16 წლის ასაკში ვარ 1.63.. უფრო 3 წელია რაც დავიწყ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

02-07-2012

-16 წლის ასაკში ვარ 1.63.. უფრო 3 წელია რაც დავიწყე ნორმალური ზრდა, მინდა 10 სანტიმეტრის მომატება და მაინტერესებს რამდენადაა ეს შესაძლებელი.. რა უნდა მივიღო იმისთვის,რომ ხელი შევუწყო ზრდას. ინტერნეტში იოგას ვიდეოებია და იმას ვაკეთებ და მაინტერესებს რამდენად კარგია მოზარდისთვის ამის ჩატარება. სიმაღლეში გასაზრდელი რა ვიტამინის მიღებაა კარგი.. მადლობთ წინასწარ

პასუხი
-ზრდასრულად ითვლება 20 წლის ვაჟი, გოგონები უფრო ადრე ასრულებენ ზრდას. მაგრამ ეს არ არის დოგმა, რადგან ზოგიერთი ამის შემდგომაც განაგრძობს ზრდას. მინიმალური სიჩქარით, მაგრამ მაინც. ერთი სიტყვით, ყველაფერს ზრდის ზონები განსაზღვრავს. როცა ისინი იხურება, ხაზოვანი ზრდა წყდება, მხოლოდ ძვლის გამსხვილების ხარჯზე გრძელდება მინიმალური ზრდა. ჩვენ არ ვიცით დახურული გაქვთ თუ არა ზრდის ზონები, მაგრამ მაინც გირჩვეთ, კვების რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული, ვიტამინები, ცილები საჭირო რაოდენობით და კალციუმით მდიდარი პროდუქტები.
დადგენილია, რომ ზრდის ჰორმონის გამოყოფას ასტიმულირებს ცილოვანი საკვები და თრგუნავს გლუკოზა. ამიტომ რაციონში შეიტანეთ ბუნებრივი ცილოვანი პროდუქტები - კაკალი, კვერცხი, ხაჭო;
ამავე დროს უნდა შეზღუდოთ გლუკოზა: შაქარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები - მათი შეცვლა შეიძლება თაფლით, ტკბილი ხილით. ზრდაზე განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებს A და B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინის წყაროა ახალი მწვანილი, სტაფილო, პომიდორი. B ვიტამინები ბევრია კაკალში, კვერცხის გულში, ნაღების კარაქში.
უნდა იცოდეთ აგრეთვე, რომ ზრდის ჰორმონის მაქსიმალური სეკრეცია ძილში ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა - ძილის ნაკლებობა ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორია. ორგანიზმის ზრდას აფერხებს ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკები და სქესობრივი ცხოვრების ნაადრევად დაწყება. გარდა ამისა, გირჩევთ, იაროთ ცურვაზე, ხშირ-ხშირად გააკეთოთ წახტომები და შეეცადოს მისწვდეთ რაც შეიძლება მაღალ ნიშნულს.
არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები?
ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ყველა პოლივიტამინი უწყობს ხელს. "ზრდის ვიტამინები” უფრო სარეკლამო განაცხადია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მივცეთ ვიტამინები, რომ სასურველი ეფექტი მივიღოთ. თუ მოზარდს ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება, თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით.
იქნებ გამოგადგეთ...
პედიატრმა, სიმაღლეში ზრდის სპეციალისტმა, შემოგვთავაზა ზრდის ელექსირის რეცეპტი: დილით, უზმოზე, დაალევინეთ ბავშვს 200გ სტაფილოს წვენი, დააყოლებინეთ 1ჩ/კ არაჟანი და 1 კაფსულა A ვიტამინი (დოზა - ასაკის გათვალისწინებით). ასე განაგრძეთ 2 კვირის განმავლობაში. მომდევნო ორი კვირა დილით, უზმოზე, მიეცით 200გ უმი ჭარხლის წვენი და დააყოლებინეთ 100გ ცივი რძე. შესაძლოა, უზმოზე ჭარხლის წვენმა გულისრევის შეგრძნება, პირღებინება ან ფაღარათი გამოიწვიოს. შეგიძლიათ, შეურიოთ 100გ მჟავე ვაშლის წვენი. კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუ წონას იოლად იმატებთ, დიეტას ფიზიკური დატვირთვაც შეუხამეთ.
არსებობს ასეთი ხალხური საშუალებაც:
25 ცალი ასკილი დაჩეჩქვეთ და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამე, მეორე დილას გადაწურეთ და დაამატეთ ერთი ჭიქა გამოწურული სტაფილო, ერთი ჭიქა გაწურული ჭარხალი, 1 ჭიქა ბროწეულის წვენი, 2 სუფრის კოვზი თაფლი და 2 ცალი გაწურული ლიმონი. ამგვარად მომზადებული ხსნარის დალევას დაიწყებთ რვის ნახევარზე (დილით) და ყოველ საათში სვამთ ერთ ჭიქას. ეს კეთდება თვეში ერთხელ სამი თვის განმავლობაში. შემდეგ სამი თვე ისვენებთ, შემდეგ ისევ სამჯერ გააკეთებთ სამი თვის განმავლობაში და ასე შემდეგ.
კომენტარები
08 ნოემბერი 2016 14:49
გამარჯობა ვარ 20 წლის და 1,89 შეილება რომ კიდე გავმაგლდე დედა 1,76 მყავს მამა 1,91 დზალიანმინდა გაზრდა და მაინტერესებს გავიზდები თუ არა
24 თებერვალი 2015 13:41
მაინტერესებს თქვენს მიერ მოცემული რჩევა ელექსირის მიღების სახით თუ იქნება შედეგის მომცემი ან თუ ღისრს მცდელობა მაინც 23 წლის ასაკში?თუ საჭიროა ამ ასაკში გაორმაგებული დოზით მივიღო თქვენს მიერ შემოთავაზებული ელექსირი?გთხოვთ მიპასუხოთ.გმადლობ
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად