ვარ 24 წლის მეძუძური დედა. ამას წინათ მოგწერეთ რო... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

29-03-2012

- ვარ 24 წლის მეძუძური დედა. ამას წინათ მოგწერეთ რომ თმა ძალინ მცვივა, პატარა 3 თვისაა და აწუხებს მეტეორიზმი, რის გამოც ჩემი მენიუ პედიატრმა ძალიან შეამცირა. ასევე მაქვს ჰიპოთირეოზი, ვსვამ იოდბალანსს და ელთიროქსინს 75 მგ. ანალიზებმა აჩვენეს რომ ამჟამად TSH და FT4 ნორმაშია (ბოლო 6-7 თვის განმავლობაში TSH და FT4 ნორმაშია). არ ვიყენებ ფენს, არც თმის გასასწორებელ უთოს, თმა არასოდეს შემიღებავს და არც ქიმიურად დამიხვევია. ასევე დავამატებ რომ მაქვს ანემია, ჰემოგლობინიც დაბალი მაქვს,ორსულობამდე 66 მქონდა,ორსულობის დროს 60, ახლა 58-მდე დაეცა.იქნებ რამე მირჩიოთ, რომელიმე ვიტამინი ან თმის ნიღაბი? ან რომელი პროდუქტები ჩავრთო მენიუში? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ. გმადლობთ.

პასუხი
- პირველ რიგში აუცილებელია ანემიის სათანადო მკურნალობა, ანემია არის თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მშობიარობიდან პირველი თვეების განმავლობაში, 5-6 თვემდე შეიძლება თმების ცვენა გაძლიერდეს, შემდეგ კი ეს პროცესი წყდება და თმიანობა აღდგება. რაც შეეხება კვებას, გთავაზობთ რჩევენს ანემიისას კვების თაობაზე
არ არის მოზანშეწონილი რკინის შეწოვის ინჰიბიტორები:
• ფიტატები - ხორბლეული, ბურღულეული, მაღალი ექსტრაქციის ფქვილი, თხილეული და თესლები;
• ფენოლის ნაერთები - ტანინები, ჩაი, ყავა, კაკაო, მცენარეული ნაყინები, სანელებლები და ზოგიერთი ბოსტნეული;
• კალციუმი - რძე, რძის პროდუქტები.
გაითვალისწინეთ, რომ რკინის შეწოვის ხელშემწყობებია:
• ჰემური რკინა რომელიც გვხვდება ხორცში, შინაურ ფრინველში, თევზში და ზღვის პროდუქტებში;
• ასკორბინის მჟავა, ანუ ვიტამინი C, რომელიც არის ხილში, ხილის წვენებში, კარტოფილში და ზოგიერთ სხვა გორგლოვან ბოსტნეულში, აგრეთვე პარკოსნებში, ყვავილოვან კომბოსტოში და კომბოსტოში;
• რკინითა და ვიტამინებით ფორტიფიცირებული პროდუქტები.
კვების სტილის მარტივი ცვლილებები, რაც აუმჯობესებს რკინის შეწოვას:
• ჩაის, ყავის მიღება საკვების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, ვინაიდან საკვები აღარ იმყოფება კუჭში და ეს პროდუქტები ვერ შეაფერხებენ რკინის შეწოვას;
• რძის, ყველის მიღება კვებათა შორის;
• ინჰიბიტორების შემცველი პროდუქტები მოიხმარება უმეტესად რკინით ღარიბი საკვების მიღების დროს. მაგ. საუზმედ რკინის დაბალი შემცველობის მარცვლეული (პური ან სიმინდის პროდუქტები) მოიხმარება ჩაისთან ან რძის პროდუქტებთან ერთად. ეს კი უზრუნველყოფს კალციუმის ადექვატურ მიწოდებას რკინის შეწოვის შეფერხების გარეშე;
• საკვებთან ერთად C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების (ხილის წვენი, ფორთოხალი) მიღება;
• რკინითა და ვიტამინებით ფორტიფიცირებული პროდუქტების მიღება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
ენდრო განსაკუთრებით ეფექტურია შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, გამოდევნის წვრილ ქვებსა და
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი კანის მისაღებად მხოლოდ 2 მარტივი ინგრედიენტია საჭირო:
ვიტამინები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ძირითადად, მათი მიღების მთავარი
გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას.
თუ შენი ახლობლები ავადმყოფობენ, როგორ უნდა დაიცვა თავი? ხშირად გაწმინდეთ კარის სახელურები, პულტი და სხვ.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად