პასუხი
BMI = სხეულის მასა (კგ-ში)/სიმაღლე2 (მეტრებში) ინდექსის მიხედვით შესაძლოა ზუსტად ვიმსჯელოთ წონის ნორმალურ ციფრებზე:
16-ზე ნაკლები - ითვლება წონის გამოხატულ დეფიციტად
18-25 - ნორმალური მაჩვენებლებია
25-30 - სხეულის ჭარბი წონა (არ ითვლება სიმსუქნედ)
30-35 – I ხარისხის სიმსუქნე
35-40 – II ხარისხის სიმსუქნე
40-ზე მეტი - III ხარისხის სიმსუქნე
ვერ გეტყვით რამდენად რეალურად გჭირდებათ წონაში კლება; თუ მაინც გაქვთ სურვილი, რომ წონაში კიდევ დაიკლოთ, გაითვალისწინეთ ასეთი რჩევები:
-სვით დღეში 8-10 ჭიქა წყალი. იგი გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისაგან. შეზღუდეთ საკვებში მარილი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას. -ნურასოდეს გამოტოვებთ საუზმეს, რადგან ასეთ დროს ორგანიზმი იღებს სიგნალს, რომ თქვენ მშიერი ხართ და ანელებს ნივთიერებათა ცვლას.
-საკვები კარგად დაღეჭეთ, საერთოდ, ჭამეთ ძალიან ნელა. ნუ მიირთმევთ საჭმელს ტელევიზორთან ან სხვა ისეთ სიტუაციებში, სადაც კვების პროცესი ავტომატური და გაუაზრებელი ხდება.
-ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. გვიან მიღებული საკვები ორგანიზმში ცხიმის სახით ლაგდება.
-მიირთვით ზომიერი პორციები. საკვების მცირე მოცულობას უკეთ მოინელებთ.
- გადაეჩვიეთ ჭამებს შორის შუალედში სასუსნავის მირთმევას, გირჩევთ ასეთ დროს უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.
-ერიდეთ ზედმეტ კოფეინს, განსაკუთრებით, ღამის საათებში, რადგან იგი არღვევს ძილის რეჟიმს. ღრმა ძილი კი ჩაძინებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში აუცილებელია ჰორმონული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
-ნუ მიეჯაჭვებით სასწორს – აიწონეთ კვირაში ერთხელ. ახლა კი დიეტების შესახებ ვისაუბროთ: მსოფლიოში უამრავი დიეტა არსებობს, მხოლოდ მათი კლასიფიკაციის ჩამოთვლაც კი ძალიან შორს წაგვიყვანდა და ამის მიუხედავად მაინც არსებობს სიმსუქნის, ჭარბი წონის პრობლემა. თითქოსდა ადვილია – აირჩიე შენთვის მოსაწონი დიეტა, რომლის ავტორიც თვეში 10-15 კგ-ის დაკლებას გპირდება და შენი პრობლემაც გადაჭრილია, მაგრამ უმთავრესი ის გახლავთ, რომ მხოლოდ სწორად შერჩეული და მკაცრად დაცული დიეტა მოგიტანთ სასურველ შედეგს.
და უნდა გახსოვდეთ: წარმატების 70% თქვენზე, თქვენს ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობაზეა დამოკიდებული.
დიეტა არ არის ორკვირიანი სასწაული, უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება საკვებისადმი, კვების პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი დიეტით მიღებული შედეგი უკვალოდ გაქრება და თქვენი კილოგრამები სულ მალე უკანვე დაგიბრუნდებათ.
გთავაზობთ რაციონალური, ჯანსაღი კვების რამდენიმე წესს, რომლებიც დიეტის შერჩევისას დაგეხმარებათ:
- დიეტისათვის შერჩეული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი და გემრიელი. ჩამონათვალში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ქათმისა და ძროხის ხორცი, თევზი, რძე, რძის პროდუქტი, მარცვლეული, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული. ეს პროდუქტები საჭირო რაოდენობით შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალებს და ვიტამინებს.
-მიღებული პროდუქტების კალორიულობა უნდა შეესაბამებოდეს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგებს.
- ოპტიმალურია ოთხჯერადი კვება საკვების ასეთი გადა ნაწილებით: 25%-საუზმე, 35%-სადილი, 25%-მეორე სადილი და 15%-ვახშამი. - ერიდეთ ტკბილეულს: შაქარს, მურაბებს, ნაყინს, შოკოლადს, ცომეულს, ცხოველურ ცხიმს.
- ნუ მოგხიბლავთ ე.წ. სწრაფი დიეტები – გახდით ნელ-ნელა და გონივრულად!
მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს ვებ გვერდზე ეკა ჭავჭავაძის სტატიას „დიეტა და მისი ტიპები“
http://mkurnali.ambebi.ge/dietologia/1216-2009-04-08-16-56-30.html