-გამარჯობა, მყავს 7 თვის გოგონა,მისი დღიური რაციონი ასეთია დილით 9-ზე მაწონი 150გ, 13 საათზე -ბოსტნეულის პიურე (სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი), 17 საათზე- ნესტლეს სხვადასხვა ფაფა 200 გრამი, 21 საათზე- ადაპტირებული რძე პეჩენიით, ვინაიდან ვმუშაობ ბუნებრივ რძეს მოლოდ ღამე ვაძლევ, ყოველ ღამე იღვიძებს და ჭამას ითხოვს, შუალედებში ვაძლეთ ხან ხილის ფაფას (ვაშლი, ბანანი, კივი, ბროწეული) ხან მხოლოდ ვაშლის წვენს, ადაპტირებულ რძე არ მოსწონს ამიტომ პეჩენიასტან ერთად ვაძლევ. ბოლო დროს კუჭის მოქმედება ძალიან გაუხშირდა, დღეში 5 ჯერ მაინც აქვს(განავალი ნორმალურია). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ასევე მინდა ქათმის ბულიონის და ხორცის დამატება და რა რაოდენობით და სიხშირით უნდა მივცე?
-7 თვის ასაკში ბავშვის მენიუ ასე უნდა გამოიყურებოდეს: 6.00 საათზე - ძუძუთი კვება ან ადაპტირებული რძის ნარევი. 10.00 საათზე - ბოსტნეულის სუფი ან ხორცის ბულიონი (გაითვალსწინეთ, რომ ბულიონის რაოდენობა არ უნდა იყოს 30-40 მლ-ზე მეტი, ის უნდა იყოს მეორე ნახარში, დანარჩენი სითხე კი უნდა იყოს ბოსტნეულის ნახარში) - 30 გრამი, ერთი ორცხობილა, პური - 5 გრამი ან ხილისა და ბოსტნეულის პიურე - 170 გრამი, შეგიძლიათ მისცეთ ნახევარი მოხარშული კვერცხის გული, ხორცის პიურე - 50 გრამი, ხილის წვენები - 7-8 ჩაის კოვზი. 14.00 საათზე _ კეფირი, ან მაწონი პეჩენიასთან ერთად, ხაჭო _ 4 ჩაის კოვზი, გახეხილი ვაშლი ან ხილის პიურე _ 4 სადილის კოვზი. 22.00 საათზე _ ადაპტირებული რძის ნარევი.
შეურჩიეთ თქვენს პატარას ამ მენიუდან ის, რაც მას ყველაზე მეტად მოეწონება და თანდათან გაუმდიდრეთ რაციონი ამ პროდუქტებით. დამატებით გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე სტატიას „ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში“, http://mkurnali.ambebi.ge/pediatria/3121-chvilis-meniu-7-8-thvis-asakshi.html