კოსმეტიკური სამზარეულო სქრაბი სახისა და სხეულისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოსმეტიკური სამზარეულო სქრაბი სახისა და სხეულისთვის

სქრაბის გამოყენების შემდეგ კანი ხდება გლუვი, სუფთა, ხავერდოვანი, იღებს უფრო სასიამოვნო ფერს, მდიდრდება ჟანგბადით, ამასთან, უკეთესად იწოვს სხვა მკვებავ და დამატენიანებელ საშუალებებსაც, ამიტომ სქრაბით გასუფთავება კანის მოვლის ერთ-ერთი შეუცვლელი კომპონენტია. სახის პილინგი, ანუ სქრაბით გაწმენდა, სრულდება დაბანის შემდეგ, კრემის წასმის წინ. სქრაბს ისვამენ სუფთა, ნოტიო სახეზე და ფაქიზად იზელენ თითებით. პილინგის ჩატარება ჯობს ძილის წინ, რათა კანმა კარგად დაისვენოს ან ცხელი აბაზანის შემდეგ, როცა კანი დაორთქლილია, ხოლო ფორები - ღია. გვერდი აუარეთ თვალების ირგვლივ არსებულ არეს. სახის დაზელის შემდეგ ნარევი რამდენიმე წუთით დაიტოვეთ, მერე კი კარგად ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ შეიძლება წაისვათ ნიღაბი ან დამატენიანებელი კრემი. პრობლემური (ფერიმჭამელები და სხვა გამონაყარი), ასევე ალერგიისკენ მიდრეკილი მგრძნობიარე კანისთვის პილინგი არ არის რეკომენდებული. შინ სქრაბის მომზადებისას საფუძვლად შეიძლება ავიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორებიც არის არაჟანი, მცენარეული ზეთი, უმი კვერცხი, თაფლი, ხოლო ნაწილაკების მაგივრობას გაგვიწევს დაფქული ხილის კურკები, კაკალი, გამხმარი ცედრა, კვერცხის ნაჭუჭი, ყავის ნალექი, დაფქული ყავა, დაფქული ჩაი, შვრიის ფქვილი, ქატო და მარილი. განსაკუთრებით მგრძნობიარე კანის მქონე ქალებმა აბრაზიისთვის ჯობს ნაკლებად აგრესიული ნივთიერებები გამოიყენონ. გთავაზობთ რამდენიმე "გემრიელი" სქრაბის რეცეპტს.

  • სახეზე, გარდა თვალების ირგვლივ არსებული არისა, წაისვით ბავშვის საპონი. ხელზე დაიყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და ძალიან ნაზად დაიზილეთ სახე ორი წუთის განმავლობაში, მერე კი გულდასმით ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასეთი პილინგი უხდება ყოველგვარი ტიპის კანს, გარდა მშრალისა.
  • გათალეთ კიტრი, წვრილად დაჭერით და გაწურეთ. 1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ზღვის მარილს, გააზავეთ ნარევი კიტრის წვენით, ისე, რომ მიიღოთ კრემისმაგვარი მასა, დაამატეთ 2 წვეთი ვარდის ეთერზეთი და ამ ნარევით გაიწმინდეთ სახე ზემოთ მითითებული წესით. ნუ ჩამოიბანთ 10 წუთის განმავლობაში. ამ სქრაბს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტიც აქვს.
  • ცხიმიან კანს კარგად ასუფთავებს სოდის პილინგი: სახეზე წაისვით საპონი, აიღეთ მწიკვი სოდა და ნაზად შეიზილეთ კანში. 2-3 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
  • გამწმენდი, მკვებავი და დამატენიანებელი სქრაბი: 1 ჩაის კოვზ დაფქულ ბრინჯს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი. ეს ნარევი დაიდეთ სუფთა სველ სახეზე და ნაზად შეიზილეთ კანში. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • ტანისთვის შესანიშნავი სქრაბი შეიძლება მოვამზადოთ შვრიის ფანტელისგან: დაფქულ შვრიას დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი ან რძე და  მასაჟისებრი მოძრაობებით წაისვით ტანზე. რამდენიმეწუთიანი მასაჟის შემდეგ შეიძლება სქრაბი ჩამოიბანოთ. პირველი გამოყენებისთანავე შეამჩნევთ, როგორ დარბილდება და რა გლუვი გახდება კანი.
  • ყავისგან დამზადებული სქრაბი, უპირველეს ყოვლისა, გამოდგება ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ასეთი სქრაბი მეტად მკვრივი და უხეშია და მგრძნობიარე და დაზიანებულ კანს არ მოუხდება.

სქრაბის რეცეპტი ძალიან მარტივია: მოხალეთ ყავის მარცვალი, დაფქვით რაც შეიძლება წვრილად და შეურიეთ იოგურტს ან ნაღებს (1 წილ ყავაზე იღებენ 3 წილ იოგურტს ან ნაღებს). წაისვით სახის კანზე და 2-5 წუთის განმავლობაში დაიზილეთ. თუ სქრაბი სხეულისთვის გნებავთ და არა სახისთვის, მაშინ თანაფარდობა 1:1 უნდა იყოს, რადგან სხეულზე კანი უფრო უხეშია.

  • პრაქტიკულად ყოველგვარი ტიპის კანს უხდება მარწყვის სქრაბი: დასრისეთ 6 ცალი მარწყვი, დაამატეთ 6 კოვზი მარილი და 4 კოვზი ზეითუნის ზეთი.

სქრაბის შერჩევის გარდა მნიშვნელოვანია მისი სწორი გამოყენებაც: ნორმალური კანი უნდა გავიწმინდოთ კვირაში 1-ხელ, ცხიმიანი - 2-3-ჯერ, გაწმენდის შემდეგ კი რეკომენდებულია კანზე მკვებავი კრემი ან ნიღაბი წავისვათ.