მოგესალმებით. უკვე 10 წელიწადზე მეტია მაწუხებს მარ... | ზოგადი ქირურგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ზოგადი ქირურგია

კატეგორია - ზოგადი ქირურგია

22-05-2012

-მოგესალმებით. უკვე 10 წელიწადზე მეტია მაწუხებს მარჯვენა ქვედა მხარეს მოვლითი ტკივილები. მარცხენა გვერდზე საერთოდ ვერ ვბრუნდები რადგან ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს რაღაც "ჩამომწყდება" მარჯვნიდან. ასე გრძელდება ეს ამდენი წელი. ქირურგთან რამდენჯერაც მივედი იმდენჯერ არ ხარ საოპერაციო - აპენდიციტი არ არისო. გათხოვების შემდეგ გინეკოლოგიურად სულ გამოვეკვლიე ფოლიკულური კისტა მაქვს რომელიც თავისით ჩნდება და ქრება თუმცა გინეკოლოგის განმარტებით არავითარი კავშირი არ აქვს ამას იმ ტკივილთან. დროთა განმავლობაში მაქვს ხოლმე შემოტევითი ტკივილები თვეში ან ორთვეში ერთხელ ვერ ვიშლები და ასე შემდეგ. როდესამ ექიმი მსინჯავს მეუბნება რომ სასწრაფო საოპერაციოა ბრმანაწლავიო თუმცა მეორე დღეს ისევ მიბრუნდება შრომისუნარიანობა და არაფერი იცვლება. ბევრი ვეძიე ბევრგან და საკუთარი დიაგნოზით ქრონიკული აპენდიციტი მაქვს. მაინტერესებს თქვენი აზრი და ასევე, შეიძლება თუ არა რომ ბარემ ამოვიჭრა ბრმანაწლავი? რადგან მეორე ბავშვს ვგეგმავ და ფსიქოლოგიური შიშები მაქვს რომ ორსულობაში არ გამირთულდეს მაინცდამაინც.. რადგან შეტევებმა მოუხშირა

პასუხი
აპენდიციტის დიაგნოსტიკა
-ულტრაბგერითი გამოკვლევა.
მისი საშუალებით შესაძლოა მოხერხდეს გადიდებული აპენდიქსის დანახვა, თუმცაღა ათიდან მხოლოდ 5 შემთხვევაში. ასე რომ, ჭიაყელა ნაწლავის დაუნახავობა აპენდიციტს არ გამორიცხავს. ულტრაბგერის საშუალებით შესაძლებელია გამოირიცხოს საკვერცხეების, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ცვლილებები, რომელთაც აპენდიციტის სიმულირება შეუძლიათ.
კომპიუტერული ტომოგრაფია.
არაორსულ პაციენტებში ჭიაყელა ნაწლავის მიმდებარე მიდამოს კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება აპენდიციტის დიაგნოსტირებისა და აპენდიკულარული ინფილტრატის გამოვლენის მიზნით, ასევე - მუცლის ღრუსა და მენჯის სხვა დაავადებების გამოსარიცხავად, რომელთა სიმპტომები აპენდიციტისას ჰგავს.
ლაპაროსკოპია ქირურგიული მანიპულაციაა, რომლის დროსაც მუცელზე გაკეთებული პატარა ხვრელიდან მუცლის ღრუში წვრილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილი შეჰყავთ სპეციალურ კამერასთან ერთად. ლაპაროსკოპია აპენდიქსისა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოების დათვალიერების საშუალებას იძლევა, ხოლო თუ აპენდიციტი იქნა აღმოჩენილი, მისივე მეშვეობით ოპერაციის ჩატარებაც არის შესაძლებელი. გარდა ლაპაროსკოპიისა, არ არსებობს კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც აპენდიციტის უტყუარი დიაგნოსტიკა შესაძლებელი იყოს, ამიტომ აპენდიციტზე ეჭვის შემთხვევაში მოქმედების ტაქტიკა სამგვარია: დაკვირვება, გამოკვლევა ან ქირურგიული ოპერაცია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად