/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მედიცინის ისტორია

დიალიზის ისტორია

დიალიზის ისტორია
დიალიზი (ბერძნულად - დაშლა, გამოყოფა), კოლოიდური სისტემებიდან და მაღალმოლეკულური ნაერთების ხსნარებიდან ნახევრად შეღწევადი მემბრანების მეშვეობით დაბალმოლეკულური მინარევების გამოყოფას ნიშნავს.

დიალიზს ძალზე საინტერესო და ხანგრძლივი ისტორია აქვს. ზოგადად სისხლის გაწმენდა ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წარმოადგენდა აქტუალურ სამედიცინო ამოცანას. ამ მეტად რთული ამოცანის გადაწყვეტის გზებს მეცნიერები და მკვლევარები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ.

ძველად მიაჩნდათ, რომ მრავალი დაავადება ორგანიზმის სითხეთა შერევის გამო ვითარდება. აქედან გამომდინარე, ორგანიზმის გაწმენდის მიზნით სხვადასხვა მცენარისა და მინერალების ხსნარებს, ნახარშებს იყენებდნენ. თუმცა ყოველივე ეს ხშირ შემთხვევაში არათუ უეფექტო, მავნებელიც კი იყო ადამიანისთვის. შესაბამისად, სისხლის გაწმენდისადმი ინტერესი სულ უფრო მძაფრდებოდა და აქტუალურ პრობლემად რჩებოდა.

მე-19 საუკუნის დასაწყისში სისხლის გაწმენდის პრობლემა სრულიად სხვაგვარი მიდგომითა და განსხვავებული კუთხით წამოიჭრა, რადგან, ბიოქიმიის განვითარებისდა კვალად, ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესს მოეფინა ნათელი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემოდიალიზის ფიზიოლოგიური საფუძვლები 1854 წლით თარიღდება, როდესაც შოტლანდიელმა სწავლულმა თომას გრეჰემმა გამოაქვეყნა ნაშრომი "კოსმოსური ძალა". ამ ნაშრომში პირველად აღიწერა სპეციალურად დამუშავებული პერგამენტისგან ნახევარგამტარი მემბრანების დამზადების მეთოდი. აღნიშნული მეთოდით შესაძლებელი გახდა კოლოიდური და კრისტალოიდური ხსნარების გაყოფა.

თომას გრეჰემმა თავის ნაშრომებში ექსპერიმენტულად დაამტკიცა დიფუზიისა და ოსმოსის დღეს უკვე კლასიკურად აღიარებული და ცნობილი კანონები. პერგამენტით კრისტალოიდური ხსნარების დიფუზიის პროცესს შოტლანდიელმა სწავლულმა დიალიზი უწოდა. თავის ნაშრომებში მან აჩვენა აგრეთვე კავშირი დიფუზიის სიჩქარესა და მოლეკულათა ზომებს შორის: რაც უფრო დიდი ზომისაა მოლეკულა, მით უფრო დაბალია დიფუზიის სიჩქარე.

1913 წელს ამერიკელმა სწავლულმა ჯონ ჯეკობ აბელმა შექმნა ჰემოდიალიზის აპარატი, რომელიც ხელოვნური თირკმლის წინამორბედი გახლდათ. ამ აპარატით შესაძლებელი იყო სისხლიდან გარკვეული ნივთიერებების გამოყოფა. ექსპერიმენტები ტარდებოდა ძაღლებზე, რომელთაც თირკმელები ამოკვეთილი ჰქონდათ. ცდების მიმდინარეობისას დადასტურდა, რომ სისხლიდან შესაძლებელია ცილებთან დაკავშირებული აზოტოვანი შენაერთების ეფექტურად გამოყოფა. თუმცა აპარატის ფილტრირებადი მემბრანის მცირე ზედაპირი ადამიანთა სისხლის ეფექტურად გაწმენდის საშუალებას არ იძლეოდა.

აპარატში გამავალი სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გამოიყენებოდა ჰირუდინი - ანტიკოაგულანტი, რომელსაც წურბელებისგან იღებდნენ. პრეპარატის დაბალი ეფექტურობის გამო თრომბოემბოლიური გართულებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

ადამიანს პირველად ჰემოდიალიზი გერმანიაში, ექიმ გეორგ ჰაასის მიერ ჩაუტარდა 1924 წელს. ანტიკოაგულანტად გამოყენებულ იქნა გაწმენდილი (გასუფთავებული) ჰირუდინი, რომლის ანტიგენური თვისებებიც 30-60 წუთზე მეტხანს დიალიზის ჩატარების საშუალებას არ იძლეოდა.

1927 წელს ჰემოდიალიზის დროს ანტიკოაგულანტის სახით პირველად გამოიყენეს ჰეპარინი. ამგვარად, გეორგ ჰაასი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც წარმატებული ჰემოდიალიზისთვის საჭირო ყველა კომპონენტი გააერთიანა და ყველაფერს ერთად მოუყარა თავი. მან გამოიყენა ეფექტური და უსაფრთხო ანტიკოაგულანტი, შექმნა დიდფართობიანი მემბრანის მქონე აპარატი, უზრუნველყო ფილტრირებად მემბრანაზე სისხლის ეფექტური მიწოდება და სხვა.

ჰემოდიალიზის საშუალებით ურემიული კომიდან ადამიანის წარმატებით გამოყვანა პირველად 1945 წლის 3 სექტემბერს განხორციელდა.

ჰოლანდიელმა მეცნიერმა და ექიმმა ვილიემ კოლფმა კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვისას კიდევ უფრო დახვეწა და სრულყო გეორგ ჰაასის მიერ შექმნილი დიალიზის აპარატი. პირველი წარმატებულად ოპერირებული პაციენტი გახლდათ 67 წლის ქალბატონი, რომელსაც ურემია ჰქონდა. ჰემოდიალიზს ხომ ურემიასთან საბრძოლველად მიმართავდნენ (ურემია - ბერძ. ურონ - შარდი, ჰემა - სისხლი. პირდაპირი მნიშნელობით ის სისხლში შარდის არსებობას გულისხმობს, პათოლოგიური თვალსაზრისით კი ორგანიზმის თვითმოწამვლაა, რომელსაც ადგილი აქვს თირკმლის დაავადებათა დროს, თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოყოფის უნარის დაქვეითების გამო. განასხვავებენ ურემიის აზოტემიურ და ეკლამფსიურ ფორმებს).

ჰემოდიალიზატორით სისხლის გაწმენდის შედეგად, შესაძლებელი იყო სისხლიდან შარდოვანას გამოდევნა და ავადმყოფის კომიდან გამოყვანა. ექიმმა ვილიემ კოლფმა ყოველივე ეს შეძლო. პაციენტის მდგომარეობა 1945 წლის 11 სექტემბერს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ამგვარად, კლინიკურ პრაქტიკაში პირველად დადასტურდა მეთოდის ეფექტურობა.

1946 წელს ვილიემ კოლფმა გამოსცა პირველი სახელმძღვანელო ურემიულ პაციენტთა ჰემოდიალიზით მკურნალობის საკითხებზე.

რაც შეხება ქრონიკულ ჰემოდიალიზს, მისი დაწყების ეპოქად 1960 წელი მიიჩნევა. ამ წელს ბელდინგ სკრიბნერმა და ვეინ კვინტონმა ხანგრძლივვადიანი სისხლძარღვოვანი მიდგომის საკითხი გადაჭრეს. 1960 წლის 10 აპრილს ჩიკაგოში გაცხადდა ინფორმაცია ახალი მოწყობილობის შესახებ. ხანგრძლივვადიანი სისხლძარღვოვანი მიდგომა უზრუნველყოფილ იქნა სხივის არტერიასა და კანქვეშა ვენაში ორი თხელკედლიანი ტეფლონის მილაკის ჩანერგვით (ტეფლონი (პოლიტეტრაფტორეთილენი, ფტოროპლასტ-4) სპეციალურად მიღებული განსაკუთრებული თვისებების მქონე ხელოვნური მასალაა). შუნტის გარეთა ბოლოები ერთდებოდა ტეფლონის მილაკში, რომელსაც აშორებდნენ ჰემოდიალიზის ჩატარების დროს, შუნტებს კი ჰემოდიალიზატორს უერთებდნენ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშარდე გზები და შარდის გამოყოფა

თირკმელების უწვრილესი ანატომიურ-ფუნქციური წარმონაქმნი ნეფრონია. თითოეული მათგანი დღე-ღამეში 0,03 მლ პირველად შარდს წარმოქმნის. სულ კი თირკმლის ყველა ნეფრონი 24 საათის განმავლობაში 60-90 ლიტრ პირველად შარდს გამოიმუშავებს. თირკმელი ამ სითხეს ხელახლა ამუშავებს და მასში არსებული წყლის 98%-სა და სასარგებლო ნივთიერებებს უკანვე შეიწოვს.

დარჩენილი სითხე წარმოადგენს მეორეულ შარდს, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში გადადის, იქიდან კი შარდსადინარის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება. ამრიგად, შარდის ბუშტი შარდის ერთგვარი რეზერვუარია. იმის კვალობაზე, რამდენ სითხეს იღებს ადამიანის დღე-ღამეში, იგი საშუალოდ 1,5-2 ლიტრ შარდს გამოყოფს. ამრიგად, შარდი სეკრეტია, რომელსაც ორგანიზმიდან აზოტოვანი ცვლის თითქმის ყველა საბოლოო პროდუქტი, ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის პროდუქტების უმრავლესობა, შხამები და წამლები გამოაქვს, ამიტომ შარდის ბუშტის სრულ დაცლას და ორგანიზმიდან შარდის დროულ გამოდევნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციობისთვის.

შარდის ბუშტის ასაკობრივი ფორმირება

შარდის ბუშტი მისთვის დამახასიათებელ მსხლისებრ ფორმას სქესობრივი მომწიფების პერიოდში იღებს, მანამდე კი მას სხვადასხვაგვარი ფორმა და ტევადობა აქვს. მაგალითად, ახალშობილის შარდის ბუშტი თითისტარის ფორმისაა. წლისთვის იგი ქლიავის ფორმას იღებს, 10 წლისთვის - კვერცხის ფორმას, ზრდასრულ ასაკში კი შარდის სისტემატური ზეწოლის გამო მისი ქვედა ნაწილი თანდათან ფართოვდება, ხოლო მწვერვალთან, პირიქით, იჭიმება, ვიწროვდება და მსხლისებურ ფორმას იღებს. ასაკის კვალობაზე იცვლება შარდის ბუშტის მოცულობაც. ერთი წლის ასაკში მისი მოცულობა დაახლოებით 240 სმ3-ია, 3 წლისთვის - 325 სმ3, სქესობრივი მომწიფების პერიოდში კი 1040 სმ3-ს აღწევს.

მდებარეობა

შარდის ბუშტს საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს მის მეზობლად მდებარე ორგანოებთან. იგი მცირე მენჯის ღრუში, უშუალოდ ბოქვენის ძვლისა და მისი სიმფიზის უკან მდებარეობს, რის გამოც ამ უკანასკნელთა მოტეხილობას ხშირად თან სდევს შარდის ბუშტის კედლის ტრავმული დაზიანებაც. მამაკაცის ორგანიზმში მას უკნიდან ესაზღვრება სწორი ნაწლავი, ქალისაში კი - საშვილოსნო და საშო. სწორედ ამ მეზობლობის ბრალია ორსულობისას შარდის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლის გამო გახშირებული შარდვა.

ქვევიდან და ნაწილობრივ უკნიდან მამაკაცის შარდის ბუშტს მჭიდროდ უერთდება წინმდებარე ჯირკვალი - პროსტატა, რომლის გვერდებზე სათესლე ბუშტუკები და თესლის გამომტანი სადინარის ამპულური ნაწილი მდებარეობს. როგორც მამაკაცის, ისე ქალის შარდის ბუშტის გვერდებზე განლაგებულია თეძოს შიგნითა არტერიისა და ვენის ტოტები, აგრეთვე საკუთარი ვენური წნულიც. ზევიდან შარდის ბუშტის სეროზული გარსით დაფარულ ნაწილს მჭიდროდ ეხება ნაწლავის მარყუჟები. "მეზობლებთან" ასეთი ახლო ურთიერთობის გამო შარდის ბუშტი ხშირად "გაუგებრობაში ეხვევა" - მეზობელ ორგანოებში განვითარებული პათოლოგიური პროცესები, განსაკუთრებით - ინფექციები და ქსოვილოვანი ახალწარმონაქმნები, სწრაფად ვრცელდება მასზე და მასაც აზიანებს.

აგებულება

შარდის ბუშტი ღრუ კუნთოვანი ორგანოა. მასზე განირჩევა სხეული, მწვერვალი, ფუძე და ყელი. შარდის ბუშტს რამდენიმე ხვრელი აქვს: შარდსაწვეთის წყვილი ხვრელი, რომელთა მეშვეობითაც შარდი თირკმელებიდან ბუშტში ჩაედინება და შარდსადენის ხვრელი, რომლის გავლითაც ჭარბი სითხე საბოლოოდ ტოვებს ორგანიზმს. ყველა ღრუ ორგანოს მსგავსად, შარდის ბუშტის კედელიც სამი შრისგან შედგება. პირველი შიგნითა, ლორწოვანი გარსია, რომელსაც ღრმა ნაოჭები აქვს.

ნაოჭებს მუდმივი ფორმა არ გააჩნია: ბუშტის ავსების პარალელურად სწორდება, დაცლის შემდეგ კი კვლავ ნაკეცდება. მეორე კუნთოვანი გარსია, კუნთოვანი ბოჭკოებისგან წარმოქმნილი ერთიანი, მძლავრი კუნთოვანი კედელი, რომლის მთავარი დანიშნულებაც შეკუმშვა-მოდუნებით შარდის ბუშტის დაცლა-ავსებაა. მათი უშუალო დამსახურებაა შარდვის რეგულარული გამოყოფა. მესამე ბუშტის გარეთა, სეროზული გარსია, რომელიც მთლიანად შემაერთებელი ქსოვილით არის დაფარული და ორგანოს ერთგვარ მფარავ გარსს წარმოადგენს. ქალსა და მამაკაცს, სასქესო სისტემასთან მჭიდრო კავშირის გამო, შარდსადენი - ურეთრა - განსხვავებული აგებულებისა აქვთ.

ნახეთ სრული სტატია