რა შეიძლება იყოს ფეხის ქუსლების ტკივილის მიზეზი,ხა... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

24-03-2012

-რა შეიძლება იყოს ფეხის ქუსლების ტკივილის მიზეზი,ხანდახან ისე ძალიან მტკივა,რომ ქუსლის დაბიჯება არ შემიძლია (ნახეთქები არ მაქვს,ე.ი. ქუსლები შიგნიდან მტკივა)

პასუხი
-ქუსლებში ტკივილს ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს: ქუსლების სტრუქტურების მუდმივი ხასიათის გადაძაბვა, რაც იწვევს დატვირთვის დროს ტკივილს. ასეთ მდგომარეობას უწოდებენ ქუსლის ტკივილის სინდრომს. ის შეიძლება გამოიწვიოს ფეხსაცმელმა, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ქუსლი, გარდა ამისა, ქუსლის ტკივილი შეიძლება განაპირობოს ფეხის გულში, ქუსლის არეში კანქვეშა ცხიმის განლევამ მოძრაობითი აქტიურობის მკვეთრი მატების შემთხვევაში.
ქუსლის ტკივილის მეორე მიზეზია ფეხის გულის ფასციიტი (ფასციის ანთება). ხშირად ასეთ მდგომარეობას განაპირობებს ბრტყელტერფიანობა. ფეხის გულის ფასცია მკვრივი შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნია, რომელიც ფართო ზოლის სახით არის გადაჭიმული ფეხის გულის ზედაპირზე ქუსლის ძვლიდან ტერფის წინა ნაწილამდე. ძლიერმა ბრტყელტერფიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფასციის ძლიერი გაჭიმვა და მისი ანთება. შედეგად განვითარდება ტკივილი ქუსლში და ტერფის თაღში. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია დილით, როცა ადამიანი დგება საწოლიდან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ. დღის განმავლობაში იგი თანდათანობით კლებულობს.
მსგავსი ჩივილი ახასითებს ქუსლის ძვლის წანაზარდს - ე. წ. დეზი. თუ პირველი დაბიჯებისას ძალიან გტკივათ, მერე და მერე კი ტკივილი მცირდება, სავარაუდოდ დეზის არსებობაზე მიუთითებს.
აუცილებელია რენტგენოლოგიური კვლევა და ორთოპედთან ვიზიტი. რაც შეეხება მკურნალობას, გეტყვით, რომ სიარულის დროს დარტყმების ძალის შესამცირებლად ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს რბილი ძირი და წნევის ტერფის უკანა ნაწილიდან წინისკენ გადასანაწილებლად ფეხსაცმელი ქუსლის მიდამოში სპეციალური სუპინატორით უნდა იყოს შემაღლებული. თუ თქვენი პრობლემა ბრტყელტერფიანობაა, მაშინ ასევე სპეციალური სუპინატორი უნდა მოათავსოთ ფეხსაცმელში (ორთოპედმა უნდა შეგირჩიოთ).
ძალიან დიდი მნიშვნენელობა აქვს ფეხსაცმლის შერჩევას - მას უნდა ჰქონდეს მაგარი უკანა მხარე (ქუსლის აყოლებასთან) რათა მყარად დაიჭიროს ქუსლი. გარდა ამისა, ფეხსაცმელს უნდა ჰქონდეს გარკვეული ზომის ქუსლი.
კომენტარები
09 ივნისი 2018 01:07
გამარჯობა ვარ 30 წლის მქონდა ტერფის ნეკა თითის ძვალი მოტეხილი 2 წლის წინ ახლა ძალიან მტკივა ქუსლი ყოველ დილით მიჭირს დადგმა მერე ნელ ნელა მივლის. ღამე ოდნავ შეხებაზეც მტკივა. ტკივილი გადაეცემა წვივი უკანა მხარეს და წელს. რას მირჩევთ?
30 იანვარი 2018 12:19
risi bralisheizleba ikos quslebis gabujeba
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად