რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, მშობიარობის შემდეგ მენსტრუაცია არ მომსვლია (40 დღიანი დენის შემდეგ,) 3 თვეა, მაინტერესებს მაქსიმუმ რამდენხანს შეიძება გაგძელდეს ესე და მართალია თუ არა რომ ასეთ დროს უფრო ნაკლები შანსია დაორსულების?
პასუხი
-თუ ბავშვი იმყოფება მთლიანად ბუნებრივ კვებაზე ანუ იკვებება მხოლოდ დედის რძით, მენსტრუაცია ხშირად ლაქტაციის პერიოდის დასრულების (ერთი წლის შემდეგ) შემდეგ დგება. თუ დედა ბავშვს ძუძუსთან ერთად დამატებით საკვებსაც აძლევს, მაშინ მენსტრუაცია შეიძლება დადგეს ლაქტაციის პერიოდის დასრულებამდეც და დასრულების შემდეგაც. (თუმცა ზოგადად, ციკლის აღდგენა ბუნებრივი კვების დროსაც კი ინდივიდუალურია). თუ ბავშვი თავიდანვე შერეულ კვებაზეა, ანუ იღებს დედის რძესაც და ხელოვნურ საკვებსაც, მაშინ დედას მენსტრუაცია აღუდგება მშობიარობიდან 3-4 თვეში. თუ ქალი ბავშვს ძუძუთი არ კვებავს, ანუ ბავშვი თავიდანვე ხელოვნურ კვებაზეა, მაშინ მენსტრუაცია აღდგება მშობიარობიდან 10-12 კვირაში. ციკლის აღდგენასა და ლაქტაციას შორის 100%-იანი კავშირი არ არსებობს, ამიტომ მეძუძურ ქალსაც შეიძლება, საკმაოდ მალე აღუდგეს ციკლი. რაც შეეხება დაორსულებას, ძუძუთი კვებისას, მშობიარობიდან პირველი 6 თვის განმავლობაში, ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება. მეძუძური დედა ბუნებრივად არის დაცული ორსულობისაგან მხოლოდ მაშინ, თუ: *ბავშვი იმყოფება მხოლოდ ძუძუთი კვებაზე (ანუ არ იღებს სხვა დამატებით საკვებს) და კვებათა შორის საჭირო ინტერვალები დაცულია (3-4 საათი დღისით და 6 საათი ღამით); *ბავშვი 6 თვეზე ნაკლები ასაკისაა; *ქალს მშობიარობის შემდეგ მენსტრუალური ციკლი არ აქვს აღდგენილი. თუ სამივე პირობა დაცულია, მეთოდი ეფექტურად მუშაობს. თუ ერთ-ერთი პირობა მაინც დაირღვა, დაორსულების შანსი იზრდება და საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, ისეთის, რომელიც ხელს არ შეუშლის რძის გამომუშავებას. *მეთოდის ეფექტურობა 98%-ა;
გამარჯობათ. გთხოვთ გამარკვიოთ. მყავს პატარა 1 წლის და 2 თვის. 4 თვიდან შერეულ კვებაზეა. ციკლი ჯერაც არ მაქვს. ეხლახანს დავანებებინე თავი , მკერდზე სიმაგრეების და ტკივილის გამო თან ვაპირებ გაშრობას . ბავშვმა ადვილად მიეჩვია მხოლოდ ხელოვნურად კვებას. ბოლო ერთი კვირაა სისუსტეს ვგრძნობ, 80/60 90/60 არტ.წნევა. გულისრევის შეგრძნება. შესაძლელია თუ არა იყოს ალბათობა ორსულობის ?
18 თებერვალი 2018 13:55
ძალიან გთხოვთ დმიპასუხეთ.საკეისრო კვეთის დროს გავიკეთე მილის გადაკვანძვა,ბავშვი მყავს 7 თვის,აქამდე ყოველ თვეში მქონდა მესტრუაცია ეხლა არ მაქვს და მაინტერესებს ფეხმძიმობა ხომ არაა დასაშვები?