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ მდაბიო წარმომავლობის ახალგაზრდებისგან. მეტიც - როდესაც დამკვირვებელთა ჯგუფს პირველი ჯგუფის წევრთა ურთიერთობის ამსახველი სამოცწამიანი ვიდეოჩანაწერი აჩვენეს, მაყურებლებმა აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრეს ეკრანზე ნანახი ადამიანების სტატუსი. კვლევის ავტორების თქმით, რაც უფრო მაღალია ადამიანის სოციალური სტატუსი, მით უფრო ლაღი და თავდაჯერებულია იგი, რაც მის ქცევაზეც აისახება.

საინტერესო კვლევა ჩატარდა ინდიანის უნივერსიტეტშიც: ფსიქოლოგებმა სცადეს გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა ჟესტების საფუძველზე იმის განსაზღვრა, რამდენად მოსწონს ადამიანს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი. კვლევის მონაწილეებს აჩვენეს პირველი პაემნის ამსახველი რამდენიმე ათეული ოცდაათწამიანი ვიდეოჩანაწერი. ფირზე აღბეჭდილი წყვილები განცხადების საფუძველზე პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს. კვლევის მონაწილეებს დიალოგის შინაარსი არ ესმოდათ (ჩანაწერები გერმანიაში იყო გადაღებული), მათ მხოლოდ ჟესტების, ინტონაციის, გამომეტყველების საფუძველზე უნდა დაესკვნათ, დააინტერესა თუ არა მამაკაცმა ქალი და პირიქით. ასიდან 80 შემთხვევაში დამკვირვებლებმა მცდარი დასკვნა გამოიტანეს. მამაკაცების გრძნობებს ისინი სწორად "კითხულობდნენ", ქალის გრძნობებში გარკვევა კი უჭირდათ. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ადვილი ასახსნელია - მამაკაცთან ურთიერთობის გაღრმავებისას ქალი უფრო მაღალ საფასურს იხდის, რადგან შესაძლოა მოატყუონ და მიატოვონ, ამიტომ სუსტი სქესის წამომადგენლები ქვეცნობიერად თუ განზრახ ცდილობენ, დამალონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობა.