ქატო შეკრულობის სამკურნალოდ
ზემოქმედებისადმი მდგრადობით ხასიათდება, ენერგიის დიდ წყაროს არ წარმოადგენს და ამავე დროს მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ნაწლავების ევაკუატორულ (გამომყოფ ფუნქციას). ქატოთი შეგიძლიათ ჩაიტაროთ ე. წ. საფაღარათო კურსი: უნდა დაიწყოთ შედარებით მცირე დოზებით, აიღოთ 2 ჩაის კოვზი ქატო, დაასხათ მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩეროთ, გადაწუროთ და გაფუებული მასა მიირთვათ საკვებთან ერთად ან საჭმლის მიღებამდე 3 საათით ადრე. თუ ეფექტს ვერ მიიღებთ, ქატოს დოზა დღეში 6 ჩაის კოვზამდე უნდა გაზარდოთ, ხოლო როდესაც კუჭის მოქმედება (დეფეკაცია) მოგიწესრიგდებათ, კვლავ შეამციროთ.
გარდა ამისა, შეკრულობის დროს ეფექტურია უზმოზე ორი-სამი ვაშლის კანიანად მირთმევა, თაფლნარევი 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, ახალი კარტოფილის ან სტაფილოს წვენი.
კარგ ეფექტს იძლევა მჟავე კომბოსტოს თბილი წვენის ყოველდღიურად დალევა 100-150 მლ-ის მოცულობით; ასევე დღის განმავლობაში 500 გრამი ბანანის მიღება სამჯერადად. 1 ჭიქა ყურძნის წვენის ან საკუთრივ მარცვლების მიღება. დღეში სამჯერ: დილით – უზმოზე, სადილამდე ერთი საათით ადრე და საღამოს ძილის წინ.
მოამზადა თინათინ გოცაძემ