გთხოვთ შეძლებისდაგვარად მალე გამცეთ პასუხი ვარ გა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

26-09-2012

-გამარჯობა გთხოვთ შეძლებისდაგვარად მალე გამცეთ პასუხი ვარ გათხოვილი,ინტიმური კავშირის შემდეგ მენსტრუაციის გადაცდენა არ მქონია,მაგრამ მენსტრუაცია 5ის ნაცვლად 4 დღე გამიგრძელდა. თან თითქოს თავბრუს ხვევას და გულის რევას ვგრძნობ დღეების განმავლობაში. შეიძლება ვიყო ფეხმძიმედ თუ ჩემი "სიმპტომები" მხოლოდ ფსიქოლოგიური იქნება? 1 დღის ნაკლები ციკლი ჩვეულებრივი ამბავია თუ საგანგაშო ? შემდეგ ჯერზეც თუ არ გადამიცდა, ამით ორსულობა გამოირიცხება ?

პასუხი
-ერთჯერადად ციკლის ასეთი ცვლილება საგანგაშო არ არის. რაც შეეხება ორსულობის თემას, თქვენთვისაც ცნობილია, რომ ორსულობის ყველაზე სარწმუნო ნიშანი მენსტრუაციის შეკავებაა, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც ორსულობის დროს სისხლიანი გამონადენი აღენიშნებათ ეს მენსტრუაცია არ არის, არამედ საშვილოსნოს რეფლექსია მენსტრუაციის დღეებთან დაკავშირებით. ორსულობის დადგენის ან გამორიცხვის მიზნით გაიკეთეთ ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი.
ინფორმაციისთვის! მენსტრუაციის ხანგრძლივობის შემცირების მიზეზს წარმოადგენს სასქესო ჰორმონების (ესტროგენის და პროჟესტერონის) რაოდენობის შემცირება. გამოკვლევებიდან აუცილებელია ექოსკოპია და ჰორმონების დონის განსაზღვრა სისხლში: ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი, ესტრადიოლი, პროჟესტერონი, პროლაქტინი. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ფსიქოგენური და მემკვიდრული ფაქტორები, დიეტა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად