/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

როგორ მოქმედებს ასაკი მამაკაცის შვილოსნობაზე?

როგორ მოქმედებს ასაკი მამაკაცის შვილოსნობაზე?
2012 წლის ოქტომბერში ინდოეთის მცხოვრებმა, სახელად რამაჯიტ რაგავმა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 96 წლის ასაკში გახდა ყველაზე უფროსი მამა – მას და მის 52 წლის მეუღლეს მეორე ვაჟი შეეძინათ.

უფრო მეტიც, წინა რეკორდი თავად რამაჯიტმა დაამყარა ორი წლით ადრე – პირველი ვაჟი 2010 წლის ნოემბერში დაიბადა, როდესაც ის 94 წლისა იყო.

საერთოდ, არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა მამაკაცები ღრმა მოხუცებულობაში ხდებიან მამები, განსაკუთრებით „სელებრითების“ სამყაროში. მაგალითისთვის, როდ სტიუარტს 66 წლის ასაკში მერვე შვილი შეეძინა. კიდევ ერთი როკერი, მიკ ჯაგერი, მორიგ ჯერზე გახდა მამა 72 წლის ასაკში და ფორმულა 1-ის ყოფილ ბოსს, ბერნი ეკლსტოუნს, მეოთხე შვილი შეეძინა 2020 წლის ივლისში. ეკლსტოუნი იმ დროს 89 წლის იყო.

მამაკაცის ორგანიზმი სპერმას გამოიმუშავებს სქესობრივი მომწიფებიდან სიბერემდე. ამიტომ, თეორიულად, მამაკაცებს ბავშვის ჩასახვა ღრმა მოხუცებულობაშიც შეუძლიათ. ამასთან, ქალებს შორის „შვილოსნობის ფანჯარა“ შედარებით ადრე იხურება. დაახლოებით 51 წლის შემდეგ (მენოპაუზის საშუალო ასაკი) საკვერცხეების ფუნქცია ქვეითდება და შვილოსნობის უნარიც იკარგება. გარდა ამისა, ქალის ორგანიზმის დაბერებასთან ერთად კვერცხუჯრედების რაოდენობაც და ხარისხიც ქვეითდება.

ამავდროულად, მამაკაცები დარწმუნებულნი არიან, რომ ასაკთან დაკავშირებული შვილოსნობის პრობლემები მათ არ ეხებათ. თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. როგორც კვლევები აჩვენებს, მამაკაცის ნაყოფიერებაც დიდწილად დამოკიდებულია ასაკზე.

მაგალითისთვის, 2000 წლის აგვისტოში, ჟურნალში Human Reproduction გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 40 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებს ბავშვის ჩასახვის 30%-ით ნაკლები შანსი აქვთ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე 30 წლამდე მამაკაცებს.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ სათესლე ჯირკვლები აგრძელებენ სპერმატოზოიდების რეგულარულად გამომუშავებას, ასაკთან ერთად, სპერმის ხარისხი იწყებს დაქვეითებას. სათესლე სითხეში სასქესო უჯრედების კონცენტრაცია მცირდება, სპერმატოზოიდების მობილურობა უარესდება, რაც უარყოფითად აისახება მათ წინსვლის უნარზე ქალის სასქესო ტრაქტში და, შესაბამისად, ჩასახვაზე.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ ესეიგი მეორე დღეა არაფრიდან დამეწყო ჭარბი ნერწყვდენა 19 წლის ვარ ესეთი რამე არასოდეს მომსვლია რისი ბრალი შეიძლება იყოს ბევრი ნერწყვი გამოიყოფა როგორ ვუშველო</p>

კვლევის ავტორებმა, რომლის შედეგები 2013 წელს გამოქვეყნდა ჟურნალში – Fertility and Sterility, გააანალიზეს 16-დან 72 წლამდე ასაკის ხუთი ათასზე მეტი მამაკაცის სპერმის ხარისხის სხვადასხვა პარამეტრი. აღმოჩნდა, რომ 34 წლამდე არანაირი ცვლილება არ ხდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მამაკაცი ამ ასაკობრივ ზღვარს გადალახავს, სიტუაცია უარესდება. 40 წლის შემდეგ მცირდება სპერმატოზოიდების კონცენტრაცია და არადეფორმირებული სასქესო უჯრედების პროპორცია სათესლე სითხეში, 43 წლის შემდეგ მცირდება სპერმატოზოიდების მთლიანი მობილურობა და მათი მიმართული მოძრაობის უნარი. 45 წლის შემდეგ ეაკულაციის დროს გამოთავისუფლებული სათესლე სითხის მოცულობა მცირდება.

ის ფაქტი, რომ ასაკთან ერთად მამაკაცის სპერმის ხარისხი ყველა მხრივ უარესდება, ასევე დადასტურდა 2015 წელს ამ თემაზე გამოქვეყნებული 90 კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების მეტაანალიზის შედეგებით.

მამის ასაკმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზეც.

რაც უფრო ასაკოვანია მამაკაცი, მით მეტი დეფექტი და მუტაცია გროვდება სპერმატოზოიდების დნმ-ში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დაზიანებული მამრობითი რეპროდუქციული უჯრედი ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს, იზრდება სპონტანური აბორტისა და ორსულობის სხვა ანომალიების რისკი. უფროსი მამების შთამომავლებს ასევე აქვთ გენეტიკური დარღვევების, ბავშვთა კიბოს, აუტიზმისა და სხვა მძიმე ნეიროფსიქიატრიული აშლილობის რისკი.

ასე მაგალითად, ჟურნალ BMJ-ში 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 45 წელზე უფროსი ასაკის მამების შემთხვევაში უფრო მაღალი იყო დღენაკლული ბავშვების დაბადების რისკი, დაბალი წონით და აპგარის სკალის (ახალშობილთა ჯანმრთელობის შეფასების სკალა) დაბალი ქულით. ახალშობილებს შორის კი, რომელთა მამები 55 წელზე უფროსი ასაკის იყვნენ, გაზრდილი იყო სუნთქვის უკმარისობის რისკი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსების აუცილებლობა.

ამდენად, ბიოლოგიური საათის გათვალისწინება არა მხოლოდ ქალებისთვის, მამაკაცებისთვისაც საჭიროა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორ მოქმედებს ასაკი მამაკაცის შვილოსნობაზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები