წინასწარ ბოდიშს გიხდთით ამ შეკითხვისთვის. თითქმის ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

24-09-2012

-გამარჯობათ,წინასწარ ბოდიშს გიხდთით ამ შეკითხვისთვის. თითქმის 3 წელია ქალთან ურთიერთობის დროს დროზე ადრე ვამთავრებ,ზოგჯერ უცებ,ნასვამზეც კი ვცადე მაგრამ არანაირი შედეგი არ იყო.რით შეგიძლიათ დამეხმაროდ,ან თუ იცით რის ბრალია ეს ყველაფერი. მადლობთ

პასუხი
-ნაადრევი ეაკულაცია ძალზედ მძიმე დაავადებაა, როგორც მამაკაცისათვის, ასევე მისი პარტნიორისათვის. ამ დაავადების დროს ხშირად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს.
ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები (მაგ; ემლა), რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება.
ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი შესაძლოა იყოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანება (საქმე ეხება დოპამინის რეცეპტორებს). შესაბამისად მკურნალობა მდგომარეობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნაში, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე.
ფსიქოლოგიური - ნებისმიერმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი ეაკულაცია.( დეპრესია, ემოციური სტრესი).
შეიძლება ნაადრევ ორგაზმს ძალიან მარტივი არაპათოლოგიური საფუძველი ქონდეს, გადაჭარბებული აღგზნება.
სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის კრიტერიუმები დადგენილი არ არის, თუმცა, თუ თქვენ, ან თქვენი პარტნიორი დაუკაყოფილებლობის გრძნობას განიცდით, ე.ი. საქმე ნაადრევ ეაკულაციას ეხება. ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ უროლოგს ან სექსოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის დაძლევაში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად