/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რაზე ვესაუბროთ გოგონას შეხვედრისას

რაზე ვესაუბროთ გოგონას შეხვედრისას
დავუშვათ, ახალგაცნობილ გოგონას დაუნიშნეთ პაემანი ან შეგექმნათ ისეთი სიტუაცია, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მარტო დარჩით - მაგალითად, მატარებლით

მგზავრობისას. დგება მომენტი, როდესაც გრძნობთ იმის აუცილებლობას, რომ საუბარი უნდა წამოიწყოთ, მაგრამ რაზე, არ იცით, იმიტომ, რომ არც სკოლაში და არც ოჯახში ამას არ ასწავლიან.

მაგალითად, ადრე, რევოლუციამდე, თავად-აზნაურთა შვილების სასწავლო პროგრამაში აუცილებლად შედიოდა ცეკვა, დახვეწილი მანერები და ეტიკეტი. მსგავსი დელიკატური საკითხების ათვისებასაც დიდი ყურადღება ექცეოდა.

  • რჩევები

  1. დასაწყისისათვის აუცილებელია, რომ სწრაფად მოისაზროთ, რა იცით გოგონას შესახებ. თუ მისი დიდი ხნის ნაცნობი ხართ, სიტუაცია ბევრად უფრო მარტივადაა. გაიხსენეთ მისი ცხოვრებისეული ინტერესები და ისაუბრეთ მათ შესახებ.
  2. შეკითხვების რეჟიმში საუბრის წარმართვა იდეალური საშუალებაა ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის იმაზეც, თუ რას მოელიან თქვენგან და რა არ უნდა მოიმოქმედოთ. უბრალოდ, მოსმენის უნარი უნდა გქონდეთ, ანუ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოახდინოთ და მართლაც ჩასწვდეთ იმის არსს, რაზეც გესაუბრებიან.
  3. თუ რაიმე გაქვთ საერთო - მეგობრები, სასწავლებელი, სამსახური და ა.შ. - ამ თემის ირგვლივ ისაუბრეთ. ძალიან კარგი იქნება, თუ მისი ცხოვრებით დაინტერესდებით. გოგონა საკადრისად შეაფასებს ასეთ ყურადღებას თქვენი მხრიდან, ოღონდაც ეცადეთ, მაშინვე არ დაუსვათ ზედმეტი შეკითხვები პირად ცხოვრებაზე.
  4. იმისათვის, რომ რომელიმე თემაზე საუბარი წამოიწყოთ, შეიძლება ინფორმაციის სულ მცირე ნაწილით დაიწყოთ, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ასე თუ ისე სარწმუნო იყოს. დანარჩენი ინფორმაციის გამომჟღავნება თანამოსაუბრეს მიანდეთ. ალბათ გაგიგონიათ, ადამიანებს ლაპარაკი უფრო უყვართ, ვიდრე მოსმენა.
  5. არ იჩქაროთ თქვენი აზრის კატეგორიულად გამოთქმა. თუ თქვენთვის პრინციპულ საკითხზე მიდის კამათი, ჯობია მასზე საუბარი სამომავლოდ გადადოთ, როდესაც ორივე დარწმუნდებით, რომ ერთმანეთს ნამდვილად უგებთ. თუ არავითარი საერთო თემა არ მოგდით თავში, შეიძლება სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. შესაძლოა, გოგონას შესახედაობამ გიკარნახოთ მისი ინტერესების სფერო.
  6. ყველაზე მარტივი ვარიანტია, მოძებნოთ გოგონასთან სასაუბროდ ზოგადი თემები. ესაუბრეთ პოპულარულ საკითხებზე, მაგალითად: ლიტერატურაზე, ფილოსოფიურ საკითხებზე (თუკი არსებობს ასეთ თემებზე საუბრის საფუძველი, გოგონასთვის საინტერესოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რაც მისი განვითარებისა და განათლების დონის შესაბამისი იქნება), ქალაქის საყვარელ ან არცთუ ისე სასიამოვნო ადგილებზე, სამსახურზე, სწავლაზე, შინაურ ცხოველებზე, მუსიკაზე.
  7. საუბარი გოგონასთან ისეთი მიმართულებით წარმართეთ, რომ დაკითხვას არ დაამსგავსოთ - იყოს ცოცხალი, ბუნებრივი და თავისუფალი. ამისათვის უფრო უპრიანი იქნება, თუ დასაწყისში საკუთარ თავზე, მისწრაფებებსა და ინტერესებზე ეტყვით ორიოდ სიტყვას და შემდეგ იმავეზე მისი აზრით დაინტერესდებით, თანაც გზადაგზა თქვენი გატაცებებისა და უნარების შესახებაც ეცადეთ რამდენიმე სიტყვის ჩართვა. მაგალითად, თუ საცურაო აუზის ხშირი სტუმარი ხართ, მასაც შესთავაზეთ, თუ საწინააღმდეგო არაფერი ექნება, კომპანია გაგიწიოთ. თუ საუბარი წიგნებზე ჩამოვარდება - რაიმეს წაკითხვა შესთავაზეთ. იდეალური ვარიანტია იმ წიგნის გაგრძელების წაკითხვა, რომელიც გოგონას უკვე წაკითხული აქვს. მოკლედ, გამოავლინეთ ფანტაზიის უნარი.
  8. თუ რომელიმე თემაზე საუბრის შემდეგ იგრძნობთ, რომ ყოველმხრივ ამოწურეთ შესაძლებლობები, ბუნებრივი პაუზა გააკეთეთ და მოხერხებულად გადაიტანეთ საუბარი სხვა თემაზე.
  9. რაზე არ უნდა ისაუბროთ გოგონასთან, პირველ ყოვლისა, არ უნდა მოიტყუოთ. ჯერ ერთი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ საკუთარ გამოგონილ ისტორიებში არ დაიბნეთ. რასაკვირველია, შეგიძლიათ უამბოთ ზღაპრები, შექმნათ რაღაც ლეგენდები, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში ამან ყველაფერმა შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. ტყუილი ოდესმე მაინც გამჟღავნდება და სათანადო რეაგირებას გამოიწვევს.
  10. ასევე არ გირჩევთ იმის რეკლამირებას, თუ რაოდენ საყვარელი და სასურველი ხართ. გოგონასთვის ეს არ არის საინტერესო მოსასმენი. მით უმეტეს, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავთ, რამდენად ადეკვატური იქნება მისი პასუხი.
  11. თუ თქვენ მაინცდამაინც გინდათ მისი მოხიბვლა, ამას მხოლოდ სიტყვებით ვერ მიაღწევთ.
  12. თავად ქალიშვილის ცამდე აყვანასაც არ გირჩევთ - ამით მას უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ. დიდი ალბათობაა იმისა, რომ გაუთავებლად კომპლიმენტების გამეორებას ბოლოს და ბოლოს დაცინვად მიიღებს.
  13. არ ისაუბროთ და იჭორაოთ მასთან სხვა გოგონებზე. მას ეს უბრალოდ არ ესიამოვნება.
  14. ნუ განიკითხავთ ასევე მის ან თქვენს ნათესავებს.
  15. საწყის ეტაპზე არც მატერიალურ მდგომარეობაზე გირჩევთ ყურადღების გამახვილებას, რადგან ეს თემა გარკვეულ უხერხულობაში ჩაგაყენებთ.

მოკლედ, გამოიჩინეთ თავშეკავებულობა, ფანტაზიის უნარი, ღირსეულად მოექეცით საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რითაც მის უდავო სიმპათიასა და კეთილგანწყობას დაიმსახურებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რაზე ვესაუბროთ გოგონას შეხვედრისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები