რა არის დ-დიმერი და ფიბრინოგენის კონცენტრაცია?რა ს... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

29-04-2012

-რა არის დ-დიმერი და ფიბრინოგენის კონცენტრაცია?რა საფრთხეს შეიცავს ორსულისთვის ამ მაჩვენებლების მომატება?მადლობა

პასუხი
-კოაგულოგრამა ანუ ჰემოსტაზიოგრამა არის ანალიზი, რომელიც ჰემოსტაზის - სისხლის შემდედებელი სისტემის - მდგომარეობას ავლენს.
ფიბრინოგენი - ესეც ცილაა, რომელიც სისხლში ფიბრინად გადაიქცევა. მოზრდილი, ჯანმრთელი ადამიანისთვის სისხლში ამ ფაქტორის შემცველობა 2-4გ/ლ-ია. ფიბრინოგენის ნორმა რამდენადმე იზრდება ორსულობისას.
D-დიმერი - ნივთიერებაა, რომელიც წარმოიქმნება სისხლში კოლტებისა და თრომბების დაშლისას. ნორმაში ეს მაჩვენებელი 248 ნგ/მლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. დ-დიმერის ანალიზი ტარდება თრომბოზის რისკის განსაზღვრის მიზნით.
ორსულობის დროს კოაგულოგრამა ყოველთვის სისხლის მომეტებულ შედედებას აჩვენებს. ორსულთათვის ეს სისხლის შედედების ფიზიოლოგიური ნორმაა გარკვეულ საზღვრებში. მაგრამ თუ მომავალ დედას უკვე აღენიშნებოდა სისხლის შედედების უნარის მატებისკენ მიდრეკილება ანუ ჰიპერკოაგულაცია, ეს შესაძლოა მეტად საზიანო აღმოჩნდეს როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვისაც.
ჰემოსტაზიოგრამის შედეგების მიღებისას დასკვნის დამოუკიდებლად გამოტანას ნუ იჩქარებთ. გაითვალისწინეთ, რომ კოაგულოგრამის სწორად, მართებულად გაშიფვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
07 თებერვალი 2018 15:55
გამარჯობათ...ვარ 29 კვირის ორსული.დედიმერკ მაქვს 5450 ზე...მთელი ფეხმძიმობა ნემსებს ვიკეთებ,შედეგი არააქვს,პირიქით მატულობს.კუაგოლოგრამა წესრიგში მაქვს სულ...ნაყოფზე რამე პრობლემის გამოწვევა შეუძლია?
18 თებერვალი 2017 01:25
გამარჯობათ ვარ 31 კვრის ორსული, მაინტერესებს დ დიმერი მაქვს 533 და რამდენად საშიშია . რას იწვევა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად