როგორ შევარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები

მათი კანზე წასმის საშუალებასაც მოგცემთ. წაისვით კრემი წინამხრის შიგნითა ზედაპირზე და დააკვირდით კანის რეაქციას. ალერგიისკენ მიდრეკილებს არასასრუველი რეაქცია 2-3 საათის შემდეგაც შეიძლება გამოუვლინდეთ. ცხადია, ასეთ შემთხვევაში პროდუქცია არ უნდა შეიძინოთ.

კოსმეტიკის შერჩევისას ქალების უმრავლესობა პროდუქციის პრესტიჟულობით და ლამაზი შეფუთვით ხელმძღვანელობს, ყველაზე ბოლოს კი შემადგენლობით ინტერესდება. მხოლოდ 3% უყურებს ეტიკეტს, დანარჩენები უბრალოდ ენდობიან ბრენდს. სადღეისოდ ბევრ კოსმეტიკურ ფირმას აქვს კანის მოვლის სრული კოსმეტოლოგიური ხაზი. ცხადია, კოსმეტიკის ზემოქმედების ეფექტიანობა გაცილებით მეტია ერთი ფირმის საშუალებების გამოყენებისას, რადგანაც ერთი ხაზის საშუალებები ერთმანეთს ავსებს. თუ შეურევთ სხვადასხვა ფირმის ტონიკსა და კრემს, კანი შეუთავსებელი კომპონენტების ორმაგ ზემოქმედებას განიცდის, ამიტომ ყოველთვის ჯობს ერთი ფირმის პროდუქციის გამოყენება.

მორიგი კრემის ყიდვამდე ყურადღებით შეისწავლეთ ეტიკეტი. შესაძლებელია, აღნიშნულ კრემში შემავალი ინგრედიენტები ვერ შეეთავსოს იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლითაც სარგებლობთ.

  • შეუთავსებელია A და C ვიტამინები. კანისთვის ამ ვიტამინების მისაწოდებლად კოსმეტიკურმა ლაბორატორიებმა შეიმუშავეს სპეციალური ფორმულები.
  • არ შეესაბამება ხილის მჟავების ფუძეზე დამზადებული საშუალებები ზღვის მარილის შემცველებს.
  • ზეთოვანი მკვებავები არ ეთავსება მსუბუქ გელებს.
  • შეუთავსებელია ასევე მკვებავი ზეთები და კრემები. კანი ასეთი დატვირთვისას ვეღარ „სუნთქავს“.

ერთი ხაზის საშუალებებს ერთიანი საბაზისო კომპონენტები აქვს, თითოეულის აქტიური ნივთიერება აძლიერებს და ავსებს ერთმანეთს, ამდენად ალერგიულ რეაქციასაც აირიდებთ.

არ შეიძლება ასევე სხვადასხვა წარმოშობის კომპონენტების – ნატურალურისა და სინთეზურის შემცველი საცხების ხმარება.

შესაძლოა კანი გააღიზიანოს ზამთარში მსუბუქი, ზაფხულში კი მძიმე კრემის გამოყენებამ.

თუ კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი აქტიური ნივთიერებები არ შეესაბამება თქვენს ასაკს, ეფექტს ნუ ელით.

პრობლემური კანისას სულ მცირე ორი ძლიერი საშუალებაა საჭირო. ნაოჭების საწინააღმდეგოდ, თუ კანი არასაკმარისადაა დატენიანებული, ორი ძლიერმოქმედი შრატი უნდა წაისვათ. დილით უმჯობესია დამატენიანებელი, საღამოს – ლიფტინგის ეფექტის მქონე.

კოსმეტიკური საშუალება სრულად უნდა შეიწოვოს. ზედმეტი კრემი ხელსახოცით მოიშორეთ.

საოცრად ეფექტურია თერმულ წყალზე დამზადებული პრეპარატები. მათ შემადგენლობაში შედის წვიმის წყალი, რომელშიც მრავლადაა მინერალები და ბიოლოგიური ნივთიერებები. თერმული პლანქტონი შეიცავს კანის მასტიმულირებელ ინგრედიენტებს, მინერალურ მარილებს, სულფატებს, ფოსფატებს, პროტეინებსა და შაქარს. სწორედ ამიტომ პლანქტონის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები აფერხებს კანის დაბერებას, აღადგენს მის ფუნქციებს და შედეგებიც შთამბეჭდავია.

კოსმეტიკური საშუალებების შემცველი ინგრედიენტებია:

  • ფუძე – კრემების უმრავლესობისთვის არის ცხიმები და ზეთები, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის დაცვას, ზრდიან მის სირბილეს, ელასტიკურობას და ხელს უწყობენ ტენის შენარჩუნებას. წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმები ფუძედ კანის ცხიმთან მიახლოებული შემადგენლობის ცხიმების გამოყენებას ცდილობენ.
  • მცენარეებიდან მიღებულ ფუძეს ზეთოვანს უწოდებენ. ამ უკანასკნელის კოსმეტიკურ საშუალებებში არსებობა პროდუქტის ნატურალურობას მიუთითებს. ხშირად იყენებენ შემდეგ ზეთებს:
  • გარგარის კურკის ზეთი – შესანიშნავი კომპონენტია საბავშვო კოსმეტიკისა და მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი სხვადასხვა საშუალებისთვის. ის ატენიანებს და კვებავს კანს.
  • ავოკადოს ზეთს გააჩნია კარგი აღმდგენი თვისებები, აძლიერებს თმასა და კანს, აღადგენს მათ სტრუქტურას.
  • ჟოჟობას ზეთი – აღადგენს მოდუნებულ კანს და მზისგან დამცავი საშუალებების შეუცვლელი კომპონენტია. ჟოჟობა ტროპიკული მარადმწვანე მცენარეა, რომლის ნაყოფიდანაც ღებულობენ სამკურნალო ექსტრაქტებსა და ზეთებს. ჟოჟობას ზეთს აქვს მაღალი ქიმიური მდგრადობა, კოსმეტიკური პრეპარატების ნატურალური კონსერვანტია და ხშირად იყენებენ ძირითად სატრანსპორტო ზეთად კოსმეტიკურ კომპოზიციებში. სამკურნალო თვისებებით ის აღემატება ბევრ მცენრეულ და ცხოველურ ცხიმს. ღრმად აღწევს კანში, უზრუნველყოფს დატენიანებას, კვებას, რეგენერეციასა და ეპიდერმისის დაცვას.

ჟოჟობას ზეთს მომაწესრიგებელი თვისებები აქვს, ამიტომ მას იყენებენ როგორც მშრალი, ისე ცხიმიანი კანისთვის. მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა მგრძნობიარე და პრობლემური კანისთვის, რამდენადაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, შესანიშნავად უმკლავდება სიწითლესა და ანთებას. ჟოჟობას შემცველი კოსმეტიკური საშუალებები კანს ანიჭებს სიგლუვეს, ხავერდოვნებას, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს.

  • ჟოჟობას ზეთი, აპკის წარმოქმნის თვისების გამო, გამოიყენება თმის მოვლის საშუალებებში, საბავშვო ჰიგიენურ და მზისგან დამცავ კოსმეტიკაში.
  • ხორბლის თესლის ზეთი ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ათეთრებს მას და აწვდის E ვიტამინს.
  • ყურძნის წიპწების ზეთი შეიცავს B1, B2, C ვიტამინებს, კაროტინს, კალციუმს, კალიუმს, რკინას, ბეტაინს, ტანინს, სალიცილის, ლიმონის, ქარვის მჟავებს, დიდი კონცენტრაციით ლინოლის მჟავას, პოლიფენოლებს, რომელთაც მძლავრი ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს. ამასთან, პოლიფენოლები გაცილებით უფრო ძლიერმოქმედია, ვიდრე თავისუფალ რადიკალებთან ცნობილი მებრძოლი E ვიტამინი. ყურძნის წიპწის ზეთს იყენებენ მკვებავ, მარეგენერირებელ, დამატენიანებელ კოსმეტიკურ პრეპარატებში, ნიღბებში მშრალი, დაზიანებული, მგრძნობიარე და მოდუნებული კანისთვის, ასევე ანტიცელულიტურ საშუალებებში.
  • ლოსიონები, ბალზამები, ესენციები შეიცავს ჩაის ხის ზეთს, რომელიც ამშვიდებს და ატენიანებს კანს, ავიწროებს ფორებს, აქვს აღმდგენი მოქმედება. ამას გარდა, ჩაის ხის ზეთი აშორებს გამონაყარს, არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას. სუფთა სახით ჩაის ხის ზეთი გამოიყენება ანტიბაქტერიულ საშუალებად. მისი ერთი წვეთი საკმარისია ანთების მოსახსნელად.

რაც შეეხება ცხოველურ ციმებს, მათ გამოყოფენ ზოგიერთი ცხოველის ცხიმოვანი ქსოვილისგან. თუმცა წარმოებაში მათ უფრო იშვიათად იყენებენ, ვიდრე მცენარეულს, რადგანაც ბოლომდე არ შეიწოვება და კანს აპკით ფარავს, რითაც რთულდება კანის სუნთქვა. თუმცა, ზოგიერთი ცხიმი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებსაც მცენარეულ ზეთებში ვერ იპოვით.

  • წავის ცხიმს – მაღალი შეღწევის უნარი აქვს და კანზე კვალს არ ტოვებს.
  • ლანოლინს – მიიღება ცხვრის ბეწვისგან, არბილებს კანს, იცავს აქერცვლისაგან. თუ ეტიკეტზე არის წარწერა კრიოლანი – ეს თხევადი ლანოლინია.

ნატურალურმა ცხიმებმა ზოგჯერ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. მეცნიერებმა გამოიგონეს ნახევრად სინთეზური და სინთეზური ცხიმები. მათ კოსმეტიკურ საშუალებებში მაშინ ამატებენ, როდესაც ნატურალური ცხიმის გამოყენება არასასურველია. პროდუქციის ხარისხი კი ამით უმჯობესდება.

  • კონსერვანტები – აუცილებელია იმისთვის, რომ ნატურალური ცხიმების შემცველი საშუალებები დიდხანს შეინახოს. სერტიფიცირებული კონსერვანტებია – ეთილის სპირტი, სალიცილის მჟავა, ბენზოინის მჟავას წარმოებულები.
  • ემულგატორებს მიეკუთვნება ემულსიური ცვილი, პენტოლი, სტეარატი, გლიცერინის მონოსტეარატი. ეს კომპონენტები გამოიყენება, რათა ერთ საშუალებაში შეერთდეს ცხიმოვანი და წყლის ფაზები.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები განაპირობებს კოსმეტიკური საშუალების ძირითად ეფექტურობას. ისინი ძალიან სასარგებლოა კანისთვის და, ჩვეულებრივ, დეკლარირებულია ეტიკეტზე.

ვიტამინები:

A ვიტამინი (რეტინოლი) ანელებს დაბერების პროცესებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე;

C ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას, გააჩნია მათეთრებელი ეფექტი;

E ვიტამინი (ტოკოფეროლი) აძლიერებს ასკორბინის მჟავას მოქმედებას. E ვიტამინი ასკორბინის მჟავასთან ერთად შედის მზისგან დამცავი კოსმეტიკის შემადგენლობაში. ისინი აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას, ზრდიან კანის წინააღმდეგობის უნარს ულტრაიისფერი სხივებისადმი;

F ვიტამინი (ლინოლის მჟავა) კარგად ხსნის აქერცვლას და კანის სიმშრალეს, ეწინააღმდეგება თმის ცვენასა და ქერტლს;

B1 ვიტამინი (თიამინი) – მისმა უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა;

B10 პარაამინობენზოის მჟავა მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში და კოლაგენის სინთეზში, ეხმარება ქსოვილების რეგენერაციას. მას ხშირად იყენებენ კანის მათეთრებელ საშუალებებში.

PP ვიტამინი ნიკოტინის მჟავა – კანს ანიჭებს სირბილეს, ეწინააღმდეგება აქერცვლას. ამ ვიტამინს შეიცავს საფუარი, ბურღულეული, პარკოსნები;

სამკურნალო ბალახები – მცენარის სხვადასხვა ნაწილიდან მიღებული ნივთიერებები, რომლებიც კანის სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას ეხმარება.

  • ფიტოსტეროიდები (მცენარეული ჰორმონები), ადამიანის ჰორმონებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სამკურნალო კოსმეტიკაში გამოიყენება, სრულიად უსაფრთხოა. ისინი პრაქტიკულად არ იწოვება სისხლში, რჩება კანზე, ეხმარება რა მას ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების შეწოვაში, გამოჰყავს შლაკები და თავისუფალი რადიკალები;
  • ფიტონციდები – იცავს კანს მიკრობების ზემოქმედებისაგან;
  • სათრიმლავი ნივთიერება – ატონიზებს კანს, ავიწროებს ფორებს, აქვეითებს ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების მოქმედებას;
  • პექტინები შედის ციტრუსების კანში, შტოშში – ეხმარება ჭრილობისა და ნახეთქების შეხორცებას.

ცხოველური წარმოშობის ყველაზე ხშირად გამოყენებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:

  • ადამიანისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰორმონებიდან გასუფთავებული პლაცენტა – მასში შემავალი ამინომჟავები და დაბალმოლეკულური ცილები ეფექტურად უწყობს ხელს კანის გაახალგაზრდავებას. შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვისაც სახეზე ასაკის კვალის წაშლა უნდა;
  • აპილაკი – ცხიმების, ცილების, ორგანული ნივთიერებების, ნახშირწყლებისა და მიკროელემენტების ნაკრები კარგი სტიმულატორია, რომელსაც აღმდგენი თვისებები აქვს;
  • ხილის მჟავები ეხმარება ნივთიერებათა ცვლის დარღვევისას, კანის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებისას, ასაკობრივი დაბერებისას. ისინი შლიან მკვდარ უჯრედებს, აჩქარებენ ახალგაზრდა უჯრედების გაყოფას.

სხვა სასარგებლო კომპონენტებისგან კოსმეტიკურ საშუალებებში შეიძლება შეგვხვდეს:

  • ალანტოინი – ხსნის სიწითლესა და გაღიზიანებას;
  • ალოე ვერა – ხელს უშლის კანის გამოშრობას;
  • არაქისის ზეთი – კვებავს და ამშვიდებს კანს;
  • ბისაბოლოლი – ნივთიერება, რომელსაც შეიცავს გვირილის ეთერზეთი, გააჩნია ეფექტური ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. აქტიური ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც ხსნის გაღიზიანებას, აძლიერებს ქსოვილის დამცველობით ფუქნციას, ამცირებს ნაოჭებს;
  • ბეტაინს ტენის მარეგულირებელი მოქმედება აქვს;
  • კოფეინი – ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას კანის ქსოვილებში, ზრდის კანის სიმკვრივეს;
  • კოლაგენი – აძლიერებს ქსოვილის ელასტიკურობას;
  • ლეციტინი – კვებავს და არბილებს კანს;
  • ავოკადოს ზეთი – ატენიანებს;
  • გვირილის ზეთი – არბილებს და ამშვიდებს;
  • ელასტინი – ანიჭებს ელასტიკურობას;
  • პროფოსფორი – ხელს უწყობს კანის სიმკვრივის მომატებას;
  • რუსკოგენინი – ხსნის შეშუპებას;
  • ფარნეზოლი – უფერო ან მოყვითალო სითხე ყვავილის არომატით – გამოიყენება პარფიუმერულ კომპოზიციებში;
  • თუთიის ნაკლებობა იწვევს კანის სწრაფად დაბერებას. მის გარეშე ეპითელიუმის უჯრედები იშვიათად ახლდება.