/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კითხვა პასუხი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამედიცინო ენციკლოპედია
თარიღი : 04-01-2013
-უკაცრავად მაინტერესებს ელეფანტიაზი, სპილოვნობა, ”სპილოს” ავადმყოფობა რამდენად ხშირი და საშიში დაავადებაა? და როგორ ხდება მისი მკურნალობა? რა გართულებები შეიდძლება მოყვეს? მადლობა
პასუხი
-სპილოვნობა (სპილოს დაავადება, ელეფანტიაზი, ელეფანტიაზისი) სხეულის რომელიმე ნაწილის (კიდურების, სათესლე პარკის) მდგრადი გადიდებაა კანისა და კანქვეშა უჯრედების ავადმყოფური ზრდის (ჰიპერპლაზიის) ხარჯზე, რომელიც გამოწვეულია ლიმფის მუდმივი შეგუბებით და შეშუპების განვითარებით. დაავადება უმთავრესად ტროპიკულ სარტყელშია გავრცელებული.
მას იწვევს ფილარია - წვრილი მრგვალი პარაზიტი, რომელიც მოსკიტებს გადააქვთ. ამის გამო ინფექციას ფილარიოზსაც უწოდებენ. თუმცა სპილოვნობა შეიძლება ბრუგიოზის გამომწვევმა პარაზიტმა ნემატოდამაც (Brugia malayi) გამოიწვიოს. დაავადება მაშინაც შეიძლება განვითარდეს, როცა ადამიანს ლიმფური სისტემის თანდაყოლილი მანკი აქვს ან დარღვეული აქვს ლიმფის ცირკულაცია. სიმპტომები და მიმდინარეობა სპილოვნობის დროს კანის დაავადებული უბნები მეჭეჭებითა და წყლულებით იფარება. დაზიანებულ მიდამოში შეინიშნება ვენური და ლიმფური სტაზი (შეგუბება), ქსოვილთა შეშუპება და შემაერთებელი ქსოვილის გაღიზიანება. კანსა და კანქვეშა უჯრედისში ვითარდება ჰიპერტროფიული პროცესები, რომელიც გამოწვეულია კანსა და კუნთებშორის მიდამოში შემაერთებელი ქსოვილის ჩაზრდით და ძვლის გასქელებით. ჰიპერტროფიას მოსდევს ორგანოების ფორმისა და მოცულობის შეცვლა, შემთხვევათა უმრავლესობაში აღინიშნება ქვედა კიდურების დაზიანება - ფეხები სქელდება და სპილოს ფეხებს ემსგავსება. სწორედ აქედან მომდინარეობს დაავადების სახელწოდება.
ცნობილია დაავადების სხვა ფორმებიც (მაგალითად, სათესლე პარკის სპილოვნობა).
ელეფანტიაზის წარმოქმნისა და განვითარების პროვოცირება სხვა დაავადებებმაც შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, თრომბოფლებიტმა, რომელიც ლიმფურ სადინარებში ინფექციის განვითარებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. მკურნალობა და მკურნალობის ახალი მეთოდები 2007 წელს მეცნიერებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ გაშიფრეს პარაზიტ Brugia malayi-ს გენომი, რამაც შესაძლოა მკურნალობის პრინციპულად ახალი და ეფექტური მეთოდიკის შექმნამდე მიგვიყვანოს.
გარდა ამისა, პრესაში ბოლო დროს გამოქვეყნებული სტატიების თანახმად, ეგვიპტელმა ექიმებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს დაავადების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. ისინი ორ ახალ პრეპარატს - დიეთილკარბამაზინსა და ალბენდაზოლს იყენებდნენ. ჩვეულებრივ კი მკურნალობა კონსერვატიულია და მიზნად ისახავს ანთებითი პროცესის ჩაქრობას, ქვედა კიდურებში ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესებას. მძიმე შემთხვევებში ზოგჯერ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდსაც მიმართავენ.
კომენტარები (1)
tako
ანუ ეს სპილოს დაავაება ინკურნება ხო / ? ? ? ? ? ?
თარიღი : 03-07-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი კითხვები

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

კითხვა-პასუხი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები