როგორ და რამდენ ხანს შევინახოთ კოსმეტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ და რამდენ ხანს შევინახოთ კოსმეტიკა

კოსმეტიკური საშუალებების შეძენისას უპირატესობა მივანიჭოთ მცირე ზომის კოლოფებსა და ფლაკონებს, რათა პროდუქციის ვადამდე გამოყენება შევძლოთ, ხოლო ისეთი საშუალებების ყიდვისგან, რომელთა ეტიკეტზე არ არის აღნიშნული დამზადების თარიღი, თავი შევიკავოთ.

  • რაზეა დამოკიდებული შენახვის ვადა

კოსმეტიკური ნაწარმის შენახვის ვადა მის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. წყალზე დამზადებული კოსმეტიკა ერთ წელზე მეტხანს არ ინახება, რადგან წყალი დროთა განმავლობაში ორთქლდება და შესაძლოა, ჭურჭელში ბაქტერიები გამრავლდეს. სპირტი და სპირტის შემცველი კომპონენტები საგრძნობლად ახანგრძლივებს კოსმეტიკური საშუალებების სიცოცხლეს, ხოლო ნატურალური ინგრედიენტები (ზეთები, ექსტრაქტები), გარდა იმისა, რომ ამოკლებს პროდუქციის მოხმარების ვადას, განსაკუთრებულ პირობებსაც მოითხოვს - ისინი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შევინახოთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, მაღალი ტემპერატურის (მზის პირდაპირი სხივები, გამათბობელი) თუნდაც ხანმოკლე ზემოქმედება ნაწარმს აზიანებს. გაფუჭებულმა კოსმეტიკამ კი შესაძლოა ალერგიით ან ლორწოვანი გარსების ანთებით დაგვასაჩუქროს.

  • სად შევინახოთ?

კოსმეტიკური საშუალებების შენახვა სასურველია მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას, ოღონდ არა მაცივარში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ანოტაციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საცხი მაცივარში უნდა შევინახოთ. კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა სიცივეს ვერ იტანს. გამონაკლისია პარფიუმერია, რომელსაც ყოველდღიურად არ მოვიხმართ - ის შეიძლება მაცივრის ქვედა თაროზე დავაწყოთ. კოსმეტიკის მოთავსება არც სააბაზანო ოთახშია სასურველი - ნესტი და სითბო არაჩვეულებრივ პირობებს უქმნის ბაქტერიებს (ცხადია, საპნებს, საშხაპე ქაფებსა და ჟელეებს ეს არ ეხება).

  • როგორ განვსაზღვროთ კონდიცია?

პირველ რიგში, სუნითა და გარეგნული მონაცემებით. თუ ფლაკონში ბაქტერიები მოხვდა და დუღილი დაიწყო, სპეციფიკური მჟავე სუნი მაშინვე შეგაწუხებთ. საცხის კონცენტრაციაც არაერთგვაროვანი გახდება. მეორე საშიში ნიშანია ფერის შეცვლა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კოსმეტიკა დეკორატიულია.

ფლაკონის ფსკერზე გაჩენილი ნალექი ყოველთვის იმაზე როდი მეტყველებს, რომ ლოსიონი გაფუჭდა - ეს შესაძლოა მისი შემადგენლობის (ნატურალური კომპონენტების) ბრალი იყოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს წარწერა, რომელიც ამის თაობაზე გაგვაფრთხილებს.

  • კოსმეტიკური საშუალებების შენახვის ზოგადი წესები

  1. მინის ქილიდან საცხი სასურველია ჩხირით ან სპეციალური ნიჩბით ამოვიღოთ, რათა თითებზე არსებული ბაქტერიები ჭურჭელში არ არ მოხვდეს. უკიდურეს შემთხვევაში, ქილაში მხოლოდ დაბანილი ხელი ჩაყავით. არ დაგავიწყდეთ შემხმარი ნარჩენებით დაბინძურებული დოზატორის გარეცხვა.
  2. დამოუკიდებლად ნუ შეურევთ ერთმანეთში სხვადასხვა მალამოს - ამით პროდუქტსაც გააფუჭებთ და ალერგიული რეაქციების პროვოცირებასაც შეუწყობთ ხელს.
  3. ქილას (ფლაკონს) ყოველთვის მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, რათა მასში მტვერი და ჭუჭყი არ მოხვდეს.
  4. ეცადეთ, ჭურჭელი ძალიან ცოტა ხანს დატოვოთ თავღია.
  5. კოსმეტიკისთვის განკუთვნილი ფუნჯები და ღრუბლები რეგულარულად გარეცხეთ, რათა მათზე ბაქტერიებმა არ დაიბუდონ.
  6. წამწამების ტუში ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოცვალეთ. არასდროს ჩაამატოთ მასში წყალი. ეს მაკიაჟსაც გაგიფუჭებთ და თვალებისთვისაც სახიფათოა.

  • შენახვის სავარაუდო ვადა

ნიღბები, ლოსიონები და კანის მოვლის სხვა საშუალებები, ჩვეულებრივ, 6 თვიდან 1 წლამდე ინახება. დეკორატიული კოსმეტიკა უფრო მეტხანს - წელიწად-ნახევრამდე ძლებს, ტონალური კრემი და პუდრი - დაახლოებით ერთი წელი. წამწამების ტუში - 3 თვე. პომადა, თუნდაც ყველაზე ხარისხიანი და ძვირფასი, 12-15 თვეს მოგემსახურებათ. თხევადი და ბრჭყვიალა საცხები შედარებით მეტხანს - წელიწადნახევარს ცოცხლობენ. ხარისხიანი ფრჩხილის ლაქი ორი წლის განმავლობაში არ ფუჭდება, უხარისხო კი შეიძლება ერთ თვეში გამოშრეს. სუნამო და ტუალეტის წყალი არომატს დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებს.