როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სახის ტიპის გათვალისწინებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა სახის ტიპის გათვალისწინებით

არსებობს სილამაზის ერთგვარი კანონები, ანუ არსებობს პროპორციები, რომელთა დაცვის შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ “ეს ლამაზია”. ცხადია, ამ კანონებიდან უმნიშვნელო გადახრები სავსებით დასაშვებია, მაგრამ პროპორციების უხეში დარღვევისას ძნელია, ადამიანს ლამაზი უწოდო.

ძალიან მრგვალი ან გრძელი სახე, მაღალი ან დაბალი შუბლი, წამოწეული ყვრიმალები, სახის მასიური ქვედა ნაწილი - შეიძლება ასეთ დროს გამოსავლის მოძებნა?

ცხადია, შეიძლება. თუ ვარცხნილობა სწორად იქნება შერჩეული, შესაძლებელია სახე ვიზუალურად დავაახლოვოთ იდეალურ (ოვალურ ან ელიფსოიდურ) ფორმასთან. ვარცხნილობის შერჩევა უნდა მოხდეს სახის ფორმის გათვალისწინებით.

ვარცხნილობა ოვალური სახისათვის

ჩვეულებრივ, ოვალური სახისთვის ვარცხნილობის შერჩევა ყველაზე იოლია. ოვალური სახე, თავისი პროპორციებით, ყველაზე მეტად უახლოვდება ჩვენს საზოგადოებაში მიღებულ სილამაზის სტერეოტიპებს. ამიტომ ვარცხნილობის შერჩევისას შეგვიძლია, ფანტაზიას მივცეთ ასპარეზი, რასაკვირველია, თმის ტიპის გათვალისწინებით.

ოვალურ სახეს თითქმის ნებისმიერი ვარცხნილობა მოუხდება, თუმცა “სტანდარტული” სახე არ არსებობს და თავისთავად ცნება “ოვალური” შეიძლება სხვადასხვა სახეს მივუსადაგოთ. ზოგი მათგანი წაგრძელებული ოვალია, ზოგი - შემჭიდროებული, რომელიც შეიძლება შუალედური იყოს ოვალურსა და მრგვალ სახეს შორის. სწორედ ამიტომ უნდა შევარჩიოთ ვარცხნილობა სახის პროპორციების გათვალისწინებით და არ შეიძლება, ბრმად გადმოვიღოთ ფილმიდან ან ჟურნალიდან.

ძალიან გამოწეული და ჩამოგრძელებული სახე ვიზუალურად შესაძლებელია “დავამოკლოთ” წინამოს (ე.წ. “ჩოლკის” )საშუალებით, რომელიც ამცირებს სახის ღია ნაწილის ვერტიკალურ ზომას. ასეთი სახისთვის ყვრიმალებთან ჩამოშლილი თმის სწორი დალალები “უკუნაჩვენებია”, რადგან ისინი ვიზუალურად უფრო აგრძელებს სახეს.

მათთვის, ვისი ოვალიც მიდრეკილია სიმრგვალისკენ, პირიქით, რეკომენდებულია მოერიდონ წინამოს ტარებას, ან უკიდურეს შემთხვევაში შევეცადოთ გავიკეთოთ იგი ასიმეტრიული, ირიბი გადავარცხნით. სახის სიფართე კარგად შეიძლება დავფაროთ წინ, ლოყებზე დაყრილი მსუბუქად დახვეული კულულებით.

მრგვალი სახის მქონე მანდილოსნებისთვის რეკომენდებული ვარცხნილობები

გრძელი თმა კარგია ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ თხელი თმა გაქვთ, ჯობს უარი თქვათ. ამ შემთხვევაში სპეციალისტები გვირჩევენ მოკლე, მოცულობით ვარცხნილობებს. ასეთ ვარცხნილობებში მოცულობა თმას ზემოთკენ ემატება, თითქოს ვიზუალურად თავს ვაგრძელებთ. ყვრიმალებთან თმა უნდა შეიჭრას მოკლედ. შეიძლება დატოვოთ დაგრძელებული კულულები, თითქოს სახეს გვერდებიდან ჩარჩოში აქცევთ.

ზოგჯერ, სახის თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება შეირჩეს ასიმეტრიული ვარცხნილობა, დატოვოთ ირიბი წინამო. ვარცხნილობის შერჩევის პრინციპი ასეთია:

  • უნდა გაიზარდოს ვარცხნილობის მოცულობა სწორედ იქ, სადაც ეს აუცილებელია.
  • თუ შესაძლებელია, თმის კულულებით დავფაროთ ლოყები.
  • მოვერიდოთ სიმეტრიულობას და გავხსნათ შუბლი.

როგორ შევურჩიოთ ვარცხნილობა მათ, ვისაც მრგვალი სახე აქვს, ხოლო თმა - ხშირი და სქელი. მოკლედ შეჭრილი თმა, რომელიც მისაღებია მრგვალსახიანი თხელი თმის მქონე ქალბატონისთვის, ამჯერად შეიძლება უადგილო აღმოჩნდეს. ხშირი თმის მქონეს ურჩევენ ვარცხნილობას გრძელი თმით, მათ შორის - ტალღოვანით. ტალღოვანი ბუნებრივად მოცულობითია და დამატებითი “ხრიკები” არ დაგჭირდებათ. ვარცხნილობის შერჩევის ძირითადი პრინციპი იგივეა:

  • თმის კულულები გვერდებიდან ნიღბავენ სახეს.
  • ასიმეტრიული წინამო თან ფარავს და თანაც ხსნის შუბლს, რითაც აგრძელებს სახეს.

ვარცხნილობა კვადრატული სახისთვის

კვადრატული სახის ფორმისთვის ვარცხნილობის შერჩევა ადვილი არ არის. ერთი მხრივ საჭიროა კუთხეების გადასწორება, მეორე მხრივ ვიზუალურად უნდა “დავაგრძელოთ” კუთხეების გადასწორების შედეგად მიღებული წრეწირი.

როგორ მივაღწიოთ ამას? ოპტიმალურია, თუ თმას მეტ ჰაეროვნებას, ტალღოვანებას მივანიჭებთ. ბუნებრივი ან ხელოვნური კულულები ამ თვალსაზრისით ძალიან მისაღებია. თუ თმა სწორია და არ გვსურს მისი დახვევა, ვარცხნილობას მოცულობა უნდა მივანიჭოთ, რაც მიიღწევა მრავალშრიანი, “აჩეხვითი” შეჭრის საშუალებით. ან სახე “ჩარჩოში” უნდა მოექცეს კულულების მეშვეობით.

ვარცხნილობა სწორკუთხა სახისთვის

ასეთი ფორმის სახე ჩვეულებრივ საჭიროებს ყვრიმალების ზონის “ვიზუალურ გაფართოებას”, ხაზგასმას, შუბლისა და ნიკაპის ზონის შენიღბვასა და “დავიწროებას”. ამიტომ ვარცხნილობის შერჩევისას ძირითად ილეთებად შეიძლება გამოვიყენოთ წინამო, მეტ-ნაკლებად სიმეტრიული ფორმის. ნიკაპის ზონაში სასურველია მოცულობის შექმნა, ვარცხნილობისთვის სიმრგვალის მინიჭება. სწორკუთხა ფორმის სახისთვის საუკეთესო ვარიანტია ბუნებრივი, თავისუფალი ფორმის ვარცხნილობები. უნდა მოვერიდოთ მოკლე, სახის გამხსნელ ვარცხნილობებს, აგრეთვე ყველაფერ იმას, რამაც შეიძლება ხაზი გაუსვას სახის სწორ ხაზებს: სწორად, თანაბრად შეჭრილ თმას, შუაზე გაყოფილ, სწორ, სახის გასწვრივ ჩამოშლილ თმას.

ვარცხნილობა სამკუთხა სახისთვის

სამკუთხა სახე გამოირჩევა იმით, რომ ვიწრო ნიკაპთან შედარებით, ყვრიმალები და შუბლი ფართოა. ამიტომ სამკუთხა ფორმის სახისთვის ვარცხნილობის შერჩევისას მიზანი მისი ზედა ნაწილის ვიზუალურად “შევიწროებაა”. ამის მიღწევა შეიძლება ასიმეტრიული ვარცხნილობით: ირიბი გამყოფი ხაზი, საკმარისად გრძელი, ნაწილობრივ ერთი თვალის დამფარავი წინამო, რომელიც წარმატებულად დაფარავს შუბლის სიფართოვეს. ლოყაზე, ყვრიმალების ქვემოთ ჩამოშლილი კულულები კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. სახის ქვედა ნაწილი გახსნილი უნდა დარჩეს, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ მოკლე ვარცხნილობებს მსუბუქად დახვეული თმით. ასეთი ვარცხნილობა მოუხდება თხელი სტრუქტურის მქონე თმას.