რამოდენიმე წლის წინ ფეხის ნეკა თითზე გამიჩნდა მაზ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

14-05-2012

-გამარჯობათ რამოდენიმე წლის წინ ფეხის ნეკა თითზე გამიჩნდა მაზოლი ვერაფერი ვერ უშველი იქნებ დამეხმაროთ რით შეიძლება რო მოვირჩინო მადლობთ.

პასუხი
-აფთიაქებში იყიდება ე.წ. "მაზოლის" (კოჟრი) საწინააღმდეგო "პლასტირები", ჯერ უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც ე.წ. "მაზოლი" გაქვთ და დაიკრათ პლასტირი. 2 დღის მერე მოიშორებთ მას და ამოიგდებთ "მაზოლს". შეიძლება რამდენიმე პროცედურის გაკეთება დაგჭირდეთ.
ხალხური მედიცინიდან ანალოგიური ეფექტი აქვს ლიმონს:
ლიმონს უნდა ააჭრათ კანი რბილობიანად, დაიდოთ კოჟრის ადგილას ისე, რომ რბილობი შიგნით მოხვდეს და შეიხვიოთ დილამდე. მეორე დღეს პროცედურა კვლავ გაიმეორეთ. დილით კი ფეხზე გაიკეთეთ ცხელი სოდიანი წყლის აბაზანა და კოჟირი ფრთხილად ამოიგდეთ მაკრატლით.
გარდა ამისა, ეფექტურია:
>შემწვარი ხახვის ფოთლის დადება კოჟრზე, არბილებს და ხელს უწყობს მის ამოგდებას _ ხახვის კანი ჩადეთ ძმარში, გააჩერეთ 1 დღე-ღამეს თბილ ადგილას. შემდეგ აიღეთ ხახვის ფოთოლი და დაიდეთ კოჟრზე. ფოთოლი უნდა გამოცვალოთ დღეში ორჯერ.
>ნიორი მოხარშეთ რძეში და დაიდეთ კოჟრებზე ან შემწვარი ნიორი დასრისეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთში. ეს მასა დაიდეთ წინასწარ კოჟრზე (წინასწარ ფეხებზე სოდიანი წყლის აბაზანა უნდა გქონდეთ გაკეთებული).
>ღამე კოჟრზე დაიდეთ ალოეს ფოთოლი და შეიხვიეთ.
>ჭიქაში ჩაასხით ძმარი, შიგ ჩადეთ ახალი კვერცხი. 8 დღის შემდეგ კვერცხი მთლიანად გაიხსნება. მიღებული მალამო წაისვით მხოლოდ კოჟრზე და შეიხვიეთ.
>ძალიან ეფექტურია კოჟრზე დინდგელის დადება.
რამდენიმე დღეში იგი ამოვარდება. უნდა გითხრათ, რომ კანისა და ვენსნეულებათა ინსტიტუტში არსებობს პოდოლოგიური აპარატი, რომელიც უმტკივნეულოდ ხსნის მსგავს პრობლემებს, გარდა ამისა, იქვე არის უფრო ხელმისაწვდომი ძველი მეთოდიც: პაციენტს ადებენ ურეას მალამოს და ერთ კვირაში უმტკივნეულოდ ამოაჭრიან გარქოვანებულ უბანს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად