რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მაინტერესებს ბრტყელ ტერფიანობის დადგენა რა ასაკიდან ხდება და განკურნება მასაჟებით შესაძლებელია თუ არა?
პასუხი
-მიუხედავად იმისა, რომ ტერფის თაღების სრული ფორმირება 6-7 წლის ასაკში ხდება, - მანამდე ტერფის ფორმა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის, - ბრტყელტერფიანობისკენ მიდრეკილების ამოცნობა წლამდე ასაკის ბავშვებშიც შესაძლებელია. დიაგნოსტიკას აბრკოლებს სიმსუქნე - მსუქანი ბავშვების ტერფების თაღი კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ბალიშით არის ამოვსებული. თუ ასეთ ტერფზე დაყრდნობისას ტერფის მედიალური ზედაპირი პრონირებულია (შიგნით არის შებრუნებული), ხოლო უკანა ნაწილი ვალგუსური ორიენტაციისაა (ქუსლი მიბრუნებულია გარეთ), სავარაუდოა ბრტყელტერფიანობის განვითარება.ვრცლად თემას შეგიძლია გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე, ინტერნეტ მისამართი http://mkurnali.ambebi.ge/component/encyclopedia/?task=term&id=453