იცით რა მაინტერესებს? აი ყავის სკრაბები როა ტანისთ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

10-10-2012

-იცით რა მაინტერესებს? აი ყავის სკრაბები როა ტანისთვის შეგიძლიათ მიტხრათ როგორ გავაკეთო? დაფქვილი ყავა ჩვეულებრივი ნალექიან ყავას რო ვაკეთებთ ის ვიხმარო?

პასუხი
-სკრაბის გამოყენება არ შეიძლება კანზე გამონაყრის არსებობის შემთხვევაში, ეს პრობლემას კიდევ უფრო დაამძიმებს.
>ყავის სკრაბი
1. შეურიეთ 1:3-ზე მოხალული და დაფქვილი ყავა და იოგურტი ან ნაღები. მიღებული ნარევით გაიკეთეთ სახის კანის მასაჟი 2-5 წუთის განმავლობაში.
2. დაფქული ყავაში აურიეთ ნაღები ან არაჟანი, დაუმატეთ ცოტა თაფლი, წაისვით პრობლემურ ადგილებზე (ცელულიტი იგულისხმება) გაიკეთეთ მასაჟი. დაიტოვეთ რამდენიმე წუთით და ჩამოიბანეთ წყლით.
3. 2 ჭიქა დაფქვილი ყავა ნახევარი ჭიქა შაქარი ან ზღვის მარილი. 2/3 სუფრის კოვზი ზეთი. (ნებისმიერი სახის ზეთი, მათ შორის პარფიუმერული) 1. ეს ყველაფერი აურიეთ ჯამში. 2. შეგიძლიათ დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი და ეს ყველაფერი აურიოთ ერთმანეთში. თუ ვანილს დაუმატებთ ეს მოუხდება თქვენს სხეულს, იგი უფრო დაამშვიდებს კანს. როდესაც სკრაბი მზად გექნებათ, წაისვით სველ ან ნოტიო კანზე, უმჯობესია ეს პროცედურა შხაპის მიღების დროს ჩაატაროთ, რადგან ჩამობანაც ადვილი იქნება. სკრაბი თითებით ან სპეციალური ღრუბელით წაისვით წრიული მოძრაობებით. რადგან წრიული მოძრაობით ჩატარებული მასაჟი ცელულიტთან და ვენის ვარიკოზულ დაავადებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად