/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

უალკოჰოლო სასმელები

უალკოჰოლო სასმელები
ჩვენი ორგანიზმის 60% წყალია. წყალმარილოვანი წონასწორობის შესანარჩუნებლად ადამიანი ყოველდღე სვამს წყალს, ყავას, ჩაის, ლუდს, წვენებსა და გაზიან სასმლებს.

ყველა ეს სასმელი, გარდა წყლისა, შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ ორგანიზმზე, ზოგჯერ პოზიტიურს, ზოგჯერ კი ნეგატიურს, რაც მიღებული სასმლის მოცულობასა და გამოყენების რეგულარულობაზეა დამოკიდებული.

გაზიანი სასმელები

მოზრდილ ადამიანს დღის განმავლობაში ცოტაოდენი გაზიანი სასმელი ნამდვილად არაფერს ავნებს, მისი დიდი რაოდენობით მიღება კი სახიფათოა. ყოველ გაზიან სასმელს აქვს თავისი მჟავე და ტკბილი კომპონენტები, ანუ შეიცავს შაქარს ან მის შემცვლელებს და მჟავებს.

შაქარი ნახშირწყალია, რომლის ერთი გრამიც ორგანიზმს 3,85 კკალ-ს სძენს. 100 მლ პეპსი-კოლაში 57,74 კკალ-იაა, ხოლო კოლა-კოლაში - 42 კკალ. შეგიძლიათ დაითვალოთ, რამდენ შაქარს იღებთ ყოველდღე ჩაციებული გაზიანი სასმლით ყელის ჩაკოკლოზინების შედეგად. გაზიან სასმელებში არსებული ადვილად ასათვისებელი კალორიები მცირე რაოდენობით მიღებისას თითქოს დანაყრების შეგრძნებას ბადებს და მადას ამცირებს, მაგრამ ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ უტილიზდება და უპირატესად ცხიმებად გარდაიქმნება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასე რომ, გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება შესაძლოა გაცხიმოვნებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების მიზეზად იქცეს. ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტისკენ, ვურჩევთ მიირთვან უგაზო და უშაქრო ან მინიმალური ოდენობის შაქრის შემცველი სასმელები.

არსებობს შაქრის რამდენიმე სახის შემცვლელი, რომელთა წყალობით სასმელთა კალორიულობა ნულს უტოლდება, თუმცა სიმშვიდის საფუძველს არც ეს იძლევა, რადგან ზოგიერთი შაქრის შემცვლელი ალერგიას იწვევს, ზოგიერთი კი ენდოკრინულ სისტემაში არასასურველ ძვრებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

მეორე საფრთხე, რასაც გაზიანი სასმელების არარაციონალური მიღება გვიქადის, კარიესია, თუმცა ეს სასმელებში არსებული შაქრის, საღებავებისა და შაქრის შემცვლელების კი არა, მჟავას ბრალია, მჟავასი, რომელიც კბილის მინანქარს აზიანებს. გაზიანი სასმელების წარმოებაში ყველაზე ხშირად ლიმონისა და ვაშლის მჟავები გამოიყენება, იშვიათად - ორთოფოსფორმჟავა. ორთოფოსფორმჟავაში კალციუმის მარილები უფრო ადვილად იხსნება, ვიდრე სხვა მინერალები, ამიტომ მათ, ვინც ორთოფოსფორმჟავას შემცვლელ სასმელებს ეტანება, ძვლებიდან კალციუმი უფრო ძლიერად ერეცხებათ. ზოგჯერ პროცესი ძვლოვანი ქსოვილის შესუსტებასა და მოტეხილობებსაც კი იწვევს.

ზოგჯერ მწარმოებლები სასმელზე მჟავას ნაცვლად წერენ ციფრულ კოდს. E330 ლიმონმჟავაა, E338 - ორთოფოსფორმჟავა. ნებისმიერ გაზიან სასმელში არის ნახშირორჟანგი, რომელიც არ ვნებს ორგანიზმს, მაგრამ წყალთან მისი შეერთებისას ნახშირმჟავა წარმოიქმნება, რომელიც ძლიერ აღიზიანებს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს და დიდ საფრთხეს უქადის იმ ადამიანებს, რომელთაც საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები აწუხებთ. ამასთანავე, ნახშირორჟანგის ნაწლავებში დაგროვება იწვევს მეტეორიზმს. ამიტომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტით ქრონიკულად მოავადეებს ვურჩევთ, გაზიანი სასმელი მიღებამდე 10-15 წუთი თავღია გააჩერონ, შემდგომ კი, ჭიქაში ჩამოსხმულს, ცოტა ხანს ურიონ კოვზით დარჩენილი აირის მინიმუმამდე დასაყვანად.

გაზიანი სასმელები, განსაკუთრებით - ტკბილი, რეკომენდებული არ არის ხანში შესულთათვის და 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

წვენები

წვენი გაზიან სასმელზე გაცილებით სასარგებლოა, განსაკუთრებით - ახალგამოწურული, რომელიც შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, აგრეთვე უჯრედისსა და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც თავად ხილსა და ბოსტნეულშია. ახალგამოწურული წვენების სმის ფუფუნება ყველას არ აქვს, ამიტომ ბევრი დეფიციტის შევსებას დაკონსერვებული ნატურალური წვენებით ცდილობს. კონსერვირების პროცესში ვიტამინების ნაწილი, განსაკუთრებით კი ასკორბინის მჟავა, იშლება, თუმცა ბევრი მწარმოებელი თერმული დამუშავების შემდგომ დაკარგული ვიტამინების შესავსებად წვენში ვიტამინებს ხელოვნურად ამატებს. წვენებში არის კალიუმი და რკინა, აგრეთვე - ზოგიერთი სასარგებლო ორგანული მჟავა.

წვენი ზრდის მადას და საკმაოდ მაღალი კვებითი ღირებულებაც აქვს. ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ წვენებში, გარდა ლიმონმჟავასი, კონსერვანტების გამოყენება აკრძალულია.

ნექტარი

ნექტარი წვენია, რომელსაც დამატებული აქვს შაქარი. მასში ვიტამინები, მინერალები და სასარგებლო კომპონენტები ნატურალურ წვენებთან შედარებით ნაკლებია.

  • მოზრდილებს შეუძლიათ დღეში 3 ჭიქა წვენი მიიღონ, ბავშვებისთვის კი 1 ჭიქაც კმარა.
  • არ არის რეკომენდებული წვენების მიღება სადილსა და მინერალურ წყლებთან ერთად.
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული დაავადებების დროს წვენებმა შესაძლოა გააძლიეროს დუღილის პროცესები და დაავადება გაამწვაოს, ამიტომ გახსოვდეთ: კუჭის წვენში დაქვეითებული და ნორმალური მჟავიანობისას წვენები უნდა დალიოთ ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, მომატებული მჟავიანობისას კი ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ.

მინერალური წყლები

სარგებლობის მომტანია ჩამოსხმული მინერალური წყლები, თუ მათი მინერალიზაცია ჩატარებულია ნორმალური მოწყობილობით, ამასთან, შეიცავს მარილებს ნორმალური პროპორციით და გაჯერებულია ხარისხიანი ნახშირორჟანგით. ამ შემთხვევაში ნებადართული ოდენობის ზღვარი არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია თვით წყლის ოდენობაზე, დიაგნოზსა და თანმხლებ დაავადებებზე, ამიტომ ვიდრე მინერალური წყლის რეგულარულ მიღებას დაიწყებდეთ, რჩევა მკურნალ ექიმს ჰკითხეთ, სასმლის შერჩევისას კი გაითვალისწინეთ:

  • დეტალურად წაიკითხეთ ეტიკეტი - მასზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინგრედიენტები;
  • უპირატესობა ნატურალურ ფუძეზე დამზადებულ სასმელებს მიანიჭეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიმუშაოთ ბედნიერების ჰორმონები

შედეგადაც ვიგრძნობთ ბედნიერებას, სიხარულსა და ეიფორიას. რატომღაც ვფიქრობთ, რომ ბედნიერება რჩეულთა ხვედრია და ის სადღაც წინაა - როცა დავქორწინდებით, შევიძენთ სახლს ან გავალთ პენსიაზე.

“სიხარულის ჰორმონებს” - დოფამინს, ოქსიტოცინსა და სეროტონინს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვთ როგორც ადამიანის, ისე ცხოველებისათვის. ისინი ჩვენ გადარჩენაში გვეხმარებიან.

დოფამინი გამოიყოფა ტვინში, როდესაც ვასრულებთ რთულ სამუშაოს ან რაიმე მნიშვნელოვან აღმოჩენას ვაკეთებთ. ის მაშინ გამოიყოფა, როცა ჯილდოს მოლოდინში ვართ, თუმცა ძალიან სწრაფად იშლება და ბედნიერების გრძნობაც გადის. სწორედ ამიტომ არ ვჯერდებით მიღწეულს და ვაგრძელებთ მოძრაობას იმავე გრძნობის განსაცდელად.

თუმცა ერთი პრობლემაცაა. ჩვენ გვასწავლეს, რომ მხოლოდ დიდი გამარჯვებაა სიხარულის მომნიჭებელი, უმნიშვნელო წარმატება კი შეიძლება არც შევიმჩნიოთ. თუმცა ყოველ დილას შეუძლებელია დიადი იდეების გენერირება და ყოველ ხუთშაბათს გამაოგნებელი აღმოჩენის გაკეთება. სამაგიეროდ, ყოველდღე მნიშვნელოვან წვრილმანებს ვაკეთებთ, რაზეც ყურადღების გამახვილებას არ ვართ ჩვეულნი.

ყოველდღე პატარ-პატარა გამარჯვებისთვის შევიქოთ თავი - ეს უნდა იყოს სიამაყის მიზეზი და სიხარულის მომტანი. ამგვარი მიდგომით სიამოვნების წყარო შესაძლებელია ყოველდღიური საქმეებიც გახდეს.

ზოგჯერ, შეჯიბრებისას, სპორტსმენი მიღებულ ტრავმას მხოლოდ დასასრულს ამჩნევს. სტრესულ სიტუაციაში გამოყოფილი ენდორფინი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და იწვევს ეიფორიის მსუბუქ განცდას. ეს ერთგვარი დაცვის მექანიზმია, რომელიც ცხოველს მტაცებლისგან გაქცევასა და გადარჩენაში ეხმარება მაშინაც კი, როდესაც ის დაჭრილია.

ორგანიზმში არასაკმარისი ენდორფინის დროს დეპრესიულ განწყობას ვგრძნობთ. ამის საწინააღმდეგოდ საჭიროა ფიზიკური ვარჯიში და მეტი სიცილი.

სპორტი დასაწყისში შეიძლება მძიმე საქმედ მოგვეჩვენოს, მაგრამ ის სიჯანსაღის, სიძლიერისა და ბედნიერების შენარჩუნებაში გვეხმარება. ბანალური დილის ვარჯიშიც კი მთელი დღე კარგი განწყობით გვმუხტავს.

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგინდა, რომ სიცილი არა მარტო სასიამოვნო, სასარგებლოცაა. სიცილი ამაღლებს “ბედნიერების ჰორმონის” დონეს. უფრო ხშირად გაიღიმეთ და ეძებეთ საბაბი მხიარული და გულწრფელი სიცილისთვის.

ოქსიტოცინს თამამად შეიძლება ვუწოდოთ “ნდობის” ჰორმონი. როდესაც ადამიანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვენდობით, ჩვენს ორგანიზმში გამოიყოფა ოქსიტოცინი. შფოთვის გრძნობა გადის და სიმშვიდესა და კმაყოფილებას განვიცდით.

რაც უფრო მეტ ადამიანთან გვექნება კარგი ურთიერთობა, მით ბედნიერი და მშვიდი ვიქნებით.

კიდევ ერთი “ბედნიერების ჰორმონი” - სეროტონინი სინთეზდება მაშინ, როდესაც ახლობლების შექებას და აღიარებას ვგრძნობთ.

მამაკაცთა კლიმაქსი

მამაკაცების კლიმაქსი, ისევე როგორც ქალებისა - ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც ორგანიზმის დაბერების აღმნიშვნელი და სასქესო ჯირკვლების ჰორმონული აქტივობის დაქვეითების მანიშნებელია.

თუმცა მამაკაცებში ჰორმონული ცვლილება ისე მკვეთრად არ დგება, როგორც ქალებში, ამიტომ ანდროპაუზა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ჰორმონული ფონი იმდენად თანდათანობით იცვლება, რომ თავად მეცნიერებიც სათუოდ თვლიდნენ “მამაკაცთა კლიმაქსის” არსებობას.

სასქესო ჯირკვლების ანდროგენული აქტივობის შემცირების პირველი ნიშნები 45-70 წლის ასაკში ვლინდება.

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გამოვლინებები - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის მატება, ხშირი გულისცემა, ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში. ამ პერიოდში მამაკაცები უფრო მეტად არიან მიდრეკილები ინფარქტისა და ინსულტისაკენ.
  • სქესობრივი სფეროს დარღვევები - ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია, ეაკულაციის დაჩქარება, სპერმის რაოდენობისა და ხარისხის დაქვეითება.
  • ნერვულ-ფსიქიკური დარღვევები - სწრაფი დაღლა, შრომის უნარის დაქვეითება, ნევროზულობა, გაღიზიანება, მეხსიერების გაუარესება, ძილის პრობლემა.
  • ენდოკრინული დარღვევები - კლიმაქსის პერიოდში შეიძლება დაირღვეს კუჭქვეშა და ფარისებრი ჯირკვლების ფუნქცია. იზრდება ჰიპოთირეოზისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.

შინაგანი ცვლილებები არ შეიძლება არ აისახოს გარეგნობაზე - კანი უფრო მოშვებული ხდება, კუნთებიც კარგავენ სიმკვრივეს. ჰორმონული დარღვევები აისახება თეძოს არეში ცხიმოვანი ჩანართების წარმოქმნითა და გინეკომასტიით.

მამაკაცის კლიმაქსის ხანგრძლივობა 3-5 წელია. ამ პერიოდში მამაკაცები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილები, ხშირად ცდილობენ ცხოვრების შეცვლას და უფრო ახალგაზრდა ქალებთან ურთიერთობის გაბმას. ნებისმიერი მამაკაცისთვის ეს ცხოვრების რთული პერიოდია, რომელიც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულად მიმდინარეობს.

უსიამოვნო სიმპტომების შემცირება შესაძლებელია ცხოვრების ჯანსაღი წესით, სრულფასოვანი ძილით, სწორი კვებითა და მავნე ჩვევების უკუგდებით.

აუცილებელია ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა და სუფთა ჰაერზე ყოფნა. ნორმალური წონის შენარჩუნება შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დატვირთვას. მნიშვნელოვანია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება, ოჯახში ჯანსაღი ემოციური ატმოსფეროს შენარჩუნება.

მამაკაცის კლიმაქსის არასასიამოვნო სიმპტომების არსებობისას არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება, რათა არ დავუშვათ სერიოზული გართულებები, ისეთი, როგორებიცაა ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი. საჭიროა ექიმთან დროული ვიზიტი და ცხოვრების წესის გადახედვა.